როგორი წილადია წესიერი წილადი?
წილადს. რომლის მრიცხველიც ნაკლებია მნიშვნელზე. წესიერი წილადი ეწოდება.
45 გაამრავლე 1000- ზე ქვეშმიწერის გამოყენების გარეშე
45000
რიცხვი გავყოთ ნულზე, ტოლია
ნულზე გაყოფა არ შეიძლება
რიცხვი რომ ნულზე გავამრავლოთ
ნულია
რა არის განტოლება
უცნობის შემცველ ტოლობას განტოლება ეწოდება
მოცემული წილადები დაალაგე კლებადობის მიხედვით
23/5; 23/11; 23/10; 23/6
23/5; 23/6; 23/10; 23/11
15 გაასამმაგე, რას უდრის?
45
შადარეთ:
36/37 და 35/37
36/37>35/37
დაასახელე 13 -ის ჯერადი რიცხვები
13; 26; 39.....
მოცემული წილადები დაალაგე ზრდადობის მიხედვით:
5/15; 2/15; 7/15; 1/15
1/15; 2/15; 5/15; 7/15
ზურამ ჩაიფიქრა რიცხვი. ამ რიცხვს მიუმატა 19. ჯამი გაამრავლა 5-ზე და მიიღო 130. რა რიცხვი ჩაუფიქრებია ზურას?
ზურას ჩაუფიქრებია 7
წიგნში 160 გვერდია. ნატალიმ წიგნის 5/8 წაიკითხა. წიგნის რამდენი გვერდი დარჩა ნატალის წასაკითხი?
წაიკითხა 100 გვერდი. დარჩა წასაკითხი 60 გვერდი.
დაასახელე 32 -ის გამყოფები
1,2,4,8,16,32
იყოფა თუ არა 3-ზე რიცხვი 1578 და რაში მდგომარეობს 3-ზე გაყოფის ნიშანი?
არ იყოფა, რადგან ციფრთა ჯამი არ იყოფა 3-ზე. 3-ზე იყოფა ყველა ის რიცხვი, რომლის ციფრთა ჯამიც იყოფა 3-ზე.
ყუთში 10 ფანქარია. რაც ფანქრების მთელი რაოდენობის 2/5 -ია. რას უდრის ფანქრების მთელი რაოდენობა?
ფანქრების მთელი რაოდენობაა 25.
თეკლას, ლუკას და ბადრის ერთად 800 ლარი აქვთ. თეკლას და ლუკას იმდენივე ლარი აქვთ, რამდენიც ბადრის. რამდენი ლარი აქვს ლუკას, თუ თეკლას და ბადრის ერთად 500 ლარი აქვთ?
300
ორიანს მარჯვნიდან მიუწერეს ლუწი ციფრი და მიღებული ორნიშნა რიცხვი გაანახევრეს. რა ციფრი მიუწერეს ორიანს მარჯვნიდან, თუ ცნობილია, რომ განახევრების შდეგად მიიღეს თოთხმეტი
რვიანი
ნიკო ორი კვირის განმავლობაში ყოველდღიურად ორ ნახატს ხატავდა, რომლებიც მან შვიდ ყუთში თანაბრად გადაანაწილა. რამდენი სურათი ჩაუდია ნიკოს თითოეულ ყუთში?
ოთხი სურათი
მაშოს ქონდა სამი ცალი ქაღალდის ფული , სულ ორასი ლარი. მან ერთ-ერთი ქაღალდის ფული დაახურდავა სულ ოც ლარიანებად. ახლა რამდენი ცალი ქაღალდის ფული აქვს მაშოს?
შვიდი
ერთი ღვეზელი იმდენივე ღირს, რაც ოთხი ერთნაირი ფუნთუშა. რამდენი ლარით ძვირია ერთი ღვეზელი ერთ ფუნთუშაზე, თუ ერთი ღვეზელი 16 ლარი ღირს?
12 ლარით
ყველაზე ბევრი რამდენი კოლოფი უნდა გამოიყენონ. ასანთის 13 ღერის ისე გასანაწილებლად. რომ ყველა კოლოფში აღმოჩნდეს სხვადასხვა რაოდენობის ღერი?
ა) ორი ბ) სამი
გ) ოთხი დ) ხუთი
გ) ოთხი
რა დროშიც ეკა გამოჭრის ოთხ ფოთოლს. კესო გამოჭრის ორ ყვავილს. რა დროშიც კესო გამოჭრის ერთ ყვავილს. თემო გამოჭრის ექვს ქოთანს. რამდენ ქოთანს გამოჭრის თემო იმ დროში, რაშიც ეკა ამოჭრის ექვს ფოთოლს?
ა) 9 ქოთანს; ბ) 12 ქოთანს;
გ) 18 ქოთანს; დ) 24 ქოთანს.
გ) 18 ქოთანს;
თაფლით სავსე შვიდი ბიდონი 105 კილორამს იწონის. ცნობილია. რომ ამ შვიდ ბიდონში 84 კილოგრამი თაფლია. რას აიწონის ერთი სავსე და ორი ცარიელი ბიდონი?
ა) 21 კგ; ბ) 18 კგ;
გ) 39 კგ; დ) 27 კგ.
ა) 21 კგ
სანდრო. ლუკა და ვახო კალათბურთელები არიან. სამივემ ერთად გუნდს შესძინა 60 ქულა. ცნობილია, რომ სანდრომ და ლუკამ ერთად გუნდს შესძინეს 37 ქულა. ხოლო ლუკამ და ვახომ ერთად- 39 ქულა. რამდენი ქულა შესძინა გუნდს ლუკამ?
ა) 8 ქულა. ბ) 12 ქულა
გ) 16 ქულა; დ) 20 ქულა
გ) 16 ქულა
თუ საზამთროს მოვაჭრით მისი წონის 1/3-ს, შმდეგ მოვაჭრით თავდაპირველი წონის 1/4-ს და ბოლოს მოვაჭრით თავდაპირველი წონის 1/6-ს, მაშინ დარჩება 9 კილოგრამი. რას იწონიდა საზამთრო თავდაპირველად?
ა) 12 კგ; ბ) 24 კგ;
გ) 27 კგ; დ) 36 კგ
დ) 36 კგ