რამდენად ეთანხმებით:
„გენდერული საკითხები და ასპექტები შესაძლოა ინტეგრირდეს ბიუჯეტის დაგეგმვის ყველა ეტაპზე“
სწორია, გენდერულად მგრძნობიარე ბიუჯეტირებისათვის, გენდერული ასპექტები უნდა ინტეგრირდეს საბიუჯეტო პროცესის ყველა ეტაპზე
რას ნიშნავს გენდერული მეინსტრიმინგი?
გენდერული მეინსტრიმინგი არის ქალთა და მამაკაცთა თანასწორობის ხელშეწყობისა და დისკრიმინაციის აღმოფხვრის მიზნით, პოლიტიკის, მარეგულირებელი ნორმებისა და პროგრამების მომზადების, შემუშავების, განხორციელების, მონიტორინგისა და შეფასების ეტაპებში გენდერის, როგორც ანალიზის კატეგორიის, ინტეგრაცია.
რა არის არსებითი (დე ფაქტო) თანასწორობა?
ფორმალურ (დე იურე) თანასწორობასთან ერთად, გულისხმობს შესაძლებლობებისა და შედეგების თანასწორობას.
ყველას თანასწორად აღიარების საზღვრებს სცილდება, ავლენს განსხვავებებს სხვადასხვა ჯგუფებს შორის, რასაც გრძელვადიან პერსპექტივაში საყოველთაო სიკეთემდე მივყავართ.
რა არის ფორმალური (დე იურე) თანასწორობა?
გულისხმობს თანაბარ მოპყრობას კანონით განსაზღვრული პროცედურების გათვალისწინებით და მოიცავს ქალისა და კაცის კანონით დადგენილ სტატუსს საზოგადოებაში.
ეს არის ხედვა იმისა, რომ სამართლიანობისათვის ყველას ყოველთვის თანმიმდევრულად და თანაბრად უნდა მოვეპყრათ.
სამართლიანი მოპყრობა გულისხმობს:
სხვადასხვა სახის მხარდაჭერა/დახმარება თითოეულს, რათა უზრუნველყოფილ იქნეს თანაბარი შესაძლებლობები
რას ნიშნავს გენდერულად მგრძნობიარე ბიუჯეტირება?
გენდერულად მგრძნობიარე ბიუჯეტირება არის საჯარო ფინანსების/რესურსების მართვა გენდერული თანასწორობის მიზნების მიღწევის მიზნით.
ის გულისხმობს, ბიუჯეტის შეფასებას გენდერულ ჭრილში, გენდერული საკითხების ინტეგრირებას საბიუჯეტო პროცესის ყველა ეტაპზე და შემოსულობებისა და გადასახდელების გადანაწილებას გენდერული თანასწორობის ხელშეწყობისათვის.
რატომ არის გენდერულად მგრძნობიარე ბიუჯეტი საჭირო?
გენდერულად მგრძნობიარე ბიუჯეტი ხელს უწყობს გენდერული სამართლიანობის/თანასწორობის მიღწევას, რასაც მაღალი ეკონომიკური ღირებულება აქვს და ხელს უწყობს განვითარებას.
რას ნიშნავს გენდერულად ნეიტრალური?
ქალებსა და კაცებს შორის თანასწორობაზე არც დადებითი და არც უარყოფითი გავლენების არსებობა.
რა არის განსხვავება გენდერულ ინდიკატორსა და გენდერულ სტატისტიკას შორის?
„გენდერული ინდიკატორი გენდერული სტატისტიკისგან განსხვავდება იმით, რომ იგი მოიცავს ამავე დროს შედარებას გარკვეულ მაჩვენებელთან და არა უბრალოდ ფაქტს“
გენდერულად მგრძნობიარე ბიუჯეტირებაში გაერთიანებულია:
გენდერული თანასწორობა და საჯარო ფინანსების მართვა
რას ნიშნავს გენდერულად მნიშვნელოვანი?
კითხვა იმის შესახებ, არის თუ არა კონკრეტული კანონი, პოლიტიკა ან ქმედება გენდერული ურთიერთობების ან/და გენდერული თანასწორობის მხრივ მნიშვნელოვანი/შესაბამისი.
რას ნიშნავს გენდერულად მგრძნობიარე?
პოლიტიკები და პროგრამები, რომლებიც ითვალისწინებს ქალებისა და კაცების ცხოვრებაში არსებულ განსხვავებებს და ამავე დროს, უწყობს ხელს უთანასწორობების აღმოფხვრას და გენდერული თანასწორობის დამკვიდრებას, მ.შ. რესურსების სამართლიან გადანაწილებას;
გენდერული საზომების გათვალისწინება პოლიტიკის ანალიზში.
რა ნიშნავს გენდერული სტატისტიკა?
სტატისტიკა, რომელიც ასახავს ქალებსა და კაცებს შორის ცხოვრების ყველა სფეროში არსებულ შესაბამის განსხვავებებს.
რას ნიშნავს გენდერული აუდიტი?
არის ინსტრუმენტი, რომლის მეშვეობითაც შესაძლებელია შეფასდეს და შემოწმდეს ორგანიზაციაში გენდერული თანასწორობის ინსტიტუციონალიზაციის საკითხი, მათ შორის ორგანიზაციის პოლიტიკაში, პროგრამებში, პროექტებში ან/და სერვისების მიწოდებაში, სტრუქტურებში, პროცესებსა და ბიუჯეტებში.
რა არის GRBPFM? Gender PEFA?
ეს არის შეფასების მეთოდოლოგია, რომლითაც ფასდება საჯარო ფინანსების მართვის გენდერული მგრძნობელობა
არის თუ არა გენდერულად მგრძნობიარე ბიუჯეტი მორგებული ქალებზე? კაცებზე?
გენდერული ბიუჯეტირება არ არის მხოლოდ კაცების ან მხოლოდ ქალების ბიუჯეტი.
ეს არ არის რესურსების 50/50 გადანაწილება.
გენდერულად მგრძნობიარე ბიუჯეტირება უზრუნველყოფს იმას, რომ საჯარო ფინანსები სამართლიანად და ეფექტიანად იყოს გადანაწილებული ქალებისა და მამაკაცების საჭიროებებზე, შესაბამისად სამართლიანად მიიღონ მათ სარგებელი.
ვინ/რომელი სტრუქტურები ადგენენ გენდერულად მგრძნობიარე ბიუჯეტს?
გენდერული მგრძნობიარე ბიუჯეტს, როგორც პროგრამული ბიუჯეტის ნაწილს, ადგენს შესაბამისი უწყების ფარგლებში შექმნილი სამუშაო ჯგუფი, რომელიც დაკომპლექტებულია უწყების ხელმძღვანელი პირ(ებ)ისგან, საფინანსო/საბიუჯეტო სამსახურისგან და პოლიტიკის განმახორციელებელი სტრუქტურული ერთეულ(ებ)ისგან.
რას ნიშნავს გენდერული თანასწორობა?
ადამიანის უფლებათა ნაწილი, რომელიც გულისხმობს ქალისა და კაცის თანაბარ უფლებებს, შესაძლებლობებს და თანასწორუფლებიან მონაწილეობას პირად და საზოგადოებრივი ცხოვრების ყველა სფეროში.
რას ნიშნავს გენდერული ინდიკატორი?
გენდერული განსხვავებულობების, დროთა განმავლობაში გენდერთან დაკავშირებული ცვლილებებისა და გენდერული თანასწორობის მიზნების მიღწევის პროგრესის მონიტორინგის საშუალებები.
გენდერულად მგრძნობიარე ბიუჯეტირების უპირატესობებია:
კარგი მმართველობა; პოლიტიკის მიზნების მონიტორინგი; საჯარო პოლიტიკის ეფექტიანობის ზრდა; გენდერული თანასწორობის მიზნის განხორციელება; თანამონაწილეობის გაფართოება; უკეთესი გადაწყვეტილებები და გამჭვირვალობა; საერთო ეკონომიკური ეფექტიანობის ამაღლება; ადამიანის უფლებების აღსრულება; პოლიტიკის მიზნების მიღწევის ზედამხედველობა
გენდერულად მგრძნობიარე საჯარო ფინანსების მართვა (gender responsive PFM) გულისხმობს:
გენდერის ფაქტორის გათვალისწინებას საბიუჯეტო პოლიტიკაში, როგორც შემოსულობების, ისე გადასახდელების კუთხით - მათი განსაზღვრის, აღსრულების, ანგარიშგების, კონტროლის, მონიტორინგისა და შეფასებისას.
რას ნიშნავს გენდერულად ბრმა ბიუჯეტი?
გენდერული საზომების იგნორირება/არ გათვალისწინება კონკრეტულ სოციალურ, კულტურულ, ეკონომიკურ და პოლიტიკურ კონტექსტში.
რას ნიშნავს გენდერული გავლენის შეფასება GIA?
პროცესი, რომელიც გულისხმობს გენდერული კრიტერიუმების მიხედვით, არსებული სიტუაციისა და ტენდენციის შედარებასა და შეფასებას იმ მოსალოდნელ შედეგებთან, რომელსაც მივიღებთ რეკომენდირებული პოლიტიკის დანერგვის შედეგად.
როგორ ფიქრობთ, არსებობს ასეთი ფორმულირება? "ბიუჯეტი არ არის გენდერულად ნეიტრალური, მაგრამ შეიძლება იყოს გენდერულად ბრმა?"
დიახ არსებობს და ის საერთაშორისო სავალუტო ფონდს ეკუთვნის.
გენდერული თანასწორობის მიღწევის საერთაშორისოდ აღიარებული ინსტრუმენტებია:
GRB-გენდერულად მგრძნობიარე ბიუჯეტირება, GIA-გენდერული გავლენის შეფასება, GA-გენდერული აუდიტი