I
II
III
IV
100

რა არის ქალისა და მამაკაცის თანასწორობა?

ადამიანის უფლებათა ნაწილი, რომელიც გულისხმობს ქალისა და მამაკაცის თანასწორ უფლება-მოვალეობებს, პასუხისმგებლობას და პირადი და საზოგადოებრივი ცხოვრების ყველა სფეროში თანასწორუფლებიან მონაწილეობას;

100

რას ნიშნავს გენდერული მეინსტრიმინგი?

გენდერული მეინსტრიმინგი არის ქალთა და მამაკაცთა თანასწორობის ხელშეწყობის და დისკრიმინაციის აღმოფხვრის მიზნით, პოლიტიკის, მარეგულირებელი ნორმებისა და პროგრამების მომზადების, შემუშავების, განხორციელების, მონიტორინგისა და შეფასების ეტაპებში გენდერის, როგორც ანალიზის კატეგორიის, ინტეგრაცია.

100

რა არის არსებითი (დე ფაქტო) თანასწორობა?

ფორმალურ (დე იურე) თანასწორობასთან ერთად, გულისხმობს შესაძლებლობებისა და შედეგების თანასწორობას. 

100

რა არის ფორმალური (დე იურე) თანასწორობა?

გულისხმობს თანაბარ მოპყრობას კანონით განსაზღვრული  პროცედურების გათვალისწინებით და მოიცავს ქალისა და კაცის კანონით დადგენილ სტატუსს საზოგადოებაში.

200

რას ნიშნავს გენდერულად მგრძნობიარე ბიუჯეტირება?

გენდერულად მგრძნობიარე ბიუჯეტირება არის საჯარო ფინანსების/რესურსების მართვა გენდერული თანასწორობის მიზნების მიღწევის მიზნით. ის გულისხმობს, ბიუჯეტის შეფასებას გენდერულ ჭრილში, გენდერული საკითხების ინტეგრირებას საბიუჯეტო პროცესის ყველა ეტაპზე და შემოსულობებისა და გადასახდელების გადანაწილებას გენდერული თანასწორობის ხელშეწყობისათვის.

200

რატომ არის გენდერულად მგრძნობიარე ბიუჯეტი საჭირო?

გენდერულად მგრძნობიარე ბიუჯეტი ხელს უწყობს გენდერული სამართლიანობის/თანასწორობის მიღწევას, რასაც მაღალი ეკონომიკური ღირებულება აქვს და ხელს უწყობს განვითარებას.

200

რას ნიშნავს გენდერულად ნეიტრალური?

ქალებსა და კაცებს შორის თანასწორობაზე მნიშვნელოვანი არც დადებითი და არც უარყოფითი გავლენების არსებობა.

200

რას ნიშნავს თანასწორი მოპყრობა?

განათლების, შრომისა და სოციალური პირობების დადგენისას, საოჯახო ურთიერთობებსა და საზოგადოებრივ-პოლიტიკური ცხოვრების სხვა სფეროებში ორივე სქესის პირთა თანასწორი უფლებებისა და შესაძლებლობების აღიარება, სქესის ნიშნით დისკრიმინაციის დაუშვებლობა.

300

რას ნიშნავს გენდერულად მნიშვნელოვანი?

კითხვა იმის შესახებ, არის თუ არა კონკრეტული კანონი, პოლიტიკა ან ქმედება გენდერული ურთიერთობების ან/და გენდერული თანასწორობის მხრივ მნიშვნელოვანი/შესაბამისი.

300

რას ნიშნავს გენდერულად მგრძნობიარე?

პოლიტიკები და პროგრამები, რომლებიც ითვალისწინებს ქალებისა და კაცების ცხოვრებაში არსებულ განსხვავებებს და ამავე დროს, უწყობს ხელს უთანასწორობების აღმოფხვრას და გენდერული თანასწორობის დამკვიდრებას, მ.შ. რესურსების სამართლიან გადანაწილებას; გენდერული საზომების გათვალისწინება პოლიტიკის ანალიზში.

300

რა ნიშნავს გენდერული სტატისტიკა?

სტატისტიკა, რომელიც ასახავს ქალებსა და კაცებს შორის ცხოვრების ყველა სფეროში არსებულ შესაბამის განსხვავებებს.

300

რას ნიშნავს გენდერული აუდიტი?

არის ინსტრუმენტი, რომლის მეშვეობითაც შესაძლებელია  შეფასდეს და შემოწმდეს ორგანიზაციაში გენდერული თანასწორობის ინსტიტუციონალიზაციის საკითხი, მათ შორის ორგანიზაციის პოლიტიკაში, პროგრამებში, პროექტებში ან/და სერვისების მიწოდებაში, სტრუქტურებში, პროცესებსა და ბიუჯეტებში.

400

არის თუ არა გენდერულად მგრძნობიარე ბიუჯეტი მორგებული ქალებზე? კაცებზე?

გენდერული ბიუჯეტირება არ არის მხოლოდ კაცების ან მხოლოდ ქალების ბიუჯეტი. ეს არ არის რესურსების 50/50 გადანაწილება. გენდერულად მგრძნობიარე ბიუჯეტირება უზრუნველყოფს იმას, რომ საჯარო ფინანსები სამართლიანად და ეფექტიანად იყოს გადანაწილებული ქალებისა და მამაკაცების საჭიროებებზე, შესაბამისად სამართლიანად მიიღონ მათ სარგებელი.

400

ვინ/რომელი სტრუქტურები ადგენენ გენდერულად მგრძნობიარე ბიუჯეტს?

გენდერული მგრძნობიარე ბიუჯეტს, როგორც პროგრამული ბიუჯეტის ნაწილს, ადგენს შესაბამისი უწყების ფარგლებში შექმნილი სამუშაო ჯგუფი, რომელიც დაკომპლექტებულია უწყების ხელმძღვანელი პირ(ებ)ისგან, საფინანსო/საბიუჯეტო სამსახურისგან და პოლიტიკის განმახორციელებელი სტრუქტურული ერთეულ(ებ)ისგან.

400

რას ნიშნავს გენდერული თანასწორობა?

ადამიანის უფლებათა ნაწილი, რომელიც გულისხმობს ქალისა და კაცის თანაბარ უფლებებს, შესაძლებლობებს და თანასწორუფლებიან მონაწილეობას პირად და საზოგადოებრივი ცხოვრების ყველა სფეროში.

400

რას ნიშნავს გენდერული ინდიკატორი?

გენდერული განსხვავებულობების, დროთა განმავლობაში გენდერთან დაკავშირებული ცვლილებებისა და გენდერული თანასწორობის მიზნების მიღწევის პროგრესის მონიტორინგის საშუალებები.

500

რა განსხვავებაა თანასწორი შესაძლებლობები?

ქალისა და მამაკაცის უფლებებისა და თავისუფლებების თანასწორობის მიღწევის საშუალებებისა და პირობების სისტემა;

500

რას ნიშნავს გენდერულად ბრმა ბიუჯეტი?

გენდერული საზომების იგნორირება/არ გათვალისწინება კონკრეტულ სოციალურ, კულტურულ, ეკონომიკურსა და პოლიტიკურ კონტექსტში.

500

რას ნიშნავს გენდერული გავლენის შეფასება?

პროცესი, რომელიც გულისხმობს გენდერული კრიტერიუმების მიხედვით, არსებული სიტუაციისა და ტენდენციის შედარებასა და შეფასებას იმ მოსალოდნელ შედეგებთან, რომელსაც მივიღებთ რეკომენდირებული პოლიტიკის დანერგვის შედეგად.

500

როგორ ფიქრობთ, არსებობს ასეთი ფორმულირება? "ბიუჯეტი არ არის გენდერულად ნეიტრალური, მაგრამ შეიძლება იყოს გენდერულად ბრმა?"

დიახ არსებობს და ის საერთაშორისო სავალუტო ფონდს ეკუთვნის.

M
e
n
u