რა ფასად გაყიდა პინოქიომ ანბანი?
4 სოლდოდ
დაასრულე წინადადება: კითხვა ვინ? დაესმის....
მხოლოდ ადამიანის აღმნიშვნელ სიტყვებს.
საათზე პატარა ისარი 8-სთანაა, დიდი ისარი კი 12-თან. რომელი საათია? დაწერეთ ორგვარად.
8 საათი
20 საათი
რა ჰქვია ზღვისა და ოკეანის ყველაზე დაბალ ადგილს?
ფსკერი
რა ეწოდება 3 მუსიკოსისაგან შემდგარ ანსამბლს?
ტრიო
რა არის ნაზუქი?
რძესა და ერბოში მოზელილი ტკბილი პური
ეზოში ერთი შობასგადარჩენილი ინდაური დაგვიდის, სახელად ფუყა.
მოცემულ წინადადებაში რომელი სიტყვა აღნიშნავს საგნის მოქმედებას?
დაგვიდის
ორი კუპიურით და სამი მონეტით შეადგინე 34 ლარი.
20₾+10₾+2₾+1₾+1₾=34₾
რა ჰქვია ადგილს, სადაც მდინარე იწყება?
სათავე
ნემსის ნაწილია, ვაშლსაც აქვს, რა არის?
ყუნწი
რა არის საწნახელი?
ყურძნის საწური დიდი ჭურჭელი
მოცემულ წინადადებაში, რომელ სიტყვას დაესმის კითხვა როგორი?
მზე ანათებს და თოვლის ქვეშიდან ამღვრეული რუები გამოდიან.
ამღვრეული
თუ გუშინწინ იყო სამშაბათი, რა დღე იქნება ხვალ?
პარასკევი
რა ჰქვია ქარის მიმართულების დასადგენ ხელსაწყოს?
ფლუგერი
ანდაზის მიხედვით, რა სჯობს ,,სახელის გატეხას“?
სახელის გატეხას თავის გატეხა სჯობს.
ფეფოს აზრით, რატომ არ უნდა მოკიდო ხელი მერცხლის ბუდეს?
მერცხლის კვერცხივით დაიჭორფლები, თანაც მერცხლები სხვაგან გადასახლდებიან.
-ჭიავ, ჭიავ, მაპოვნინე, მე შენ დედას გაპოვნინებ!
მოცემულ ძახილის წინადადებაში რა არის გამოხატული?
ა) შეშფოთება; ბ)მოწოდება;
გ)თხოვნა; დ)გაოცება.
გ) თხოვნა
ლუკამ 31 წაბლი იპოვა, ლიკამ-15. ბავშვებმა ნაპოვნი წაბლის ნახევარი შეწვეს. რამდენი წაბლი შეუწვავთ ბავშვებს?
31+15=46 46-23=23
შეწვეს 23 წაბლი
სხეულის რომელი ნაწილები ეხმარება ფრინველს ფრენაში?
ნისკარტი, წაგრძელებული ტანი, ფრთები, კუდი.
რა ჰქვია ზღვის ყაჩაღს?
მეკობრე ან პირატი
გაიხსენე, რა არის იალკიალი?
ცაზე აქა-იქ მიმოფანტული ქათქათა ღრუბელი
ჩამოთვლილი სიტყვებიდან ამოიწერე მხოლოდ სულიერი:
ფუტკარი, ფოთოლი, ყვავილი, თაფლი, გოგონა, წიგნი, ჭიანჭველა, ჩანთა, მანქანა, მოსწავლე, მამალი, ვარდი.
ფუტკარი, გოგონა, ჭიანჭველა, მოსწავლე, მამალი.
დაასრულე წინადადება:
უცნობი მაკლები რომ ვიპოვოთ, ...
საკლებს უნდა გამოვაკლოთ სხვაობა.
როგორ აკეთებს ბუდეს ფრინველი ფეიქარა?
ფეიქარა ბუდეს ნისკარტისა და ფეხების დახმარებით გრძელი ბალახებისგან წნავს.
სალომეს ჰყავს 3 ძმა და 2 და. რამდენი ძმა და რამდენი და ჰყავს მის ძმას გიორგის?
სალომეს ძმას გიორგის ჰყავს 2 ძმა და 3 და.