რა განსხვავებაა ლიტერატურულსა და ხალხურ ზღაპარს შორის?
ლიტერატურულ ზღაპარს ჰყავს ერთი კონკრეტული ავტორი, ხალხური ზღაპარი თაობიდან თაობას ზეპირად გადაეცემა და მის ავტორად ხალხი ითვლება.
რამდენი ერთმანეთისგან განსხვავებული ციფრია საჭირო ქვემოთ მოცემული მაგალითის პასუხის ჩასაწერად?
846+497
სამი (1343)
რას ეწოდება ჰორიზონტი?
იმ ადგილს, სადაც ხმელეთის ზედაპირზე ჩვენი მზერა წყდება.
დაასახელე 3 დაწესებულება, სადაც შეიძლება განათლება მიიღო.
სკოლა, უნივერსიტეტი, მუზეუმი, თეატრი, ბიბლიოთეკა...
როგორი საკრავია როიალი?
კლავიშებიანი
ვინ იყო აკაკი წერეთლის ძიძა?
მანო სადუნიშვილი
ნატალიამ მაღაზიაში დახარჯა მთელი თვის თანხის ნახევარი. მას რომ დაეხარჯა 14 ლარი, დარჩებოდა 38 ლარი. რამდენი ლარი დარჩა ნატალის?
26 (14+38):2=26
ჩამოთვალე ჰორიზონტის ძირითადი მხარეები.
აღმოსავლეთი, დასავლეთი, ჩრდილოეთი, სამხრეთი.
განმარტე, რას ნიშნავს ,,დათვური სამსახური"
ისეთი დახმარების გაწევას, რომლის დროსაც ზიანს მეტს აყენებ, ვიდრე სარგებლობას.
რომელმა კომპოზიტორმა დაკარგა სმენა 28 წლის ასაკში?
ლუდვიგ ვან ბეთჰოვენმა
რომელი პოეტის ლექსი იცით 9 ძმა ხერხეულიძის გმირობის შესახებ?
ლადო ასათიანის
ყუთში ყრია წითელი, მწვანე და ლურჯი ბურთები. წითელი ბურთები მეტია, ვიდრე მწვანე და ლურჯი ბურთები ერთად. მწვანე ბურთები მეტია, ვიდრე ლურჯი ბურთები. რომელი ფერის ბურთებია მეტი - მწვანე თუ წითელი?
წითელი
რომელ ქვეყანას ეწოდება ამომავალი მზის ქვეყანა?
იაპონიას
შრომის რა და რა ტიპები არსებობს? დაასახელე შესაბამისი მაგალითები
ფიზიკური (მშენებელი, ტრაქტორისტი...) და გონებრივი (მასწავლებელი, მეცნიერი...)
რა არის სატელევიზიო გადაცემის მუსიკალური ქუდი?
გადაცემის შესავალი, რომლის მიხედვითაც ადვილად ვიგებთ, რომელი გადაცემა დაიწყო.
დაასახელეთ 3 ისეთი არსებითი სახელი, რომელთა ბრუნებისას მიცემით ბრუნვაში თავს იყრის ორი ,,ს".
თასს, ფასს, ხავსს...
სამმა მეგობარმა ჭადრაკი უნდა ითამეშოს. ირაკლი უნდა ეთამაშოს მაიას, შემდეგ ნინოს. ამ ორი თამაშის შემდეგ მაია უნდა ეთამაშოს ჯერ ირაკლის, შემდეგ ნინოს; ბოლოს ნინო უნდა ეთამაშოს ჯერ ირაკლის, შემდეგ მაიას. ვინ ითამაშებს ყველაზე მეტ პარტიას?
ყველა ითამაშებს ერთნაირი რაოდენობით
რას უწოდებენ ეკვატორს?
წარმოსახვით ხაზს, რომელიც შუაზე ჰყოფს დედამიწის ნახევარსფეროებს.
ვინ არის რეჟისორი?
სპექტაკლის დამდგმელი
რამდენი ოქტავისაგან შედგება კლავიკორდი?
2 ოქტავისაგან
ახსენი, რა დამოკიდებულებაა მრავლის აღმნიშვნელ სიტყვასა და არსებით სახელს შორის. მოიყვანე მაგალითი.
თუ არსებით სახელს მრავლის აღმნიშვნელი სიტყვა ახლავს, მაშინ თვითონ ეს არსებითი სახელი მხოლობით რიცხვში უნდა იყოს. მაგალითად: ბევრი ბავშვი, მრავალი წელი...
სკოლაში თითოეული გაკვეთილი 45 წუთს გრძელდება. რომელ საათზე დამთავრდება მეორე გაკვეთილი, თუ პირველი დაიწყო 9 საათსა და 5 წუთზე, ხოლო შესვენება პირველსა და მეორე გაკვეთილს შორის გრძელდებოდა 5 წუთს?
9 საათსა და 55 წუთზე
ყველაზე ძველი გლობუსი ვის მიერ არის დამზადებული და როდის?
მე-16 საუკუნეში, გერმანელი მარტინ ბეჰაიმის მიერ.
განმარტე, რას ნიშნავს პროფესია?
ცოდნისა და უნარ-ჩვევების ერთობლიობას, რაც საჭიროა გარკვეული სამუშაოს შესასრულებლად.
ვინ იყვნენ ვენის კლასიკური სკოლის წარმომადგენელი 3 უდიდესი მუსიკოსი?
ჰაიდნი, მოცარტი, ბეთჰოვენი