რატომ თვლიდნენ ბოლშევიკები ეკლესიასა და რელიგიას მიუღებლად სამოქალაქო ომის დროს?
ეკლესიამ მხარი თეთრებს დაუჭირა.
ბოლშევიკური ხედვით, რომელი ორი იდეოლოგია იყო ერთმანეთთან სრულიად შეუთავსებელი?
ეკლესიისა და ბოლშევიზმის იდეები.
რა ბედი ეწია ეკლესიებისა და მონასტრების საკუთრებაში არსებულ მიწებს 1917 წლის 27 ოქტომბრის დეკრეტით?
მიწები სახელმწიფოს გადაეცა.
1922 წლის 23 თებერვლის ბრძანებულების მიხედვით, რა ტიპის ნივთების ჩამორთმევა ხდებოდა ეკლესიებიდან?
ეკლესიის სიმდიდრის (ზარები, ხატები, ჯვრები) ჩამორთმევას.
განათლების საკითხებთან დაკავშირებით რა გადაწყვეტილება მიიღო სახალხო კომისართა საბჭომ 1918 წლის დეკრეტით?
სკოლები გამოეყო ეკლესიას
1918 წლის დეკრეტის მიხედვით როგორი იყო თითოეული მოქალაქის უფლება რელიგიასთან მიმართებაში?
შეეძლო ეწამა ნებისმიერი რელიგია ან არ ეწამა არცერთი
ლენინის აზრით, ვისთვის არ წარმოადგენდა რელიგია 'პირად საქმეს'?
კომუნისტური პარტიის წევრისთვის
ლევ ტროცკის ხედვით, რა იყო აუცილებელი საბჭოთა სახელმწიფოს წარმატებისთვის?
სამღვდელოების (ფეოდალური გადმონაშთების) არსებობის დასრულება
რა ერქვა 1920-იან წლებში შექმნილ მასობრივ ანტირელიგიურ ორგანიზაციას?
მებრძოლ უღმერთოთა კავშირი
დაახლოებით რამდენი წევრი ჰყავდა 'მებრძოლ უღმერთოთა კავშირს' მისი აქტიურობის პერიოდში?
5 500 000 წევრი
პროპაგანდისტული ლოზუნგის მიხედვით, რისი 'მუხრუჭი' იყო რელიგია საბჭოთა კავშირში?
ხუთწლედის (ეკონომიკური გეგმის)
მიუხედავად საბჭოთა პროპაგანდისა რა შედეგი აჩვენა 1937 წლის საყოველთაო გამოკითხვამ რელიგიის მიმართ მოსახლეობის დამოკიდებულების შესახებ?
მოსახლეობის 70% თავს მორწმუნედ მიიჩნევდა
როდის გაძლიერდა სსრკ-ში რეპრებიები რელიგიის მსახურთა მიმართ?
1937 წლის მარტში
რა ტიპის პროპაგანდისტულ საშუალებებს იყენებდა 'მებრძოლ უღმერთოთა კავშირი' (დაასახელეთ მინიმუმ 2)?
ბროშურები, კარიკატურები, პლაკატები, კინო ან თეატრი
რომელ წელს მიიღეს დეკრეტი სამოქალაქო ქორწინების შემოღების შესახებ?
917 წელს
რა ერქვა ბოლშევიკების მიერ წამოწყებულ კამპანიას, რომელიც პლაკატების და კარიკატურების საშუალებით რელიგიის წინააღმდეგ ბრძოლასთან ასოცირდებოდა?
კულტურული რევოლუცია
პროპაგანდისტული ლოზუნგების მიხედვით, რატომ უნდა ჩამოაშორონ ეკლესიას ბავშვები?
რელიგია შხამია
რა იყო ბოლშევიკების მიერ ეკლესიის მიუღებლობის ერთ-ერთი სოციალური მიზეზი?
ეკლესიის წარმოადგენდა ძველ, შუა საუკუნეების ტიპის საზოგადოებრივ ინსტიტუტს
რომელი იდეოლოგიის 'ანბანად' მიიჩნევდა ლენინი რელიგიასთან ბრძოლას?
მარქსიზმის
რა პირობით იყო დაშვებული რელიგიური რიტუალების შესრულება 1918 წლის დეკრეტის მიხედვით?
თუ ისინი არ არღვევდნენ საზოგადოებრივ წესრიგს
რასთან ბრძოლას უტოლდებოდა რელიგიის წინააღმდეგ ბრძოლა საბჭოთა პროპაგანდით?
სოციალიზმისთვის ბრძოლას.
როგორ მოიქცა საბჭოთა მთავრობა 1937 წლის გამოკითხვის შედეგების გაგების შემდეგ?
შედეგები დაამალა და ეკლესიაზე საბოლოო იერიში გადაწყვიტა.
საბჭოთა პროპაგანდის მიხედვით, რომელი რელიგია ვნებდა სოციალიზმის მშენებლობას?
ყველა რელიგია ერთნაირად ვნებდა.
რა ეწოდებოდა პროცესს, რომლის ფარგლებშიც პლაკატებზე გამოსახული იყო ტრაქტორი, რომელიც რელიგიურ ფიგურებს „ანადგურებდა“?
კულტურული რევოლუცია.
რა საშუალებით ხდებოდა მოსახლეობის სხვადასხვა ფენებზე ანტირელიგიური ზემოქმედება?
პლაკატებით, კარიკატურებით, ბროშურებით