ისტორია
საქართველოს ისტორია
ხელოვნება
მეცნიერება
ზოგადი
100

რომელმა უძველესმა ცივილიზაციამ ააგო დიდი პირამიდები თავისი ფარაონების სამარხებად?

ეგვიპტე

100

1121 წელს ქართველთა ლაშქარმა დავით აღმაშენებლის მეთაურობით რომელ ცნობილ ბრძოლაში დაამარცხა თურქ-სელჩუკთა კოალიციური არმია?

დიდგორი

100

რომელ მიმდინარეობას მიეკუთვნება პაბლო პიკასოსა და ჟორჟ ბრაკის მიერ შექმნილი სტილი, რომელიც ობიექტებს გეომეტრიულ ფორმებად დაშლიდა?

კუბიზმი

100

რა ჰქვია ატომის ბირთვში არსებულ იმ ნაწილაკს, რომელსაც არ გააჩნია ელექტრული მუხტი?

ნეიტრონი

100

რომელ არქიპელაგზე დაკვირვებამ შთააგონა ჩარლზ დარვინს ევოლუციის თეორიის ჩამოყალიბება?

გალაპაგოსის კუნძულებზე

200

რომელმა ფრანგმა სამხედრო ლიდერმა და იმპერატორმა განიცადა საბოლოო დამარცხება 1815 წელს ვატერლოოს ბრძოლაში?

ნაპოლეონი

200

რომელმა ქართველმა მწერალმა, საზოგადო მოღვაწემ და "თერგდალეულთა" ლიდერმა უხელმძღვანელა XIX საუკუნის II ნახევარში ეროვნულ-განმათავისუფლებელ მოძრაობას საქართველოში?

ილია ჭავჭავაძემ

200

რომელმა აღორძინების ხანის ოსტატმა მოხატა სიქსტეს კაპელის ჭერი, მათ შორის ფრესკა "ადამის შექმნა"?

მიქელანჯელო

200

რომელი ფიზიკური მუდმივა აღინიშნება c ასოთი ფარდობითობის თეორიასა და ელექტროდინამიკაში?

სინათლის სიჩქარე ვაკუუმში

200

რომელ წელს დაიშალა საბჭოთა კავშირი (სსრკ) ოფიციალურად?

1991

300

რომელმა საზავო ხელშეკრულებამ დაასრულა ოფიციალურად პირველი მსოფლიო ომი 1919 წელს?

ვერსალის საზავო ხელშეკრულებამ

300

რომელ წელს გამოცხადდა საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დამოუკიდებლობა ნოე ჟორდანიას მთავრობის მიერ?

1918

300

რომელი ქართველი მხატვარია ცნობილი თავისი თვითნასწავლი "ნაივური" სტილით, მუქ ზეთზე შესრულებული ნამუშევრებითა და კინტოს/ყარაჩოხელის პორტრეტებით?

ფიროსმანი

300

რომელი ორგანელა ითვლება უჯრედის "ელექტროსადგურად", სადაც ატფ-ის (ATP) სინთეზი მიმდინარეობს?

მიტოქონდრია

300

რომელი ქიმიური ელემენტია ყველაზე გავრცელებული დედამიწის ატმოსფეროში?

აზოტი N2

400

ბრიტანეთის იმპერიის წინააღმდეგ მიმართული "მარილის მარში" (Salt March) 1930 წელს ინდოეთის რომელმა სულიერმა და პოლიტიკურმა ლიდერმა წამოიწყო?

მაჰათმა განდიმ

400

1625 წელს გამართულ რომელ ბრძოლაში დაამარცხა გიორგი სააკაძის მეთაურობით აჯანყებულმა ქართველთა ლაშქარმა ირანის (სეფევიანთა) არმია?

მარტყოფის

400

რომელ სურრეალისტ მხატვარს ეკუთვნის ცნობილი ტილო "მეხსიერების მდგრადობა" (დნობადი საათების გამოსახულებით)?

სალვადორ დალის

400

ქიმიურ ელემენტთა პერიოდულ სისტემაში (მენდელეევის ტაბულაში) რომელია ყველაზე მაღალი ელექტროუარყოფითობის მქონე ელემენტი?

F ფთორი
400

რომელია ერთადერთი ძუძუმწოვარი, რომელსაც ნამდვილი (აქტიური) ფრენა შეუძლია და არა უბრალოდ ჰაერში ლივლივი?

ღამურა

500

რომელმა ფრანგმა განმანათლებელმა და ფილოსოფოსმა ჩამოაყალიბა ხელისუფლების სამ შტოდ (საკანონმდებლო, აღმასრულებელი, სასამართლო) დაყოფის პრინციპი თავის თხზულებაში "კანონთა გონი"?

შარლ ლუი მონტესკიემ

500

1226 წელს რომელმა ხვარაზმშაჰმა აიღო თბილისი, რამაც მძიმე დარტყმა მიაყენა საქართველოს სამეფოს "ოქროს ხანის" შემდგომ პერიოდში?

ჯალალ ედ-დინმა (ჯალალედინმა)

500

ლეონარდო და ვინჩის მიერ დამკვიდრებული რომელი აღორძინების ხანის მხატვრული ტექნიკა (იტალიურად "კვამლივით გაქრობა") გულისხმობს ფერებისა და ტონების იმგვარ რბილ, უხილავ გადასვლას, რომ კონტურები თითქმის შეუმჩნეველი ხდება (მაგალითად, მონა ლიზას ღიმილის გარშემო)?

სფუმატო

500

ტერმოდინამიკის მეორე კანონის თანახმად, ჩაკეტილ სისტემაში რომელი სიდიდე (უწესრიგობის საზომი) იზრდება ყოველთვის დროთა განმავლობაში?

ენტროპია

500

რომელ საერთაშორისო ხელშეკრულებას მოეწერა ხელი 1959 წელს, რომელმაც მთელი კონტინენტი გამოაცხადა სამეცნიერო ნაკრძალად და აკრძალა იქ ყოველგვარი სამხედრო საქმიანობა?

ანტარქტიდის ხელშეკრულება

M
e
n
u