რას ეწოდება წინადადება?
სიტყვას ან სიტყვათა ჯგუფს, რომელიც დასრულებულ აზრს გამოხატავს, წინადადება ეწოდება.
რამდენი გვერდი და წვერო აქვს სამკუთხედს?
სამკუთხედს აქვს სამი გვერდი და სამი წვერო.
წელიწადის რამდენი დრო გვაქვს? და რომლებია ისინი?
გვაქვს 4 დრო: გაზაფხული, ზაფხული, შემოდგომა, ზამთარი.
რა ფერს მივიღებთ თუ ერთმანეთში შევურევთ ლურჯსა და ყვითელს?
მივიღებთ მწვანე ფერს.
რა ჰქვია ინსტრუმენტს, რომელსაც კლავიშები აქვს?
ამ ინსტრუმენტს პიანინო ჰქვია.
რამდენნაირი წინადადება ვსიწავლეთ? ჩამოთვალეთ ისინი?
წინადადება სამნაირია: თხრობითი, კითხვითი, ძახილის.
რამედნია 20-15
20-15=5
კვირაში რამდენი დღეა?
კვირაში 7 დღეა.
რა ფერები ჭარბობს შემოდგომაზე?
შემოდგომაზე ჭარბობს ყვითელი და ნარინჯისფერი.
რა ჰქვია ადამიანს ვინს მუსიკას წერს?
ასეთ ადამიანს მუსიკოსი ჰქვია.
რომელ სახელებს დაესმის ვინ და რა კითხვა? და როგორ გავარჩიოთ სულიერი და უსულო სახელები?
ვინ დაესმის მხოლოდ ადამიანის სახელს/სულიერს, რა- ადამიანის გარდა ყველა უსულოსა და სულიერს.
რამდენია 5+7-5
5+7-5=7
რამდენი თვე აქვს თითოეულ წელიწადის დროს?
თითოეულ წელიწადის დროს აქვს სამი თვე.
რა ფერებს გამოიყენებ თუ პინგვინს დახატავ?
გამოვიყენებ შავს, თეთრს, ნარინჯისფერს.
რა ჰქვია ადამიანს ვინს ორკესტრს ხელმძღვანელობს?
ასეთ ადამიანს დირიჟორი ჰქვია.
გადაიყვანე მრავლობით რიცხვში: პეპელა, სკოლა, რვეული.
პეპლები, სკოლები, რვეულები.
შესაკრებთა გადანაცვლებით...?
შესაკრებთა გადანაცვლებით ჯამი არ იცვლება.
ზაფხულის თვეებია...
ივნისი, ივლისი, აგვისტო.
რა ფერი უნდა გამოვიყენოთ ყაყაჩოს დახატვისას?
შავი და წითელი.
რა ჰქვია ცეკვას, რომლის დროსაც ხშირად გოგოებს მოკლე ქოლგასავით გაშლილი კაბები აცვიათ?
ასეთ ცეკვას ბალეტი ჰქვია.
დაასახელე საპირისპირო სიტყვები: დღე, კარგი, მაღალი, გემრიელი.
ღამე, ცუდი, დაბალი, უგემური.
ნინიკოს 6 დიდი და 10 პატარა ბუშტი აქვს. რამდენი ბუშტი აქვს სულ ნინიკოს?
ნინიკოს აქვს 16 ბუშტი
6+10=16
ჩამოთვალე ზამთრის თვეები?
დეკემბერი, იანვარი, თებერვალი.
რა ფერს ვიყენებთ ხოლმე როდესაც ცას ვხატავთ?
ცისფერსა და ლურჯს.
რა ჰქვია მუსიკალურ საკრავს, რომელსაც სამი სიმი აქვს?
ასეთ მუსიკალურ საკრავს ჩონგური ჰქვია.