კედლის შესაღებად იყიდეს 5 ქილა საღებავი. თითოეულ ქილაში 2 ლიტრი საღებავია. რამდენი ლიტრი საღებავი იყიდეს სულ?
ა) 5
ბ) 8
გ) 10
გ)10
დედამ 24 კანფეტი თავის 3 შვილს თანაბრად გაუყო. რამდენი კანფეტი შეხვდა თითოეულ შვილს?
ა) 8
ბ) 21
გ) 72
ა) 8
რამდენი გვეკუთვნის ხურდა, თუ მოლარეს მივეცით ორმოცდაათლარიანი, რომლითაც გვინდა შევიძინოთ ორი რვალარიანი წიგნი და ოთხი ხუთლარიანი ბლოკნოტი?
ა) 14 ლარი
ბ) 24 ლარი
გ)25 ლარი
ა) 14 ლარი
ლიკას 24 ლარი აქვს. ნინოს და მაკას ერთნაირი რაოდენობის თანხა აქვთ და ორივეს ერთად 6 ლარით ნაკლები, ვიდრე ლიკას. რამდენი ლარი აქვს მაკას?
ა) 6
ბ) 8
გ) 9
გ) 9
ლუკამ მაღაზიაში 12 ლარი დახარჯა და დარჩა 18 ლარი. რამდენი ლარი დარჩებოდა ლუკას ფულის ნახევარი რომ დაეხარჯა?
ა) 10
ბ) 15
გ) 9
ბ) 15
საკლასო ოთახში მაგიდები 3 რიგადაა დაწყობილი. თითოეულ რიგში 8 მაგიდა დგას. რამდენი მაგიდაა ამ საკლასო ოთახში?
ა) 11
ბ) 24
გ) 18
ბ) 24
გიგამ 18 კურდღელი გალიებში თანაბრად უნდა გაანაწილოს ისე, რომ თითოეულ გალიაში სამ-სამი კურდღელი იყოს. რამდენი გალია დასჭირდება გიგას?
ა) 21
ბ) 6
გ) 15
ბ) 6
რამდენი გვეკუთვნის ხურდა, თუ მოლარეს მივეციტ ასლარიანი, რომლითაც უნდა შევიძინოთ ორი ოცდაორლარიანი ბურთი და ერთი ოცდაექვსლარიანი მაისური?
ა) 20 ლარი
ბ) 30 ლარი
გ) 32 ლარი
ბ) 30 ლარი
24 ლარის ღირებულების ხაჭაპური ოთხ ტოლ ნაწილად დაჭრეს, 18 ლარის ღირებულების ლობიანი კი-3 ტოლ ნაჭრად. რომელი უფრო ძვირია ხაჭაპურის ერთი ნაჭერი, თუ ლობიანის ერთი ნაჭერი?
ა) ხაწაპურის
ბ) ლობიანის
გ) ფასები ტოლია
გ) ფასები ტოლია
ნიკომ გამოთვალა, რომ თუ თუ ის შეიძენდა ოთხ ცალ ოცდახუთთეთრიან ფანქარს, მისი თანხა განახევრდებოდა. რა თანხა აქვს ნიკოს?
ა) 1 ლარი
ბ) 150 თეთრი
გ) 2 ლარი
გ) 2 ლარი
მათემ ქვები ოთხ რიგად დააწყო. თითოეულ რიგში 5 ქვაა. სულ რამდენი ქვა დააწყო რიგებად მათემ?
ა) 16
ბ) 20
გ) 22
ბ) 20
ერთი კილოგრამი შაქარი 3 ლარი ღირს. კარაქი კი 7-ჯერ ძვირია შაქარზე. რამდენი ლარით იაფია 1 კგ შაქარი 1 კგ კარაქზე?
ა) 21 ლარით
ბ) 18 ლარით
გ) 4 ლარით
ბ) 18 ლარით
დიტომ გამყიდველს ორი ორმოცდაათლარიანი მისცა. რამდენი ლარი ეკუთვნის ხურდა, თუ დიტომ შეიძინა სამი ოცლარიანი ბურთი და ოცდახუთლარიანი ბოტასი?
ა) 10
ბ) 15
გ) 20
ბ) 15
60 ლარად შეიძლება ექვსი კილოგრამი ხაჭოს ან ოთხი კილოგრამი კარაქის ყიდვა. რომელი უფრო ძვირია, ორი კილოგრამი კარაქი თუ სამი კილოგრამი ხაჭო?
ა) კარაქი
ბ) ხაჭო
გ) ფასები ტოლია
გ) ფასები ტოლია
სამი ერთნაირი საშლელი ერთად 90 თეთრი ღირდა. ფასდაკლების შემდეგ თითოეული საშლელის ფასი განახევრდა. რამდენი უნდა გადავიხადოთ ოთხ ცალ ასეთ საშლელში ახლა?
ა) 60 თეთრი
ბ) 30 თეთრი
გ) 80 თეთრი
ა) 60 თეთრი
2 მეტრი ქსოვილისაგან მკერავი ერთ შარვალს კერავს. რამდენი მეტრი ქსოვილი დასწირდება 9 შარვლის შეკერვას?
ა) 9 მ
ბ) 15 მ
გ) 18 მ
გ) 18 მ
ნესვი 3 კგ-ს იწონის, საზამთრო კი 5-ჯერ მძიმეა ნესვზე. რამდენი კგ-ით მსუბუქია ნესვი საზამთროზე?
ა) 9 კგ-ით
ბ) 15 კგ-ით
გ) 12 კგ-ით
გ) 12 კგ-ით
რამდენი გვეკუთვნის ხურდა, თუ მოლარეს მივეცით ერთი ორმოცდაათლარიანი და ორი ოცლარიანი. ამ თანხით გვინდა შევიძინოთ ორი ორმოცდაათლარიანი ბურთი და ერთი ოცდახუთლარიანი მაისური?
ა) 5 ლარი
ბ) 10 ლარი
გ) 15 ლარი
ა) 5 ლარი
სამი ბურთი 90 ლარი ღირს. 2 ბურთსა და ერტ ბოტასში ლუკამ 140 ლარი გადაიხადა. რამდენი ლარი ღირდა ბოტასი?
ა) 50
ბ) 60
გ) 80
გ) 80
ორშაბათს და სამსაბათს ჯამში მიხომ 50 ლარი დახარჯა, რაც მთელი კვირისთვის გათვალისწინებული თანხის ნახევარს შეადგენდა. ამიტომ კვირის დანარჩენ დღეებში მან შეამცირა დანახარჯი და ყოველდღიურად ერთი და იმავე რაოდენობის თანხას ხარჯავდა. რამდენი ლარი დახარჯა მიხომ ოთხშაბათს?
ა) 5 ლარი
ბ) 10 ლარი
გ) 20 ლარი
ბ) 10 ლარი
დედამიწაზე ყველაზე მაღალი მთა არის ევერესტი. რომელი მთა იყო ყველაზე მაღალი დედამიწაზე სანამ ევერესტს აღმოაჩენდნენ?
ევერესტი
ელექტრომატარებელი აღმოსავლეთით მიდის. რა მიმართულებით მიდის ამ დროს ბოლი?
ელექტრო მატარებელს ბოლი არ აქვს
რა გადის ქალაქებზე და მინდვრებზე, მაგრამ არასოდეს არ მოძრაობს?
გზა
ბიჭი და ექიმი ჭადრაკს თამაშობენ. ბიჭი ექიმის შვილია, მაგრამ ექიმი არ არის მისი მამა. როგორ შეიძლება ეს მომხდარიყო?
ბიჭი ჭადრაკს ეთამაშება სხვა ექიმს
ის ვინც მარიმ სარკეში დაინახა მამამისის ერდადერთი შვილია. ვინ დაინახა მარიმ სარკეში?
თავისი თავი