1. რა ასაკში შეიძლება დაეკისროს არასრულწლოვანს სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა?
ა) 10 წლიდან;
ბ) 12 წლიდან;
გ) 14 წლიდან;
დ) 16 წლიდან.
1. რომელი შემთხვევა გამოიწვევს სამოქალაქო პასუხისმგებლობას?
ა) 17 წლის პირის მიერ ავტომანქანის ტარებისას სხვა მანქანასთან შეჯაახება;
ბ) 17 წლის პირის მიერ კომპიუტერული ტექსნიკის მაღაზიაში ძვირადღირებული ნივთის მოპარვა;
გ) 17 წლის პირის მიერ ფიზიკური დაპირისპირების პროვოცირება;
დ) 17 წლის პირის მიერ სკოლის გაცდენის შემდეგ კანონის დარღვევა.
1. რა ასაკიდან არის დაშვებული ქორწინება?
ა)14 წლის ასაკიდან, სასამართლო გადაწყვეტილების საფუძველზე;
ბ) 14 წლის ასაკიდან, კანონიერი წარმომადგენლის თანხმობით;
გ) 16 წლიდან;
დ) 18 წლიდან.
1. 15 წლის არასრულწლოვანთან შრომითი ხელშეკრულების გაფორმება დასაშვებია თუ:
ა) კანონიერი წარმომადგენელი თანხმობას აცხადებს;
ბ) სამუშაო არ ეწინააღმდეგება არასრულწლოვანის ინტერესებს, ზიანს არ აყენებს მის ზნეობრივ, ფიზიკურ და გონებრივ განვითარებას;
გ) არ უზღუდავს არასრულწლოვანს სავალდებულო დაწყებითი და საბაზო განათლების მიღების უფლებასა და შესაძლებლობას;
დ) ყველა ზემოთ ჩამოთვლილი.
1. რა ასაკიდან შეიძლება ალკოჰოლის მიღება?
ა)12 წლიდან;
ბ)14 წლიდან;
გ)17 წლიდან;
დ)18 წლიდან.
2. არასრულწლოვანი ბრალდებულის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით შეიძლება გამოყენებულ იქნეს:
ა) მეთვალყურეობაში გადაცემა;
ბ) შეთანხმება გაუსვლელობისა და სათანადო ქცევის შესახებ;
გ) პატიმრობა;
დ) ყველა ზემოთ ჩამოთვლილი.
2. რა ტიპის პასუხისმგებლობა შეიძლება დაეკისროს არასრულწლოვანის კანონიერ წარმომადგენელს სამოქალაქო სამართალწარმოების ფარგლებში?
ა) პატიმრობა;
ბ) ჯარიმა;
გ) ზიანის ანაზღაურების დაკისრება;
დ) მათ არ ეკისრებათ პასუხისმგებლობა.
2 . მემკვიდრედ ყოფნის უფლება წარმოიშობა:
ა) ჩასახვისას;
ბ) დაბადებისას;
გ) ჩასახვისას, თუმცა მემკვიდრეობის მიღება დამოკიდებულია დაბადებაზე;
დ) არც ერთი ზემოთ ჩამოთვლილი.
2. სანდრო 12 წლის ასაკში თავის თანატოლებში საუკეთესო ბომბარდირი გახდა და გუნდს ჩემპიონატი მოაგებინა, მისი შესანიშნავი თამაში ყურადღების გარეშე არ დარჩენილა და მან მიიღო შეთავაზება „ბარსელონას“ გუნდში გადასვლაზე, მშობლებს აინტერესებთ არის თუ არა შესაძლებელი შრომითი ხელშეკრულების გაფორმება ბარსელონასთან.
ა)შეიძლება, მხოლოდ კანონიერი წარმომადგენლების თანხმობაც საკმარისია;
ბ)არ შეიძლება რადგან სანდრო 14 წელს მიუღწეველია;
გ) შეიძლება, მშობლების თანხმობის საფუძველზე, თუ სანდრო შეძლებს განათლების მიღების დასრულებას;
დ)სპორტის სფეროში შრომითი ხელშეკრულების გაფორმება დაუშვებელია 16 წლამდე ასაკის მიღწევამდე.
2. საგანმანათლებლო დაწესებულებაში რა შეიძლება გამოყენებულ იქნეს დისციპლინურ ზომად?
ა) ფიზიკური დასჯა;
ბ) კლასის წინაშე დამცირება;
გ) ფსიქოლოგიური ზეწოლა;
დ) არც ერთი ზემოთ ჩამოთვლილი.
3. რა ფაქტორები გაითვალისწინება არასრულწლოვანის მიმართ გადაწყვეტილების მიღებისას?
ა) განვითარების დონე;
ბ) ცხოვრების, აღზრდისა და განვითარების პირობები;
გ) ოჯახური ვითარება;
დ) ყველა ზემოთ ჩამოთვლილი.
3. რა შემთხვევაში შეიძლება არ დაეკისროს არასრულწლოვანს პასუხისმგებლობა სხივის ნივთის დაზიანებისთვის?
ა) თუ კარგად დაასაბუთებს მისი ქმედების მიზეზებს;
ბ) თუ არასრულწლოვანი ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ იყო;
გ) არასრულწლოვანის მშობლები სათანადოდ ვერ ახდენდნენ მეთვალყურეობას მასზე;
დ) ზიანის მიყენებისას არასრულწლოვანს არ შეეძლო თავისი მოქმედების მნიშვნელობა გაეგო.
3. 10 წლის ან 10 წელზე მეტი ასაკის ბავშვი შვილად აყვანას ექვემდებარება, თუ:
ა) ბავშვი მშვილებლის ოჯახში განაცხადებს შვილად აყვანაზე თანხმობას;
ბ) შვილად ასაყვანის თანხმობის გარეშე, როდესაც თუ შვილად აყვანის შესახებ განცხადების წარდგენამდე ბავშვი მშვილებლის ოჯახში ცხოვრობდა და მშვილებელს თავის მშობლად მიიჩნევდა.
გ) შვილად ასაყვანის თანხმობის გარეშე;
დ) არც ერთი ზემოთ ჩამოთვლილი.
3. თქვენს მეგობარს, რომელიც არ არის 18 წელს მიღწეული შეთავაზეს ავერსში მოლარე-კონსულტანტის პოზიციაზე დასაქმება, რა შემთხვევაში შეძლებს ამ პოზიციაზე დასაქმებას?
ა) თუ მშობლის თანხმობა ექნება;
ბ) მშობლის თანხმობის საფუძველზე თუ ნახევარ განაკვეთზე იმუშავებს;
გ) ვერ შეძლებს ავერსში მოლარე-კონსულტანტის პოზიციაზე დასაქმებას;
დ) არ არის მშობლის ნებართვა საჭირო, საკმარისია ისეთი გრაფიკი, რომელიც მას ხელს არ შეუშლის განათლების მიღებაში და არ ეწინააღმდეგება მის ინტერესებს.
3. რა შეუძლია მოიმოქმედოს არასრულწლოვანმა, როდესაც იგი თვლის რომ სკოლაში უსამართლოდ ექცევიან?
ა) სკოლას წარუდგინოს საჩივარი;
ბ) ფიზიკურ დაუპირისპირდეს მასწავლებელს;
გ) არ აქვს უფლება დააფიქსირს პოზიცია;
დ) არ დაესწროს გაკვეთილებს.
4. არასრულწლოვანი ბრალდებული/მსჯავრდებულის მუშაობა დასაშვები:
ა) განათლების მიღების სანაცვლოდ;
ბ) ანაზღაურების მიღების გარეშე;
გ) სწავლის პარალელურად, თუმცა სწავლისა და მუშაობის დრო არ უნდა აღემატებოდეს დღეში 10 საათს;
დ) თუ სამუშაო ხელს შეუწყობს გათავისუფლების შემდეგ მის პროფესიულ მომზადებას და დასაქმებას.
4. თუ 5 წლის არასრულწლოვანმა გატეხა მეზობლის ფანჯარა, ვის ეკისრება პასუხისმგებლობა ფანჯრის შეკეთებაზე?
ა) არასრულწლოვანის კანონიერმა წარმომადგენელს;
ბ) არავის;
გ) თავად არასრულწლოვანს;
დ) არასრულწლოვანსა და მის კანონიერ წარმომადგელეს.
4. შვილების რჩენასთან დაკავშირებით რა ვალდებულებები გააჩნიათ მშობლებს?
ა) არასრულწლოვანი შვილების რჩენის ვალდებულება;
ბ) სრულწლოვანი შრომისუუნარო შვილების, რომლებიც დახმარებას საჭიროებენ, რჩენის ვალდებულება;
გ) რჩენის ვალდებულება დამოკიდებულია მშობლის ფინანსურ მდგომარეობაზე;
დ) სწორია "ა" და "ბ" პასუხი.
4. 16 წლიდან 18 წლამდე არასრულწლოვანის სამუშაო დროის ხანგრძლივობა არ უნდა აღემატებოდეს:
ა) კვირაში 36 საათს და სამუშაო დღის განმავლობაში 6 საათს;
ბ) კვირაში 30 საათს და სამუშაო დღის განმავლობაში 5 საათს;
გ) კვირაში 42 საათს და სამუშაო დღის განმავლობაში 7 საათს;
დ) კვირაში 30 საათს და სამუშაო დღის განმავლობაში 6 საათს.
4. ჩამოთვლილთაგან რომელია სწორი განათლების უფლებასთან დაკავშირებით?
ა) ბავშვს აქვს ხარისხიანი განათლების მიღების უფლება;
ბ) სახელმწიფო ვალდებულია უზრუნველყოს განათლებაზე ხელმისაწვდომობა;
გ) საგანმანათლებლო დაწესებულებაში გადაწყვეტილების მიღებისას აუცილებელია ბავშვის უშუალო მონაწილეობა;
დ) ყველა ზემოთ ჩამოთვლილი.
5. ჩამოთვლითაგან რომელი არის სწორი?
ა) კანონთან კონფლიქტში მყოფ არასრულწლოვანს უფლება არ აქვს კანონიერი წარმომადგენლის მეშვეობით მიიღოს მონაწილეობა არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების პროცესში, რადგან იგი უშუალოდ უნდა იყოს ჩართული;
ბ) ასრულწლოვანი ბრალდებულს, რომლის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით გამოყენებულია პატიმრობა, არ აქვს უფლება ინფორმაციის გავრცელებასა და მიღებაზე, რათა თავიდან იქნეს არიდებული მოწმეებზე ზეგავლენა;
გ) არასრულწლოვნის ნასამართლობისა და ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის შესახებ ინფორმაცია საჯარო არ არის;
დ) სასამართლოს გადატვირთულობის გათვალისწინებით დასაშვებია არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების პროცესის გაჭიანურება.
5. თუ 14 წლის არასრულწლოვანმა საჯარო სკოლის ტერიტორიაზე დააზიანა უცხო პირის მანქანა, ვინ არის ფინანსურად პასუხისმგებელი ზიანის ანაზღაურებაზე?
ა) თავად არასრულწლოვანი;
ბ) არასრულწლოვანის კანონიერი წარმომადგენელი;
გ) სკოლა;
დ) არასრულწლოვანი, ხოლო საკმარისი ქონების არარსებობის შემთხვევაში მისი კანონიერი წარმომადგელი.
5. მონიშნეთ სწორი პასუხი:
ა) 16 წლის არასრულწლოვანს შეუძლია განკარგოს მისთვის მშობლის მიერ გადაცემული თანხა (40 ლარი);
ბ) 16 წლის არასრულწლოვანს შეუძლია მშობლების თანხმობით გაყიდოს 1200 ლარის ღირებულების მობილური ტელეფონი;
გ) არასრულწლოვანის უძრავი ქონების გაყიდვა შესაძლებელია მშობლების მიერ თუ თანხა საჭიროა ბავშვის ჯანმრთელობის ხარჯების დასაფარად;
დ) ქმედუნარიანობის შეზღუდვა დაიშვება გარიგებით.
5. 14 წლიდან 16 წლამდე არასრულწლოვანის სამუშაო დროის ხანგრძლივობა არ უნდა აღემატებოდეს:
ა) კვირაში 25 საათს და სამუშაო დღის განმავლობაში 5 საათს;
ბ) კვირაში 24 საათს და სამუშაო დღის განმავლობაში 4 საათს;
გ) კვირაში 20 საათს და სამუშაო დღის განმავლობაში 4 საათს;
დ) კვირაში 24 საათს და სამუშაო დღის განმავლობაში 6 საათს.
5. მონიშნეთ სწორი პასუხი მასობრივ გასართობ საცეკვაო ცენტრში ბავშვის დაშვებასთან დაკავშირებით:
ა) ბავშვი მასობრივ გასართობ საცეკვაო ცენტრში (ღამის კლუბში) არ დაიშვება;
ბ) საგამონაკლისოდ შესაძლოა დაიშვას, როდესაც საცეკვაო ღონისძიებას კულტურული შინაარსი აქვს და იგი საგანმანათლებლო დაწესებულებასთანაა შეთანხმებული.
გ) საგამონაკლისო შემთხვევის დროს, კანონით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულების მიზნით პრევენციულ ღონისძიებებს და შესაბამის სამართალდარღვევაზე რეაგირების ღონისძიებებს ახორციელებს ბავშვის დაცვისა და მხარდაჭერის მუნიციპალური სამსახური;
დ) ყველა ზემოთ ჩამოთვლილი.