რამდენიმე წლის წინ მოსკოვის ერთერთი გიმნაზიის მასწავლებელმა ერთ კლასში ჩაატარა გამოკითხვა. დასმული იყო ერთი შეკითხვა. 23-მა მოსწავლემ უპასუხა „არ ვიცი“. არასწორ პასუხებს შორის აგრეთვე იყო: იოსელიანი, ბერია, დავითაშვილი, ბესარიონოვიჩი. მხოლოდ 12მა მოსწავლემ უპასუხა სწორად. ერთი წუთის შემდეგ ამ შეკითხვას გაეცით პასუხი თქვენც.
ჯუღაშვილი
ლეგენდა
სთქვეს ერთხელ სამთა ანგელოსთა,როგორ დავბადოთ
კაცი, ყველაზე ბედნიერი და უბედურიც
რა დავაწყევლოთ,ან ისეთი რა დავანათლოთ,
ათასჯერ ბედის სთქვას მადლობაც და საყვედურიც?!
პირველად თეთრმა ანგელოსმა წარსდგა ნაბიჯი,
დავბადოთ კაცი მდიდარიო,მაგრამ მახინჯი...
წითელმა--ის სჯობს ყრმა ოცნებებს ნუღარ მიეცეს,
ულამაზესი იყოს,მაგრამ უღარიბესიც...
ბოლოს კი შავი ანგელოზი წამოიმართა
და შავი სიტყვა განუცხადა ცათა ბინადართ:
"სასჯელი გინდათ?მაშინ დიდი კაცი დავბადოთ,
სახელ-დიდებით შესწვდებოდეს ცათა კაბადონს,
ოღონდ დავბადოთ სულთა მედროშე.
უთუოდ მგოსნად და უთუოდ საქართველოში."
იმ ღამეს ჭყვიშთან ვერ დიოდა წყნარად რიონი,
თურმე,იმ ღამეს დაიბადა
გალაკტიონი
2021 წელს გამოქვეყნებულ სტატიაში ვახტანგ ჯავახაძე წერს : ბოლო პერიოდში აღმოვაჩინე , თუ რა ლამაზი თვალები ჰქონიათ ქართველ ქალებსო . რა დაეხმარა ვახტანგ ჯავახაძეს ამ აღმოჩენაში
პირბადე
გოგლა ფირცხალავას შარჟი : დამისახელეთ კარიკატურაზე გამოსახული ქალი
პასუხი - ნონა გაფრინდაშვილი
გადამითარგმნეთ ესპანურიდან ოქროსგან დამზადებული
el dorado
კრიტიკოსი მიხაილ იდოვი წერს, რომ ამ ცნობილი ლიტერატურული ნაწარმოების ერთ-ერთი თარგმანი იმდენად სუსტია, რომ მხოლოდ გაუწონასწორებელ მკითხველს თუ შთააგონებს... და ისიც ლუდსახარშის გაძარცვას თუ უბიძგებს, სხვა არაფერს. დაასახელეთ ეს ნაწარმოები.
თამაში ჭვავის ყანაში
როდესაც თალიბებმა ქაბული აიღეს, მათ მოსახლეობაში დაიწყეს შარიათის წესების გატარება და ისლამური შესახედაობის დანერგვა. ქალებს ამისთვის მიეცათ ერთი დღე, კაცებს კი - 15. რატომ მიეცათ კაცებს მეტი დრო?
რათა მათ წვერი მოეშვათ
აკაკი წერეთელი სახელმწიფო სათათბირო არჩევნებში იმერეთის ერთ მაზრაში იყრიდა კენჭს . კონკურენტმა პარტიამ აკაკის საწინააღმდეგო კამპანია წამოიწყო - რამაც აკაკი შეაწუხა და თქვა - მოდი და გაუგე ამ მაზრას ზოგჯერ ხალხი პატივს მცემს ეხლა კი გამაშავეს და გამაშავესო . რომელ თანამედროვე მუნიციპალიტეტში იყრიდა აკაკი კენჭს?
ჭიათურა
van gogh "Café Terrace at Night"
ერთ სერიალში ტახტზე ასულ სულეიმან პირველს, ნიშნად იმისა, რომ მთელ მსოფლიოზე ბატონობას უსურვებენ, მიართმევენ იქსს, რომელზეც რუკაა გამოსახული. დაასახელეთ იქსი ერთი სიტყვით.
ხალიჩა
დათო ტურაშვილი თავის წიგნში , თავის უფალი ადამიანი , წერს : რაჭაში დღემდე არსებობს სოფელი , სადაც იქმნებოდა კანონები და ერთ-ერთი ვერსიით ამან განაპირობა სოფლის სახელი . რა ჰქვია ამ სოფელს ? ზოგს ხიდიკართან გუშაგები რაჭის ერისთავს ადღეგრძელებინებდნენ , სხვა ვერსიით ზოგს ბარჟს ახდევინებენ , ყველაზე გავრცელებული ვერსსით იქ იწერებოდა კანონები - ჩვენტან წესია ასეთიო ( ამბობდნენ ) გვერდით სოფელს ჰქვია მუხლი.
პასუხი - წესი.
თეოდორ რუზველტს ერთ–ერთი საარჩევნო კამპანიის მსვლელობისას სიტყვა შეაწყვეტინეს შეძახილით ,,მე დემოკრატი ვარ!“. ,,შეიძლება ვიკითხო, რატომ არის ეს ადამიანი დემოკრატი?“ თქვა რუზველტმა და პასუხიც მიიღო: ,,პაპაჩემი დემოკრატი იყო და მამაჩემი დემოკრატია’’. სუსტი არგუმენტით დაიმედებულმა რუზველტმა კიდევ ერთი კითხვა დასვა: ,,პაპაშენი და მამაშენი სულელები რომ ყოფილიყვნენ, შენ ვინ იქნებოდი?“ შეკითხვა: ერთი სიტყვით დაასახელეთ, რა პასუხი გასცა ოპონენტნმა რუზველტს
რესპუბლიკელი
მოსკოვის კონსერვატორიაში სწავლის პერიოდში ზაქარია ფალიაშვილმა სამეფო კარის მომმრაგებლის მიხეილ უტკინის ქალიშვილ იულიაზე იქორწინა . უტკინების ოჯახში წესი იყო რომ ვახშმობისას ერთ ბოთლ ღვინოზე მეტი არ ისმებოდა. ზაქარიას ქართული ბუნება კი ამას ვერ ეგუებოდა . მიმღერეთ ის რაც ერთი ვერსიით შეიქმნა უტკინების საოჯახო ეტიკეტზე პროტესტის ნიშნად.
პასუხი - დამისხი დამალევინე . კიაზოს სიმღერა ოპერიდან დაისი.
6 საუკუნეში ერთმა ბრძენმა თქვა : მონარქი მაშინაა კარგი და ქვეყნის სწორად მმართველი , როდესაც მათი ქვეშემრდომნი თავიანთ ცხოვრების გზას მიუხედავად მტრული სახელმწიფოებისა და განგებისა ცხოვრების გზას მშვიდად გაივლიან და სიცოცხლეს თავიანთი კედლებიდან დაასრულებენ . რა შექმნა ამ ბრძენმა?
ნარდი
ვაჟა ფშაველა თავის ეთნოგრაფიულ ჩანაწერებში წერს : სისხლის აღება ჩვეულებად ფქონდათ ფშაველებს , ისევე როგორც სხვა მთიულებს , თუმცა იყო გამონაკლისი , როდესაც დამნაშავე თავისუფლდებოდა სისხლის ზღვევისგან და თემი ასეთ ადამიანს პასუხისგებაში ვერ მისცემდა თუმცა მას გარანტირებული ჰქონდა ზიზღი საზოგადოებისა . რა შემთხვევაში ხდებოდა ეს ?
თუ ოჯახში მოხდებოდა მკვლელობა თავის სისხლს ხოარ აირებდნენ
XIX საუკუნეში არქიტექტორმა ეჟენ ვიოლე-ლე-დიუკმა პარიზის ღვთისმშობლის ტაძრის რეკონსტრუქციაში მიიღო მონაწილეობა, რამაც მოსახლეობის ნაწილში უკმაყოფილება გამოიწვია, რადგან ვიოლე-ლე-დიუკი საკუთარ თავს ათეისტად მოიაზრებდა. არქიტექტორმა ტაძრის ფასადზე 12 სკულპტურა განათავსა, რომელთაგან ერთ-ერთი გარეგნულად საკუთარ თავს მიამსგავსა. დაასახელეთ ვის განასახიერებდა ეს სკულპტურა
მოციქულ თომას
Two martinis please.
- Dry?
- ___, ___!
აქ წერილობითი ფორმითაა გადმოცემული დიალოგი, რომელიც გაიმართა მეორე მსოფლიო ომის დროს ბრიტანეთში მყოფ ორ გერმანელ ჯაშუშსა და ბარმენს შორის. ერთი წუთის შემდეგ, დაასახელეთ წაშლილი 2 სიტყვა (გინდათ გერმანულად, გინდათ ქართულად) რომლის წარმოთქმითაც გერმანელებმა სასიკვდილო განაჩენი გამოუტანეს საკუთარ თავებს.
არა, ორი! (Nein, Zwei!)
1898 წელს ამ ცნობილი ნაწარმოების გამოქვეყნების შემდეგ ავტორს შეხვდა პეტრე უმიკაშვილი და უთხრა : მე შენ რიგიანი კაცი მეგონე , თურმე ზარმაცი , უხეირო და ამჩატებული ყოფილხარო . იმან რატოო. რატო და იმიტორო ასე მალე დაამთავრე მისი მოგზაურობაო . შენს ადგილას კიდე გადავიყვანდი მას ქართლში , იმერეთში … იფ , რა სურათი გამოვიდოდაო . ყურადღება შეკითხვა დაასახელეთ ეს ნაწარმოები .
დავით კლდიაშვილის სამანიშვილის დედინაცვალი
შავ ყუთში დევს ხელსაწყო რომლის ერთ ერთ ნაირსახეობასაც უწოდებენ შარლ დე გოლს . ყურადღება შეკითხვა რა დევს შავ ყუთში ?

ბოთლის სახსნელი
ერთხელ ერთმა მე 19-20 საუკუნეში მცხოვრებმა ანგლიკანმა ბერმა ამ წიგნზე თქვა : მისი არ წაკითხვა არის ... , ხოლო წაკითხვა ...
რომელ წიგნზეა საუბარი?
დანაშაული და სასჯელი
თქვენს წინაშეა ერთ ერთი ზღვის ფოტოები . 1954 წელს დიდი საბჭოთა ენციკლოპედიის მფლობელებს დაეგზავნათ ეს გვერდი და მიეცათ რეკომენდაცია რო კონკრეტულ გვერდზე ჩაეკრათ - ყურადღება შეკითხვა : დამისახელეთ რომელი ზღვაა გამოსახული ფოტოზე.


ბერინგის ზღვა - ბერიას გვერდზე უნდა ჩაეკრათ ბერ(ინგი) ბერ(ია)
თქვენს წინაშეა სარდაფის სურათები , რომელიც იპოვეს ერთი ადამიანის პირად არქივში . ეს ადამიანი განისვენებს მთაწმინდის პანთეონში.
ექვთიმე თაყაიშვილი. ნაცისტების მიერ საფრანგეთის ოკუპაციის მიერ გაჩნდა საშიშროება , რომ ხელყოფილი იქნებოდა ეროვნული საგანძური. ვერსალის სარდაფში ნაგავთან ერთად ინახებოდა საქართველოს ეროვნული საგანძური.
ეს თითქმის ყველა კანზინოს ერთ-ერთი მთავარი პრობლემაა. მასთან საბრძოლველად მონტე-კარლოს ერთ-ერთი კაზინოს მფლობელმა ფრანსუა ბლანკმა სპეციალური სისტემაც კი შეიმუშავა. ნებისმიერ მომენტში კრუპიეს შეუძლია დააჭიროს ხელი ღილაკს და სპეციალურად გაწვრთნილი ჯგუფი მივარდება მოთამაშეს, რათა... რა უნდა მოიმოქმედოს ამ ჯგუფმა?
ამ ჯგუფის ფუნქციაა ხელი შეუშალოს თვითმკვლელობაში კლიენტს, რომელმაც დიდი თანხა წააგო.
უილიამ შექსპირის პიესიდან მეფე ლირი - თარგმანი
ოთახში შედის გრაფი კენტი და კითხულობს - რომელი ხართ მანდ? ოთახში ამ დროს არიან მეფე ლირი და მისი ხუმარა . ხუმარა პასუხობს - ო დიდებულო აქ ვიმყოფებით მისი ბრწყინვალება ( ანუ მეფე ლირი ) და cod piece x დa mere ამთავრებს ანუ ბრძენი და სულელი ვართ აქო. სხვადასხვა დროს მეფე ლირი ოთხჯერ ითარგმნა . ამ სიტყვას მანანა ანთაძემ უწოდა ბატონის შარვლის ტოპრაკი , ვახტანგ ჭელიძემ როგორც უმდაბლესი ნაჭუჭი , ზურღან გემაზაშვილმა როგორც ლობიოს დაჩურჩული პარკის ნაგლეჯი . როგორ თარგმნეს ეს სიტყვა ილიამ და ივანე მაჩაბელმა და რა დევს შავ ყუთში?
პაიკი
1926 წლის დადგენილებით ამ ქალაქის მერიამ მიიღო დადგენილება , რომ ყველა ტაქსი უნდა იყოს შავ და ყვითელ ფერში. შავი როგორც ტრაურის , ხოლო ყვითელი როგორც სირცხვილის აღსანიშნავად. რომელი ქალაქია?
პასუხი - ბარსელონა. გაუდის ტრამვაი დაეჯახა , დასახიჩრებულს კი არც ერთმა ტაქსმა არ გაუჩერა , რადგან ღარიბულად ეცვა.