რომელ წელს მიიღო გაერომ ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაცია?
გ) 1948 წელს
რომელი პრინციპი გულისხმობს, რომ ადამიანის ერთი უფლების დარღვევა უარყოფითად მოქმედებს სხვა უფლებების რეალიზაციაზე?
ა) უფლებათა იერარქიულობა;
ბ) უფლებათა ხელშეუვალობა;
გ) უფლებათა უნივერსალურობა;
დ) უფლებათა ურთიერთდამოკიდებულება.
დ) უფლებათა ურთიერთდამოკიდებულება.
რა არის „პოზიტიური ვალდებულებების“ კონცეფციის არსი ადამიანის უფლებათა სამართალში?
ა) ინდივიდების ვალდებულება, პატივი სცენ სხვა ადამიანის საერთაშორისოდ აღიარებულ უფლებებს;
ბ) სახელმწიფოს ვალდებულება, მიიღოს კონკრეტული ზომები ადამიანის უფლებების დაცვის უზრუნველსაყოფად;
გ) სახელმწიფოს ვალდებულება, თავი შეიკავოს საკუთარი მოქალაქეების უფლებათა დარღვევისგან;
დ) საერთაშორისო ორგანიზაციების ვალდებულება, სრულად და ადეკვატურად გასცეს კომპენსაცია.
ბ) სახელმწიფოს ვალდებულება, მიიღოს კონკრეტული ზომები ადამიანის უფლებების დაცვის უზრუნველსაყოფად;
ფიზიკური პირის უფლებაუნარიანობა წარმოიშობა:
ა) სრულწლოვანების მიღწევისთანავე;
ბ) 16 წლის ასაკის მიღწევის შემდეგ;
გ) 7 წლის ასაკის მიღწევის შემდეგ;
დ) დაბადების მომენტიდან.
დ) დაბადების მომენტიდან.
რა აუცილებელი პირობა უნდა იყოს დაკმაყოფილებული დემოკრატიულ სახელმწიფოში, ხელისუფლება რომ ლეგიტიმურად ჩაითვალოს?
ა) მოქალაქეების მიერ სახელმწიფო ძალაუფლების აღიარება;
ბ) საერო და სასულიერო მმართველობის სფეროების გამიჯვნა;
გ) მოქალაქეების შეუზღუდავი წვდომა საჯარო ინფორმაციაზე;
დ) წინასაარჩევნო კამპანიაში ამომრჩეველთა აქტიური ჩართულობა.
ა) მოქალაქეების მიერ სახელმწიფო ძალაუფლების აღიარება;