human rights
100

რომელ წელს მიიღო გაერომ ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაცია?

  • ა) 1918 წელს
  • ბ) 1945 წელს
  • გ) 1948 წელს
  • დ) 1953 წელს

გ) 1948 წელს

200

რომელი პრინციპი გულისხმობს, რომ ადამიანის ერთი უფლების დარღვევა უარყოფითად მოქმედებს სხვა უფლებების რეალიზაციაზე?

ა) უფლებათა იერარქიულობა;

ბ) უფლებათა ხელშეუვალობა;

გ) უფლებათა უნივერსალურობა;

დ) უფლებათა ურთიერთდამოკიდებულება.

დ) უფლებათა ურთიერთდამოკიდებულება.

300

რა არის „პოზიტიური ვალდებულებების“ კონცეფციის არსი ადამიანის უფლებათა სამართალში?

ა) ინდივიდების ვალდებულება, პატივი სცენ სხვა ადამიანის საერთაშორისოდ აღიარებულ უფლებებს;

ბ) სახელმწიფოს ვალდებულება, მიიღოს კონკრეტული ზომები ადამიანის უფლებების დაცვის უზრუნველსაყოფად;

გ) სახელმწიფოს ვალდებულება, თავი შეიკავოს საკუთარი მოქალაქეების უფლებათა დარღვევისგან;

დ) საერთაშორისო ორგანიზაციების ვალდებულება, სრულად და ადეკვატურად გასცეს კომპენსაცია.

ბ) სახელმწიფოს ვალდებულება, მიიღოს კონკრეტული ზომები ადამიანის უფლებების დაცვის უზრუნველსაყოფად;

400

ფიზიკური პირის უფლებაუნარიანობა წარმოიშობა:

ა) სრულწლოვანების მიღწევისთანავე;

ბ) 16 წლის ასაკის მიღწევის შემდეგ;

გ) 7 წლის ასაკის მიღწევის შემდეგ;

დ) დაბადების მომენტიდან.

დ) დაბადების მომენტიდან.

500

რა აუცილებელი პირობა უნდა იყოს დაკმაყოფილებული დემოკრატიულ სახელმწიფოში, ხელისუფლება რომ ლეგიტიმურად ჩაითვალოს?

ა) მოქალაქეების მიერ სახელმწიფო ძალაუფლების აღიარება;

ბ) საერო და სასულიერო მმართველობის სფეროების  გამიჯვნა;

გ) მოქალაქეების  შეუზღუდავი  წვდომა საჯარო ინფორმაციაზე;

დ) წინასაარჩევნო კამპანიაში ამომრჩეველთა აქტიური ჩართულობა.

ა) მოქალაქეების მიერ სახელმწიფო ძალაუფლების აღიარება;

M
e
n
u