რომელ ქვეყანას ეკუთვნის გრელანდია?
დანიას
ვინ დაარსა Space X,Tesla motors და SolarCity?
Ilon mask/ილონ მასკი
დაასახელეთ წელი თვე და რიცხვი, როცა საქართველოს პარლამენტმა მიიღო კონსტიტუცია, რომელიც დღესაც მოქმედებს.
1995 წლის 24 აგვისტო
ეს პლანეტა მზის სისტემაში უდიდესია და გაზის გიგანტების ტიპს მიეკუთვნება. მისი თანამგზავრებია ევროპე, განიმედე, კალისტო, იო და სხვები. მისი მასა ორჯერ აღემატება მზის სისტემის სხვა პლანეტების ჯამურ მაჩვენებელს.
იუპიტერი
მერის მამას 5 ქალიშვილი ჰყავს: 1. ჩაჩა, 2. ჩეჩე, 3. ჩიჩი, 4. ჩოჩო.
შეკითხვა: რა ჰქვია მეხუთე ქალიშვილს? იფიქრეთ სწრაფად. პასუხი ოდნავ ქვევით არის.
ჩუჩუ? არა! რა თქმა უნდა, მას მერი ჰქვია.
ამ ყურეს ესაზღვრება ისეთი ქვეყნები, როგორიცაა ბაჰრეინი, კატარი, ქუვეითი და სხვა
სპარსეთის ყურე
იგი 1452 წელს იტალიაში დაიბადა. მისი ნამუშევრებია: ნათლისღება, ხარება, ბენუას მადონა, მადონა ყვავილით და სხვა. გარდაიცვალა 1519 წელს საფრანგეთში.
ლეონარდო და ვინჩი
ეს კომპანია დაარსდა 1916 წელს ქალაქ მიუნხენხენში. იგი პირველად თვთმფრინავის ძრავებს აწარმოებდა. 1920 წელს გადაერთო მოტოციკლების ხოლო 1928 წელს ავტომობილების წარმოებაზე, თუმცა II მსოფლიო მოის დროს ისევ მიუბრუნდა ძველ წარმოებას, მაგრამ გერმანიის დამარცხების შემდეგ ისევ საავტომობილო წარმოებას მოჰკიდა ხელი. დაასახელეთ კომპანია.
ბე-ემ-ვე
რა დროს ანდომებს მზის სხივი მზიდან დედამიწამდე მოსვლას?
რვა წუთს
რა ჰქვია სამახსოვრო ნივთს ?
სუვენირი
ეს კუნძული მდებარეობს ინდოეთის ოკეანეში და სიდიდით მეოთხეა მსოფლიოში. იმის გამო, რომ დიდი ხნის განმავლობაში იზოლირებული იყო, ამ კუნძულზე განვითარდა ფლორისა და ფაუნის ბევრი ენდემური სახეობა.
მადაგასკარი
„მთვარე არ არის ცუდი ადგილი. ის ნამდვილად იმსახურებს ხანმოკლე ვიზიტს“.
შეკითხვა: დაასახელეთ ამ სიტყვების ავტორი!
ნილ არმსტრონგი
რა ეწოდება ნაკურთხ წყალს ქრისტიანულ რელიგიაში ?
აიაზმა
პირველი ქალი-კოსმონავტი
ვალენტინა ტერეშკოვა
რა შეადგენს ადამიანის წონის 3%-ს, მაგრამ მოიხმარს მთელი ორგანიზმის ჟანგბადის 20%-ს და კალორიების 20%-ს?
ეს არის ტვინი.
დაასახელეთ ორი გეოგრაფიული ობიექტი, რომელთაც შუმერები უწოდებდნენ „ზემო ზღვას“ და „ქვემო ზღვას“, თუ მათგან „ზღვა“ თანამედროვე გეოგრაფიული გაგებით მხოლოდ ერთია.
ზემო ზღვა - შავი ზღვა, ქვემო ზღვა - სპარსეთის ყურე
ამ ადამიანს უამრავ წარმატებულ პროექტზე უმუშავია, მათ შორის ინდიანა ჯონსსა და ვარსკვლავური ომებზე. 2005 წელს მან ეპიზოდური როლი შეასრულა ამერიკულ სერიალში Orange County (რუსულად რატომღაც Одинокие сердца). გამოიცანით ამ ადამიანის მიერ განსახიერებული პერსონაჟის სახელი და გვარი.
ჯორჯ ლუკასი
ჩინგიზ ყაენი ამბობდა: ის ძლიერია იმდენად, რამდენადაც ძლიერია ხალხი, რომელიც მას იცავს. დაასახელეთ ის.
ჩინეთის დიდი კედელი
იაპონიაში არსებობს გამოთქმა, რომლითაც პიროვნების სიზარმაცეზე მიუთითებენ: „ჰასიზე მძიმე არაფერი აუწევია“. რა არის ჰასი ?
საჭმელი ჩხირები
SAATANA SAAPUU MOSKOVAAN
თქვენს წინაშეა ცნობილი რუსული ნაწარმოების დასახელების ფინური ვარიანტი. დაწერეთ ამ ნაწარმოების სახელი ქართულად ან რუსულად.
ოსტატი და მარგარიტა
აზიის კულტურაში ამ საკვებს ანუ X-ს ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, ამის გათვალიწინებით არსებობს აზიური ანდაზა " ჯერ X-ზე იფიქრე და მერე დანარჩენ ყველაფერზე" დაასახელეთ X
ბრინჯი
ალექსანდრე მაკედონელი ამბობდა: ფილიპეს დამსახურებაა, რომ მე ვცხოვრობ, მაგრამ მისი დამსახურებაა, რომ ვცხოვრობ ღირსეულად. ვისზე საუბრობდა მაკედონელი?
არისტოტელეზე
ამ მოთხრობის პირველ ეკრანოზაციას ერქვა “უკანასკნელი ადამიანი”, მეორე ეკრანიზაციას “ადამიანი ომეგა”, ხოლო მესამე ეკრანიზაციას თავად ნოველის სახელი.
მე ვარ ლეგენდა
ერთი გამონათქვამის თანახმად მხატვრობა არის დამუნჯებული მუსიკა. რა არის იმავე გამონათქვამის მიხედვით ალაპარაკებული მხატვრობა?
პოეზია.
კარლ XII-ს პანიკურად ეშინოდა მოწამვლის. თანდათან ეს შიში მას ნამდვილ მანიაში გადაეზარდა. საბოლოოდ მეფე მაინც მოკვდა, მაგრამ არა საწამლავით. რა გახდა მისი გარდაცვალების მიზეზი?
შიმშილი