წყლის ქიმიური ფორმულა
H2O
წყლის მოლეკულა მარტივი თუ რთულია?
წყლის მოლეკულა რთულია.
რა ეწოდება ყინულის წყლად გარდაქმნის პროცესს?
დნობა
წყალში იხსნება ზეთი?
არა.
დედამიწის რა ნაწილი უკავია წყალს?
70%
წყლის დუღილის ტემპერატურა
100 0C
წყლის ერთი მოლეკულა რამდენი ატომისაგან შედგება?
წყლის მოლეკულა შედგება ჟანგბადის 1 და წყალბადის 2 ატომისაგან.
რა ეწოდება წყლის ორთქლის წვეთებად გადაქცევას?
კონდენსაცია
სპირტი ერევა წყალს?
დიახ.
წყალი სიცოცხლისთვის აუცილებელი ნივთიერებაა?
დიახ.
წყლის გაყინვის ტემპერატურა
O 0C
წყლის მოლეკულებს შორის რა სახის ქიმიური კავშირებია?
წყლის მოლეკულები ერთმანეთს წყალბადური ბმით უკავშირდებიან.
რა ეწოდება წყლის თხევადი მდგომარეობიდან აირად მდგომარეობაში გადასვლას?
აორთლება
წყალი საუკეთესო გამხსნელია?
დიახ.
ადამიანის ორგანიზმი შეიცავს წყალს?
დიახ.
წყალს აქვს ფერი?
წყალი უფერო ნივთიერებაა
წყლის ელექტრული დენით დაშლისას რომელი ორი ნივთიერება მიიღება?
წყალბადი და ჟანგბადი
რა ეწოდება წყლის მყარ მდგომარეობაში გადასვლის პროცესს?
გამყარება
მარილიანი წყლიდან მარილის გამოყოფა ნარევის დაყოფის რომელი ხერხითაა შესაძლებელი?
ამოშრობა
ზღვის წყალი ნარევია თუ სუფთა ნივთიერება?
ზღვის წყალი ნარევია.
წყალი ატარებს ელექტრულ დენს?
დიახ. წყალი ელექტროგამტარია.
წყალი წვადი ნივთიერებაა?
არა.
როცა ნივთიერება მყარი მდგომარეობიდან პირდაპირ აირად მდგომარეობაში გადადის, არის.......?
სუბლიმაცია
წყლისა და ცარცის ნარევის დაყოფა ნარევის დაყოფის რომელი ხერხითაა შესაძლებელი?
ფილტრაცია
რა ჰქვია სასმელად ვარგის წყალს?
მტკნარი წყალი.