1986 წელს დაბადებული ამ სპორტსმენის ავტობიოგრაფიას „ელვაზე სწრაფი“ ჰქვია
უსეინ ბოლტი
ზოგი ჭირი მარგებელიაო - ზუსტად ასე აღმოჩნდა ამ ახალგაზრდა სპეციალისტისთვის 2022 წელს იმე უდოკას მიერ გუნდის შიდა პოლიტიკის დარღვევა
ჯო მაზულა
1970 წლის მსოფლიო ჩემპიონატის გახსნით შეხვედრაში, მექსიკასა და საბჭოთა კავშირს შორის, ისტორიული ფაქტი დაფიქსირდა - მსაჯმა პირველად გამოიყენა ყვითელი ბარათი. დაგვისახელეთ ფეხბურთელი, რომელიც გერმანელ მსაჯთან, კურტ ჩენშერთან, ერთად ამ ეპიზოდის მთავარ როლში აღმოჩნდა
კახი ასათიანი
ორი კილოგრამი ამ ხილის შეძენა დაახლოებით 23 ზლოტი დაგიჯდებათ. მეთოფეებმა კი მასში 20 მილიონი გადაიხადეს
იაკუბ კივიორი
თავის ავტობიოგრაფიაში ამ ადამიანმა პეპ გვარდიოლას ლაჩარი, ხოლო ფრედი ლიუნგბერგს შეფარვით „პრიმადონა“ უწოდა. საპირისპიროდ კი, ჟოზე მოურინიო, ლეო ბენჰაკერი და ფაბიო კაპელო განსაკუთრებულად შეაქო
ზლატან იბრაჰიმოვიჩი
2024 წელს ის პრემიერ ლიგის ყველაზე ახალგაზრდა მთავარი მწვრთნელი გახდა. საფეხბურთო ბობოლების ყურადღება კი მას შემდეგ მიიქცია, რაც უბნის გუნდი ბუნდესლიგაში დააბრუნა
ფაბიან ჰურცელერი
ის ერთადერთი ქართველი ფეხბურთელია, ვინც 1992 წლის ევროპის ჩემპიონატზე დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის ნაკრების განაცხადში იყო. კარიერის დასრულების შემდეგ ქართველმა გულშემატკივარმა ის მწვრთნელის ამპლუაშიც გაიცნო
კახა ცხადაძე
სავარაუდოა, რომ 2014-2023 წლებში ეს ავსტრიელი ფეხბურთელი თავის გვარში ნახსენებ ხილს უფრო ხშირად რედ ბულთან ერთად მიირთმევდა, ვიდრე კოკა-კოლასთან
კონრად ლაიმერი
შეიძლება უცნაურად მოგეჩვენოთ, რომ ამ სპორტსმენის ავტობიოგრაფიის სათაური „Drive“-ია. ის ფაქტიც გაგაკვირვებთ, რომ მისი წინასიტყვაობა მეჯიკ ჯონსონის დაწერილია
ლარი ბირდი
Football Manager-ში დახელოვნებული ეს მწვრთნელი 30 წლის იყო, როცა ლიგა 1-ში დაიწყო მუშაობა და UEFA-ს პრო ლიცენზიის არქონის გამო კლუბი ყოველი თამაშის შემდეგ 25 ათასი ევროთი ჯარიმდებოდა
უილ სტილი
1982 წელს, მალაგაში, ლა როსალედაზე, საბჭოთა კავშირისა და შოტლანდიის ნაკრებების მატჩი ფრედ, 2:2 დასრულდა. შეხვედრაში მონაწილე სამი ქართველიდან ორმა გოლის გატანა შეძლო. დაგვისახელეთ მესამე
თენგიზ სულაქველიძე
ევროლიგის სამგზის გამარჯვებულ ამ სპეციალისტს 3 წლის წინ თბილისში ვიზიტი არც ისე ტკბილად დაამახსოვრდებოდა
ერგინ ატამანი