საფრანგეთის ნაკრებში ყველაზე მეტი მატჩის ჩამტარებელ ფეხბურთელებში არაერთ ვარსკვლავს ამოიკითხავთ. თუმცა რომელი მსოფლიო ჩემპიონი იკავებს პირველ ადგილს 145 მატჩით?
უგო ლორისი
ის ერთადერთია, ვისაც საქართველოს მედროშეობის პატივი სამჯერ ერგო წილად. ოლიმპიადების ისტორიაში ერთ უნიკალურ რეკორდსაც იყოფს. დაასახელეთ ეს სპორტსმენი
ნინო სალუქვაძე
2003 წლის აგვისტოში 17 წლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატზე ფეხბურთში, მისი გუნდი ფინალში ბრაზილიასთან დამარცხდა, თუმცა 16 წლის მოთამაშე ტურნირის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელეს, ასევე, მან 5 გოლის გატანა მოახერხა და პირველობის საუკეთესო თანაბომბარდირის წოდებაც მოიპოვა. 2003/04 წლების სეზონში იგი უნიკალური მიღწევის თანაავტორიც გახდა, ხოლო გასულ სეზონში სხვა ამპლუაში სერია A-ში ვიხილეთ - დაასახელეთ ეს ადამიანი
სესკ ფაბრეგასი
2016 წლის დეკემბერში აზიური სატრანსფერო რეკორდი დამყარდა, როცა ცნობილი ჯილდოს ეს სეხნია ჩინეთში გადავიდა
ოსკარი
იაპონიის ეროვნული ნაკრების ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირთა დუეტს ერთად 130 გოლი აქვთ გატანილი. პირველადგილოსანს, კუნიშიგე კამამოტოს, 76 მატჩში 75 გოლი აქვს. დაასახელე 1967 წელს დაბადებული მეორე ფეხბურთელი, თუ გეტყვით რომ მისი ნაკრებში გამოძახება თეორიულად დღესაც შესაძლებელია
კაზუიოში მიურა
ყველაზე მეტი ოქროს მედლის მოპოვება დამოუკიდებელი საქართველოს ნაკრებმა ორ ოლიმპიადაზე შეძლო. აქედან მეორეჯერ 2024 წლის პარიზის ოლიმპიადაზე. დაასახელეთ პირველი ოლიმპიადა, სადაც ამ წარმატებას მივაღწიეთ
პეკინი 2008
2011 წლის 18 წლამდე საკალათბურთო მსოფლიო ჩემპიონატზე მასპინძლებმა იჩემპიონეს, MVP კი მათი 211 სანტიმეტრიანი ცენტრი გახდა. დაგვისახელეთ ეს კალათბურთელი, თუ გეტყვით, რომ ამჟამად იგი კოლორადოული ფრენჩაიზის ღირსებას იცავს, თუმცა სახელი კანადური გუნდის შემადგენლობაში მოიხვეჭა
იონას ვალანჩუნასი
მოარული ხმები ამბობენ, რომ 2022/23 წლებში რიო დე ჟანეიროში პრემიერ ლიგის რამდენიმე ტურის განმავლობაში საეჭვო ფსონები იმაზე იდებოდა, რომ ეს ფეხბურთელი ყვითელ ბარათს მიიღებდა - გაგიკვირდებათ და მიიღო კიდეც
ლუკას პაკეტა
ეს კითხვა ფეხბურთელს არ ეხება - დაგვისახელეთ ნაკრები, რომელმაც ერთ მსოფლიო ჩემპიონატზე ყველაზე მეტი, 27 გოლის გატანა შეძლო
უნგრეთი
საქართველო, როგორც დამოუკიდებელი ქვეყანა, პირველად 1996 წლის ატლანტის ოლიმპიურ თამაშებზე გამოჩნდა. დაასახელეთ სპორტსმენი, რომელმაც ჩვენს ქვეყანას ისტორიაში პირველი ოლიმპიური მედალი მოუტანა
სოსო ლიპარტელიანი
2006 წლის 21-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატის საუკეთესო ბომბარდირის და ფეხბურთელის წოდებასთან ერთად მან ამ ტურნირის ოქროს მედალიც მოიპოვა - არაერთ კლუბში, და მათ შორის რამდენიმე გრანდში თამაშის შემდეგ ამ ფორვარდმა კარიერა სამშობლოს მეზობელ ქვეყანაში, კერძოდ კი რურის რეგიონში დაასრულა - დაგვისახელეთ ფეხბურთელი
კლაას იან ჰუნტელაარი
MLB-ის ამ იაპონელმა ვარსკვლავმა 2024 წელს LA „დოჯერსთან“ 700-მილიონიან კონტრაქტს მოაწერა ხელი, რის შემდეგაც სეზონში დაახლოებით 70 მილიონ დოლარს მიიღებს
შოჰეი ოჰტანი