მულტისტრუქტურული დონე
მიმართებითი დონე
აბსტრაქტული დონე
ბონუსი
1

რას ნიშნავს "ქრისტიანობა მონოთეისტური რელიგიაა"?

ქრისტიანობა აღიარებს ერთ ღმერთს

1

სად ჩაისახა ერთღმერთიანობა და სად ჰპოვა მან განვითარება?

ჩაისახა ეგვიპტეში, ხოლო განვითარება ჰპოვა ძველ აღთქმაში

1

წიგნის მიხედვით, რა იდეა არის გადმოცემული ძველ აღთქმაში?

ძველ აღთქმაში საუბარია აღთქმა დაუდო რჩეულ ერს, ებრაელებს. ძველ აღთქმაში გადმოცემულია ასევე წინასწარმეტყველება მესიის, მხსნელის მოსვლის შესახებ, რომელსაც კაცობრიობა ცოდვებისგან უნდა ეხსნა.

1

რა მიზეზებმა განაპირობა კონსტანტინე I დიდის მიერ ქრისტიანობის აღიარება?

1. საზოგადოების კონსოლიდაცია;

2. იმპერატორის კულტისთვის შესაფერისად მიიჩნია;

3. ქრისტიანების სიმედგრე და ორგანიზებულობა.

1

რის საფუძველზე აღმოცენდა ქრისტიანობა?

იუდაიზმში არსებული მესიანისტური იდეის საფუძველზე.

1

"საქმე მოციქულთას" მიხედვით, რა დაედო საფუძვლად მოციქულების მიერ ქრისტიანობის გავრცელებას?

ქრისტეს ზეცად ამაღლებიდან 50-ე დღეს მოციქულებს სულიწმინდა გამოეცხადა და დაავალა წარმართებს შორის ქრისტიანობა სხვადასხვა ენაზე გაევრცელებინათ.

1

რა პრინციპი იყო წინააღმდეგობრივი ქრისტიანობასა და იუდაიზმს შორის?

ქრისტიანობა არის ყველა ეროვნების, სოციალური წრის თუ სქესის წარმომადგენლის რელიგია, ხოლო იუდაიზმი არის მხოლოდ ებრაელთა რელიგია.

1

რომელი ორი საკითხის/დოგმატის არასწორი განმარტება იწვევდა ცრუ სწავლებას ქრისტიან სასულიერო პირებში?

1. სამების ერთარსობის საკითხი;

2. ქრისტეს ბუნების საკითხი.

1

ვინ იქადაგა ქრისტიანობა რომში, საბერძნეთსა და სირიაში?

ანდრია მოციქულმა

1

რომელი ორი მოაზროვნის (ბერძენი და რომაელი) იდეები ეწინააღმდეგებოდა ქრისტიანების ცხოვრების წესს?

არისტოტელეს და ციცერონის

1

განმარტეთ, რატომ ვერ ეგუებოდნენ რომაელები ქრისტიანებს?

1. წარმართობა;

2. სახელმწიფოს კულტი;

3. იმპერატორის კულტი;

4. მოქალაქეობრივი ვალდებულებები.

1

საწყის საუკუნეებში რას ეწოდებოდა "ეკლესია"?

კატაკომბებს, სადაც ფარულად იკრიბებოდნენ ქრისტიანები.

1

რომელი მოციქულები ეწამნენ რომში?

პეტრე და პავლე

1

რას გულისხმობდა მილანის ედიქტი? (დაასახელეთ ორი პრინციპი)

1. შეწყდა ქრისტიანების დევნა;

2. ქრისტიანობა სხვა რელიგიებს გაუთანაბრდა.

1

განმარტეთ მიზეზები, რომლებმაც ხელი შეუწყო დევნის მიუხედავად რომში ქრისტიანობის გავრცელებას.

1. თანასწორობის იდეა;

2. რომში არსებული სირთულეები;

3. ქრისტიანული იერარქიის წარმოქმნა;

4. ქრისტიან მოაზროვნეთა ნაშრომები.

1

რა მოხდა 70 წელს?

რომაელებმა იერუსალიმი დაანგრიეს.

1

რომელ წლებში მოხდა ორი ბრძოლა კონსტანტინესა და ლიცინიუსს შორის?

314 და 324 წლებში

1

ქრისტიანების პატივისცემით რა ცვლილებები მოხდა რომის კანონდებლობაში?

1. აიკრძალა ჯვარცმა;

2. პატიმრების დამწყვდევა სიბნელეში;

3. გლადიატორების ბრძოლა საჯაროდ;

4. კვირა დღე გამოცხადდა უქმედ.

1

რამ განაპირობა პირველი მსოფლიო საეკლესიო კრების მოწვევა?

მწვალებლობამ/ცრუ სწავლებამ. 

კერძოდ, ანტიოქიაში არსებობდა სასულიერო პირი არიოზი, რომელიც სამების დოგმატს განმარტავდა შემდეგნაირად: "იყო დრო როცა ძე ღმერთი არ იყო"!

1

რა მოხდა მაქსენციუსთან ბრძოლის წინ?

კონსტანტინემ ცაზე იხილა განათებული ჯვარი წარწერით "ამ ნიშნით გაიმარჯვებ"!

M
e
n
u