რომელ ათასწლეულში ჩნდება პირველად დამწერლობის ნიმუშები შუამდინარეთსა და ძველ ეგვიპტეში?
ძვ.წ. IV ათასწლეულში
რომელი მნიშვნელოვანი ცვლილება მოხდა კაცობრიობის ისტორიაში X-VIII ათასწლეულებში?
ადამიანი გადავიდა მწარმოებლურ მეურნეობაზე
რა ეწოდება მარცვლებზე დაფუძნებულ (მარცვლოვან) დამწერლობას?
სილაბური
რა სახელწოდებით ცნობილი ცივილიზაციის ნაწილს წარმოადგენდნენ ძველი ეგვიპტე და შუამდინარეთი?
დიდი მდინარეების ცივილიზაციის
რა ეწოდება მეურნეობის ტიპს, რომელსაც ადამიანი მისდევდა უძველესი დროიდან X ათასწლეულამდე პერიოდში?
მიმთვისებლური მეურნეობა
რომელ საუკუნეში გააერთიანა მენესმა ზემო და ქვემო ეგვიპტე?
ძვ.წ. XXXI ს-ში
პოლიტიკური მმართველობის რომელი სამი ფორმა არსებობდა ძველ საბერძნეთში?
ოლიგარქია, ტირანია, დემოკრატია
როგორ მოიხსენიებენ ეგვიპტის, წინა აზიისა და ანატოლიის მომცველ არეალს, რომელიც მიწათმოქმედების სამშობლოთ არის მიჩნეული?
ნაყოფიერი/ნოყიერი ნახევარმთვარე
სამხრეთით მდებარე, რომელი კოლონიიდან ეზიდებოდნენ ძველი ეგვიპტელები ხეს, სპილოს ძვალს, გარეული ცხოველების ტყავს, სანელებლებსა და სამშენებლო მასალებს?
ნუბიიდან
რომელი საქმიანობა/დარგი აითვისა ადამიანმა ყველაზე გვიან ნეოლითის ხანაში?
მეთუნეობა
რომელი საუკუნიდან იწყება ურარტული ტომების მოხსენიება წყაროებში?
ძვ.წ. VIII ს-დან
ვინ გააერთიანა პირველად შუამდინარეთი და შექმნა მსოფლიოს ისტორიაში პირველი იმპერია?
დაასახელეთ ქვეყანა ან პიროვნება
აქადის მეფე სარგონმა
რომელ ქვეყანაში არსებობდა ნომარქის თანამდებობა და რას წარმოადგენდა იგი?
ძველ ეგვიპტეში ნომარქები მართავდნენ რეგიონებს
ვინ იყო პირველი რეფორმატორი, რომელმაც ათენში ჩაატარა რეფორმები?
სოლონი
ვინ შეადგინა კანონთა კრებული, რომლის ჩვენამდე მოღწეული ვერსია 282 მუხლისგან შედგება?
ბაბილონის მეფე ხამურაბმა
რომელ წელს დაიპყრო აქემენიდურმა ირანმა მიდია?
ძვ.წ. 550 წელს
ასურეთის მეფე ტიგლაფილასარ III-ის მიერ გატარებული სამხედრო რეფორმის შემდეგ საზოგადოების რომელი ფენით დაიწყო არმიის შევსება?
ღარიბი მიწათმფლობელებით
ბრინჯაოს ხანაში რომელ კუნძულზე არსებობდა ე.წ. "მინოსური ცივილიზაცია"?
კუნძულ კრეტაზე
ფარაონთა სიებში გვხვდება ფარაონი მერნეიტი, რომელიც რაღაც ნიშნით იყო გამორჩეული.
რა ნიშნით იყო იგი გამორჩეული?
მერნეიტი იყო მსოფლიო ისტორიაში პირველი ქალი მმართველი.
ძველ ეგვიპტეში რამ განაპირობა ხაზინის გამოფიტვა და ცენტრალური ხელისუფლების დასუსტება?
გრანდიოზულმა მშენებლობებმა
რომელ წელს ჩამოყალიბდა დელოსის კავშირი?
ძვ.წ. 478 წელს
დაასახელეთ თანმიმდევრულად ოთხი სახელმწიფო/ტერიტრიული ერთეული/ქალაქები, რომლებიც აქემენიდურმა ირანმა პირველად დაიპყრო
მიდია, ლიდია, მცირე აზიის ბერძნული ქალაქები, ბაბილონი
ასურეთის მეფე ტიგლათფილასარ III-ის მიერ ჩატარებული სამხედრო რეფორმის შემდეგ რა ეწოდა რეგულარულ ჯარს?
სამეფო რაზმი
რომელი ზავით დასრულდა ბერძენ-სპარსელთა ომები ძვ.წ. 449 წელს?
კალიასის ზავით
რით ამაყობდა განსაკუთრებით ასურეთის მეფე ასურბანიფალი?
იმით, რომ მან სხვა მეფეებისგან განსხვავებით წერა-კითხვა იცოდა