რატომ იყო ჰერეკლე კეისრისთვის რთული აღმოსავლეთში ადგილობრივი ქრისტიანების მხარდაჭერის მოპოვება?
ბიზანტიის რადიკალური საეკლესიო პოლიტიკის გამო.
როგორ დასცინეს თბილისელებმა ხაზართა ხაკანს 627 წლის ალყის დროს?
გოგრაზე მისი სახე დაახატეს.
თბილისთან წარუმატებელი ალყის შემდეგ, სად გაემართა ჰერეკლე კეისრის ჯარი?
ნინევიისკენ.
როდის გაიმართა გადამწყვეტი ბრძოლა ბიზანტიასა და ირანს შორის ნინევიასთან?
627 წლის 12 დეკემბერს.
რა სამხედრო ხერხი გამოიყენა ჰერეკლემ ნინევიის ბრძოლაში ირანელების პოზიციებიდან გამოსატყუებლად?
ცრუ უკანდახევა.
როგორ შეიცვალა ბიზანტიის სახელმწიფო ენა ერეკლე კეისრის დროს?
ლათინური ბერძნულმა შეცვალა.
ვინ ჩამოაგდო ტახტიდან და მოკლა ხოსრო II ნინევიის მარცხის შემდეგ?
კავადმა.
ზავის პირობით, რა უნდა დაებრუნებინა ირანს ბიზანტიისათვის მიტაცებული ტერიტორიების გარდა?
წმინდა ჯვარი და რელიქვიები.
რა იყო ბიზანტიისა და ირანის არაბებთან მარცხის მთავარი მიზეზი?
ხანგრძლივი ომებით გამოფიტვა.
განმარტეთ ტერიმინი: მონოფიზიტობა
ქრისტიანული მოძღვრება, რომელიც აღიარებს ქრისტეს მხოლოდ ერთ, ღვთაებრივ ბუნებას.
განმარტეთ ტერმინი: დიოფიზიტობა
ქრისტიანული მოძღვრება, რომელიც აღიარებს ქრისტეს ორ — ღვთაებრივ და ადამიანურ ბუნებას.
რომელი იმპერიის დედაქალაქი იყო ქტესიფონი?
სასანური ირანის.
რატომ იყო კონსტანტინოპოლის 626 წლის ალყა განსაკუთრებით საშიში?
იგი ერთდროულად ხმელეთიდან და ზღვიდან მიმდინარეობდა.
რა სოციალურ-ფსიქოლოგიური ეფექტი იქონია იერუსალიმის დაცემამ ბიზანტიურ საზოგადოებაზე?
გაჩნდა განცდა, რომ ღმერთმა ისინი მიატოვა.
რა იყო არაბთა გაერთიანების მთავარი მიზეზი VII საუკუნის პირველ ნახევარში?
ახალი რელიგიის — ისლამის დაბადება.
რომელი ბიზანტიელი მოხელის „უსამართლო და კორუმპირებულმა“ მმართველობამ გამოიწვია ეგრისელების უკმაყოფილება VI საუკუნეში?
იოანე ციბასი.
რა იყო ხოსრო I-ის მთავარი მიზანი ეგრისში შეჭრისას?
შავ ზღვაზე გასასვლელის მოპოვება კონსტანტინოპოლისთვის საფრთხის შესაქმნელად.
რომელ წლებში მიმდინარეობდა ეგრისში დიდი ომი ბიზანტიასა და ირანს შორის?
542-562 წლებს.
ეგრისის რომელი ნაწილი შეინარჩუნა ირანმა 562 წლის ზავის შემდეგ კიდევ რამდენიმე ათეული წელი?
სვანეთი.
რომელ რელიგიურ ჯგუფს ჰპირდებოდა ხოსრო I მფარველობას ბიზანტიის წინააღმდეგ განხორციელებული პოლიტიკით?
მონოფიზიტ ქრისტიანებს.
რა ეწოდება მდგომარეობას, როდესაც შენარჩუნებულია არსებული ან ადრინდელი ვითარება?
სტატუს-კვო.
ვისი დახმარებით დაიბრუნა ტახტი ხოსრო II-მ 591 წელს?
ბიზანტიის იმპერატორ მავრიკიოსის დახმარებით.
რა შეიცვალა კავკასიის პოლიტიკურ რუკაზე 591 წლის ზავის შედეგად?
ბიზანტიამ თითქმის სრული კონტროლი დაამყარა კავკასიაზე, მათ შორის ეგრისსა და ქართლის ნაწილზე.
რა როლს ასრულებდნენ ლაზიკაში მდებარე კლისურისა და მარუხის უღელტეხილები ირანისთვის?
ისინი იყო ჩრდილოეთ კავკასიაში გამავალი სტრატეგიული სავაჭრო გზების საკვანძო პუნქტები.
რატომ იყო მნიშვნელოვანი ირანისთვის სვანეთის ფლობა?
ეს აძლევდა საშუალებას კონტროლი გაეწია სტრატეგიული სავაჭრო გზებისთვის.
რა ეწოდებოდა ქართლში ირანელთა მიერ დანიშნულ მმართველებს, რომლებიც მეფობის გაუქმების შემდეგ ქვეყანას მართავდნენ?
ერისმთავრები (ერისმთავრობის ინსტიტუტის ჩამოყალიბებამდე - მარზპანები).
რა რელიგიური მიმდინარეობა ვრცელდებოდა ირანის გავლენით ქრისტიანობის საპირწონედ ქართლში?
ზოროასტრიზმი (ცეცხლთაყვანისმცემლობა).
რომელი ორი დიდი სავაჭრო ქალაქი ჩამოყალიბდა არაბეთში საქარავნო გზების გადაკვეთაზე?
მექა და იასრიბი (მოგვიანებით მედინა).
რას ნიშნავს სიტყვა „ისლამი“ არაბულად?
ის ნიშნავს „ალაჰის ნების მორჩილებას“.
რატომ შეხვდნენ მექელი ვაჭრები მუჰამადის იდეებს მტრულად?
ეშინოდათ, რომ მექა დაკარგავდა პოლითეისტური რელიგიის ცენტრის სტატუსს და შემოსავლებს.