ვახტანგ გორგასალი, დაახლოებით რომელ წელს დაბრუნდა ირანიდან ქართლში?
468 წელს.
რა ეწოდება მმართველობის ფორმას რომში, როდესაც იმპერია აღარ ცდილობს იმპერატორის ერთპიროვნული გადაწყვეტილებები რესპუბლიკის ინსტიტუტებით შენიღბოს.
დომინატი
რომაელები იზიარებდნენ ანტიკური საბერძნეთიდან შეთვისებულ აზრს, რომ ადამიანი არის ...
"პოლიტიკური ცხოველი"
ჩამოთვლილთაგან, რომელი მოვლენა მოხდა ყველაზე გვიან?
1. ქართლის გაქრისტიანება;
2. პირველი ნისიბინის ზავის დადება;
3. კონსტანტინე I დიდის ნათლობა.
3. კონსტანტინე I დიდის ნათლობა.
სასანიდურ ირანში საზოგადოება 5 წოდებად იყოფოდა მეფის ჩათვლით.
რომელი იყო რიგით მესამე ფენა?
მეომრები
რა მოხდა 387 წელს?
ირანსა და ბიზანტიას შორის დაიდო მეორე ნისიბინის მეორე ზავი.
რა ეწოდებოდა რომში არსებულ მსხვილ მიწის მამულს, რომელიც კერძო მფლობელობაში იყო?
ლატიფუნდია
სვეტიცხოველთან და სამთავროს ეკლესიებთან ერთად მირიანმა ეკლესია ააშენა ბოდბეშიც, სადაც ...
წმინდა ნინო დაემკვიდრა და იქვე გარდაიცვალა
ჩამოთვლილთაგან, რომელი მოვლენა მოხდა ყველაზე ადრე?
1. მილანის ედიქტის მიღება
2. კონსტანტინეს მიერ ლიცინიუსის დამარცხება
3. სასანიდური ირანის ჩამოყალიბება
3. სასანიდური ირანის ჩამოყალიბება
ძვ.წ. 79 წელს ვინ თქვა უარი დიქტატორობაზე, რის შემდეგაც ჩვეულებრივი ადამიანივი ცხოვრობდა?
ლუციუს კორნელიუს სულა
რომელ წელს მოხდა ზამასთან ბრძოლა ჰანიბალსა და სციპიონს შორის?
ძვ.წ. 202 წელს
რა ეწოდება ოთხთა მმართველობას?
ტეტრარქია
სპარსეთის საზოგადოების სათავეში იდგა მეფე (შაჰი), რომელიც აუცილებლად უნდა ყოფილიყო ...
სასანიანთა გვარის წარმომადგენელი
ჩამოთვლილთაგან, რომელი მოვლენა მოხდა დანარჩენ ორს შორის ქრონოლოგიურ პერიოდში?
1. კარაკალას ედიქტის მიღება;
2. ტეტრარქიის შემოღება რომში;
3. წმინდა ნინოს ჩამოსვლა მცხეთაში.
2. ტეტრარქიის შემოღება რომში.
ქართლში მეფობის გაუქმების შემდეგ სპარსეთმა ვინ დასვა ქართლის მმართველად?
მარზპანი
რა მოხდა 484 წელს?
ირანის შაჰი პეროზ I დაიღუპა
ქართული საისტორიო წყაროებში ვინ არიან მოხსენიებულნი სარკინოზების სახელწოდებით?
არაბები
მარკუს პორციუს კატონი სენატის ყოველ სხდომაზე იმეორებდა, რომ ...
"კართაგენი უნდა დაინგრეს"!
ქრონოლოგიური თანმიმდევრობით დაალაგეთ მოცემული მოვლენები:
1. პირველი ტრიუმვირატის დაშლა;
2. პომპეუსის ლაშქრობა ქართლში;
3. პრინციპატის შექმნა.
2 - 1 - 3
591 წელს სპარსეთსა და ბიზანტიას შორის დადებული ზავით, რომელმა მხარემ იხეირა?
ბიზანტიამ - მავრიკიოსმა თავის შვილობილ ხოსრო ფარვიზსს დაათმობინა ტერიტორიები
იუსტინიანე I-მა რომელ წელს დაამტკიცა ეგრისის მეფედ გუბაზ II-ის ვაჟი წათე?
555 წელს.
რა ეწოდება რელიგიურ მოძღვრებას ერთადერთი ღმერთის შესახებ, რომელიც დაუპირისპირდა მრავალღმერთიანობას?
მონოთეიზმი
ეგრისის მეფე გუბაზ II-მ სპარსეთში ელჩები იმ დროს გაგზავნა, როდესაც იმპერატორი იუსტინიანე ...
რომის დიდების აღსადგენად იტალიაში ოსტგოთებს ებრძოდა.
დაალაგეთ ქრონოლოგიური თანმიმდევრობით:
1. მეფობის გაუქმება სომხეთში
2. ვახტანგ გორგასლის გამეფება
3. პირველი მსოფლიო საეკლესიო კრება
3 - 1 - 2
რომელ წელს გამოეყო ქართლის ეკლესიას სომხური ეკლესია?
608 წელს