გადათარგმნეთ ძველებრაულად “წითელი თიხა”.
ადამი.
(ეს უნდა გამოგეცნოთ)
ძველ ჩინეთში ამ სპეციალიზაციის ექიმები სწავლისას იყენებდნენ ხის დაფას და ლურსმნებს. ყურადღება შეკითხვა: დაასახელეთ ეს სამედიცინო სპეციალიზაცია!
სტომატოლოგი (დანტისტი)
(ჩაარჭობდნენ და იღებდნენ, ჩაარჭობდნენ და იღებდნენ. როგორც ჩანს მხოლოდ კბილის ამოღებით შემოიფარგლებოდნენ)
თავის მოთხრობაში ო’ჰენრი წერდა, რომ ერთ-ერთ პერსონაჟ ქალს ჰიპოტენუზის ადგილი ეკავა. დაასახელეთ ფრაზეოლოგიზმი, რომელსაც ო’ჰენრი იხსენიებს იმავე აბზაცში.
სასიყვარულო სამკუთხედი
ამ ქვეყანას ზოგიერთი ტურისტი მოიხსენიებს, როგორც Never Ending Peace and Love. ჩვენ არ გეკითხებით, რა ქვეყანაზეა საუბარი. დაასახელეთ ამ ქვეყნის მთავარი ღირსშესანიშნაობა.
ევერესტი. (ან ნეპალის რომელიმე სხვა ღირსშესანიშნაობა: საგარმათას ეროვნული პარკი, კატმანდუს ხეობა, ჩიტვანის სამეფოპარკი, ლუმბინი...)
ხმელთაშუა ზღვაში, ფართობის მიხედვით, რომელია ყველაზე დიდი კუნძული?
სიცილია
ნიდერლანდებში მოქმედებს კანონი, რომლის თანახმადაც ტკბილეულის სატელევიზიო რეკლამაში აუცილებლად უნდა ფიგურირებდეს ერთი ნივთიც. 1 წუთის შემდეგ დაასახელეთ ეს საყოფაცხოვრებო ნივთი 2 სიტყვით.
კბილის ჯაგრისი
თქვენს წინაშეა ავეჯის მწარმოებელი ფირმის კრეატიული რეკლამა. ყურადღება შეკითხვა: აზრობრივად ზუსტად დაასახელეთ ფირმის სლოგანი.

იძინე, როგორც ჩვილმა.
1958 წელს ამერიკელმა დორის ლილიმ დაწერა წიგნი ,,როგორ გაჰყვე ცოლად მილიონერს?!”. გამოცემა დიდი პოპულარობით სარგებლობდა და ერთგვარ სახელმძღვანელოდაც კი იქცა. გავიდა 30 წელი და დორისმა ხელი მოჰკიდა ახალ წიგნს. რა უწოდა მან ახალ გამოცემას?
,,როგორ გაჰყვე ცოლად მილიარდერს?!”
ნაოჭების საწინააღმდეგო პრეპარატის რეკლამაზე გამოსახულია იქსის ყელში გაჭედილი კაფსულა. დაასახელეთ იქსი ორი სიტყვით.
ქვიშის საათი
(პრეპარატი თითქოს დროს აჩერებს)
ეს არის ვენესუელას სახელმწიფოს ოფიციალური სახელი
ვენესუელას ბოლივარული რესპუბლიკა
იმას, რომ კრეტას, ეგვიპტესა და ბაბილონს შორის ინტენსიური სავაჭრო კავშირი არსებობდა ამტკიცებენ იმით, რომ სამივე ქვეყანაში გათხრებისას აღმოჩენილი ესენი თითქმის იდენტური წონისაა. ყურადღება შეკითხვა: დამისახელეთ ესენი ორი სიტყვით.
ასაწონი გირები.
(მათ ერთნაირი წონითი ერთეულები ჰქონდათ ვაჭრობის გასაადვილებლად)
პიტერ უოტკინსმა, ექვს კაცზე გაწყობილი სასადილო მაგიდით, 210 კმ/სთ სიჩქარე განავითარა. დამისახელეთ 2 ინგლისური სიტყვა, რომლითაც ხუმრობით მოიხსენიებენ ამ მიღწევას.
fast food
თავის გახმაურებულ რომანს “ხაზარული ლექსიკონი” იუგოსლავიელი მწერალი მილორად პავიჩი აგებს, როგორც თითქოსდა მის მიერ რეკონსტრუირებულ 100 000 სიტყვისაგან შემდგარ ლექსიკონს. ლექსიკონის წყაროს წარმოადგენდა სამი წიგნი: წითელი, მწვანე და ყვითელი. რა პრინციპით გააერთიანა ავტორმა ნაწილი წყაროებისა წითელ წიგნში, ნაწილი – მწვანეში, ნაწილი – კი ყვითელში?
წითელში – ქრისტიანული წყაროები, მწვანეში – მუსლიმანური, ყვითელში – იუდევლური
ერთ კარიკატურაზე კენტავრი, ცდილობს რა, რომ სრულფასოვანი ადამიანი გახდეს აკეთებს ამას. ყურადღება შეკითხვა: რას აკეთებს კენტავრი?
ეწევა (თამბაქოს)
(ამით კენტავრი თავის თავში კლავს ცხენს (როგორც ცნობილია, 1 გრამი ნიკოტინი კლავს ცხენს)
ეს მცირე ზომის არამფრინავი ფრინველი დაახლოებით შინაური ქათმის ზომისაა და წარმოადგენს ახალი ზელანდიის ეროვნულ სიმბოლოს. მისი დასახელება ემთხვევა ერთერთი ხილის დასახელებას
კივი
ფარაონ თუტმოსის ჯარი მესოპოტამიაში იბრძოდა, როდესაც მეომრებმა პირველად იხილეს წვიმა. ნანახი მათ ასე აღწერეს: „იქსი ზეციდან წამოვიდა“. ყურადღება შეკითხვა: დაასახელეთ იქსი.
ნილოსი
(ეგვიპტელებისთვის წყალთან მხოლოდ და მხოლოდ ეს მდინარე ასოცირდებოდა)
ამერიკელ კალათბურთელს, მორის პიტერსონს, რომელიც 3-ნომრიანი მაისურით ასპარეზობდა, მეტსახელად ეძახიან 1993 წლიდან არსებულ ფორმატს. დაასახელეთ მისი მეტსახელი.
MP3
(მორის პიტერსონი და 3-ნომრიანი არის აკრონიმები)
წიგნში ,,ანტიკური ლიტერატურის სამყარო" ავტორი წერს, რომ ესქილემ თავის ტრაგედიაში ,,ორესტეა" პირველმა დასვა პირველის და მეორის პრობლემის საკითხი. ყურადღება შეკითხვა: დაასახელეთ ავტორი ნაწარმოებისა: პირველი და მეორე.
დოსტოევსკი
(წიგნის ავტორის აზრით ესქილემ პირველმა დააყენა დანაშაულის და სასჯელის პრობლემის საკითხი)
წინა საუკუნის ბოლოს ერთი ინგლისელი პიანისტი იმყოფებოდა გასტროლებით ახლო აღმოსავლეთში. როდესაც ის დაბრუნდა ინგლისში, ცნობილ დირიჟორთან ბილჰემთან საუბრისას მან გამოთქვა უკმაყოფილება: ”თქვენ წარმოიდგინეთ, არაბებმა მე ორჯერ მესროლეს ტყვია!” ბილჰემს გაუკვირდა: ”ღმერთო ჩემო! მე არ მეგონა, რომ არაბები ასე კარგად ...” დაასრულეთ გონებამახვილი ბილჰემის სიტყვები.
”...ერკვეოდნენ მუსიკაში”
დიდი ბრიტანეთის დედოფლის პატივსაცემად, რომელმა მოგზაურმა უწოდა ცნობილ ჩანჩქერს ვიქტორია?
დეივიდ ლივინგსტონმა
ერთმა ექიმმა გამოაქვეყნა გაზეთში შემდეგი სარეკლამო განცხადება: "აშშ-ს მოსახლეობის დაახლოებით 50% ხმარობს სათვალეს. ეს ფაქტი კიდევ ერთხელ ამტკიცებს, რომ ცხოვრება შეუძლებელია ... გარეშე". რის გარეშე?
"... ყურების გარეშე"
(+თავად ყელ-ყურის ექიმი იყო)

შეკითხვის ავტორებმა დარიგებულ მასალაზე მართკუთხედით დაფარეს ერთი ლათინური წარმოშობის მქონე სიტყვა. ერთი წუთის შემდეგ აღადგინეთ წარწერა ინგლისურად ან ქართულად.
რევოლუცია (Revolution)
რემბრანდტისადმი მიძღვნილ ერთ წიგნში გამოთქმულია ვარაუდი, რომ მხატვარმა თავის ცნობილ სურათზე „ექიმ ტულპის ანატომიის გაკვეთილი“ მუშაობისას, ექიმები სახელოსნოში სათითაოდ ცალ-ცალკე მიიწვია და ისე დახატა. დაასახელეთ ფრანგული წარმოშობის სიტყვა, რომელსაც ამავე წინადადებაში შევხვდებით.
მონტაჟი
აბრაამ ლინკოლნი ამბობდა: ”თვალთმაქცი მე მაგონებს ადამიანს, რომელმაც მოკლა მშობლები და სასამართლოს თხოვს შეწყნარებას იმის საფუძველზე, რომ იგი ...” დაასრულეთ ფრაზა.
”...ობოლია”

რომელი ქვეყნის დროშაა სურათზე?
ზიმბაბვე