რამდენი წლის ასაკში გამეფდა დავით აღმაშენებელი?
16
რა უფლებებით იყო აღჭურვილი მწიგნობართუხუცეს-ჭყონდიდელი?
შეეძლო ჩარეულიყო როგორც სასულიერო, ისე საერო საქმეებში
რატომ გამართა მეფემ ერწუხთან ბრძოლა?
კახეთ-ჰერეთის შემოერთების მიზნით
ვინ სარდლობდა მტრის კოალიციურ ლაშქარს დიდგორის ბრძოლაში?
ნეჯმ ად-დინ ილღაზი
დავით აღმაშენებელმა დაარსა ქსენონი... რა იგულისხმება "ქსენონში"?
სახლი ავადმყოფთათვის ანუ საავადმყოფო
ვისი ასული იყო დავით აღმაშენებლის მეორე ცოლი?
რა მიზნით მოიყვანა იგი ცოლად?
ყივჩაღთა ბელადის, ათრაქა შარაღანის ძის...
ამ ქორწინებამ ყივჩაღთა ჩამოსახლებას და რეგულარული არმიის შექმნას შეუწყო ხელი
საიდან გადმოასახლა დავით აღმაშენებელმა ყივჩაღები? რატომ?
ჩრდილოეთ კავკასიიდან
მუდმივი, იგივე რეგულარული ჯარის შესაქმნელად
თბილისის აღების შემდეგ დავით IV-ემ რატომ დაუწესა მუსლიმ ვაჭრებს შეღავათები?
რადგან შეშინებული მუსლიმი ვაჭრები არ აყრილიყვნენ და ოჯახებითურთ საქართველოდან არ გაქცეულიყვნენ. ეს საქართველოს ვაჭრობას მეზობელ თუ შორეულ მუსლიმურ სახელმწიფოებთან ძალზე შეამცირებდა და ქვეყანას მძიმე ეკონომიკურ ზარალს მიაყენებდა.
რატომ არ გამოიყვანა დიდგორის ბრძოლის ველზე 40 000 ყივჩაღი მეფემ?
არ ენდობოდა
ვის მიმართ არის ნათქვამი დავითის ისტორიკოსის სიტყვები: "კუდი ძაღლისა არ განემართების, არცა კირჩხიბი მართლად ვალს?"
ლიპარიტ V ბაღვაშის
რამდენი ვაჟიშვილი ჰყავდა დავით IV-ეს? დაასახელეთ ისინი... რომელი მათგანი იღებდა მონაწილეობას დიდგორის ომში?
2;
დემეტრე, ცვატა (ვახტანგი)
დემეტრე
რატომ გაატარა დავით აღმაშენებელმა რეფორმები?
მეფის ხელისუფლების გაძლიერებისა და ქვეყნის მმართველობის ცენტრალიზაციის მიზნით, რათა დაეწყო საქართველოს საბოლოო გაერთიანება და შეექმნა ერთიანი ქართული ფეოდალური მონარქია
დაასახელეთ ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე ის ისტორიული მოვლენა, რომელმაც დავით აღმაშენებელს ხელი შეუწყო, რათა სელჩუკთათვის ხარკის მიცემა შეეწყვიტა?
ევროპაში დაიწყო ჯვაროსნული ლაშქრობა. ჯვაროსნებმა დაამარცხე თურქ-სელჩუკები და იერუსალიმი აიღეს
რას ითვალისწინებდა დავით აღმაშენებელი, როდესაც მტრის ლაშქარი დიდგორის ველზე შემოიტყუა?
მტრის უზარმაზარ ლაშქარს არ მისცა არმიის გაშლისა და მთელი ძალის გამოყენების საშუალება
რომელ უცხოურ ენებს ფლობდა დავით აღმაშენებელი?
სპარსულ და არაბულ ენებს
დაასახელეთ დავით აღმაშენებლის იმ ქალიშვილის სახელი, რომელიც გაათხოვა ბიზანტიაში, იმპერატორის ვაჟზე? რატომ
კატაი
ბიზანტიასთან ურთიერთობის მოგვარების მიზნით.
ამ ქორწინების შედეგად მეფე აქტიურად მონაწილეობდა ბიზანტიის საიმპერატორო კარზე წარმოქმნილ დინასტიურ დაპირისპირებებში.
რატომ შექმნა დავით აღმაშენებელმა "სააჯო კარი"?
სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების გასაჩივრებისათვის, ე.ი. სააჯო კარს მიანიჭა სააპელაციო სასამართლოს ფუნქცია
არსენ იყალთოელს ეკუთვნის დავით აღმაშენებლის გარდაცვალების შემდეგ შექმნილი ეპიტაფია ანუ საფლავის ქვის წარწერა:
„ვის ნაჭარმაგევს მეფენი შვიდნივე პურად დამესხნეს,
თურქნი, სპარსნი და არაბნი საზღვარსა გარე გამესხნეს,
თევზნი ამერთა წყალთაგან იმერთა წყალთა შთამესხნეს,
აწე ამათსა მოქმედსა ხელნი გულზედა დამესხნეს“
რა იგულისხმება ამ ეპიტაფიის პირველ ტაეპში:
„ვის ნაჭარმაგევს მეფენი შვიდნივე პურად დამესხნეს"?
მეფენი შვიდნივე პურად დამესხნეს - იგულისხმება: დავით აღმაშენებელის მიერ საბოლოოდ გაერთიანებული საქართველო - მეფე აფხაზთა (ე.ი. დას. საქართველოს ფლობა -1089 წ.), ქართველთა (ქართლი), კახთა (კახეთი -1101-1104წწ.) რანთა (ჰერეთი), სომეხთა (ლორე-ტაშირი - 1118 წ.), შაჰან-შაჰ (ანისის - 1123 წ.), შარვან-შაჰ (შარვანის - 1124 წ.).
თქვენს წინაშე წარმოსგენილი ბრძოლის გეგმაზე ქართველთა ლაშქრის რომელი ნაწილის ბრძოლის მიმართულებაა მოცემული წითელი ფერის ისრებით?
ქართული ლაშქრიდან 200 შეჭრა მტრის განლაგებაში
რომელი ქვეყნის მუზეუმშია დაცული დავით აღმაშენებელის მონეტა?
დიდი ბრიტანეთის
გაიხსენეთ, რომელი დიდი ფეოდალის წინააღმდეგ სურდა ბრძოლა ჯერ კიდევ უფლისწულ დავითს, მარამ ვერ შეძლო.. რატომ?
ძაგან აბულეთის ძის წინააღმდეგ
ის ჯერ კიდევ უფლისწული იყო
რატომ გააუქმა დავით IV-ემ ბაღვაშთა ძლიერი საფეოდალო?
ძლიერი სადეოდალოების გაუქმებით დავითმა მნიშვნელოვნად დაასუსტა ოპოზიცია და გააძლიერა მეფის ხელისუფლება. საქართველოს ერთ სამეფოდ შეკვრისათვის აუცილებელი იყო რომ თრიალეთი მეფის ხელთ ყოფილიყო, რადგან აქ გადიოდა უმოკლესი გზა, რომელიც საქართველოს აღმოსავლეთ ნაწილი მის სმახრეთ-დასავლეთ მხარეს უკავშირდებოდა. ამასთანავე თრიალეთს დიდი სამხედრო სტრატეგიული და ეკონომიკური მნიშვნელობა ჰქონდა.
რა ფაქტის შემდეგ უბოძა გორს ქალაქობა დავით აღმაშენებელმა?
ანისის აღების შემდეგ
დაასახელეთ დიდგორის ველზე აღმართული სკულფტურულ-არქიტექტორული მემორიალის ავტორები
მერაბ ბერძენიშვილი
თამაზ გაბუნია
რომელ ტაძარშია დავით აღმაშენებელის ქვემოთ წარმოდგენილი ფრესკა?
გელათის ტაძარი