ისტორია
მიმდინარეობები და ქვეჯგუფები
იუდაური დღესასწაულები
100

ვინ მიიჩნევა ებრაელთა სულიერ ლიდერად?

მოსე

100

რას ნიშნავს "ჰარედიმ" 

ისინი, ვინც კანკალებენ

100

რას ეწოდება შოფარი?

ვერძის რქა

200

იუდაიზმის განვითარების 4 ეტაპიდან რომელ ეტაპზე ჩნდება სინაგოგები?

დიასპორის პერიოდი

200

დაასახელეთ აშკენაზების ენა და რომელი ენების ნაზავია იგი? 

იდიში; გერმანული, სლავური და ებრაული ენების ნაზავი

200

რა წარმოადგენს როშ ჰაშანას, ანუ ებრაული ახალი წლის, სიმბოლოებს? 

შოფარი, ღვინო, ბროწეული, ვაშლი და თაფლი. 

300

ჩამოთვალეთ წინასწარმეტყველად გამორჩევის სამი კრიტერიუმი?

შინაარსი, თავმდაბლობა, დადებითი შედეგი 

300

რას იგულისხმება ებრაელის პირად პასუხისმგებლობაში რეფორმისტული მიმდინარეობის მიხედვით? 

ჰალახა განიხილება, როგორც პიროვნული საწყისი წერტილი ან სახელმძღვანელო, სადაც თითოეულ ებრაელს ეკისრება ვალდებულება, თავად განმარტოს თორა, თალმუდი და სხვა ებრაული ნაშრომები საკუთარი თავისთვის.

300

დაასახელეთ შალოშ რეგალიმ, ანუ სამი პილიგრიმული დღესასწაული? 

პასექი (ფესახი), სუქოთი, შავუოთი

400

რას აღნიშნავს დავითის ვარსკვლავი? (აღწერეთ სიმბოლიკა)

ექვსქიმიანი ვარსკვლავის პირველი სამკუთხედი, რომლის წვერიც ქვემოთ არის მიმართული, განასახიერებს ზეციურ საწყისს, რომელიც მიწისკენ მიისწრაფვის, ხოლო მეორე სამკუთხედი, რომლის წვერიც ზემოთ არის მიმართული, მიწიერ საწყისს, რომელიც ზეცისკენ მიისწრაფვის.

400

რა ძირითადი განსხვავება არსებობს ორთოდოქსულ იუდაიზმსა და იუდაიზმის ლიბერალურ მიმდინარეობებს შორის თორას წარმოშობასთან დაკავშირებით? 

ორთოდოქსული მიმდინარეობების მიხედვით, თორა არის სიტყვასიტყვითი ღვთაებრივი გამოცხადება, რომელშიც არავითარი ადამიანური არ არის, მაშინ როცა ლიბერალური მიმდინარეობები ღვთაებრივ გამოცხადებასთან ერთად, ადამიანურ ძალისხმევასაც ითვალისწინებენ. 
400

რა ჰქვია ვახშამს, რომელსაც მიირთმევენ პასექის დროს და რატომ მზადდება მაცა საფუარის გარეშე? 

სედერი; უსაფუარო პური სიმბოლოა იმ სიჩქარის, რომლითაც ებრაელებმა დატოვეს ეგვიპტე, ანუ პურმა ამოსვლა/გაღვივება ვერ მოასწრო. 

500

როგორ იშიფრება თანახი (ანუ ებრაული ბიბლია)?

თ - თორა (მოსეს რჯული); ნ - ნაბიიმ (წინასწარმეტყველნი); ხ - ქერუბიმ (წერილნი)

500

დაასახელეთ სამი განსხვავება ულტრაორთოდოქსიასა და რეკონსტრუქციონიტულ იუდაიზმს შორის? 

წარმომავლობა, შერეული ქორწინება, ლიტურგიის ენა, ქალები რაბინებად, თორას წარმოშობა.

500

ლეას დილემა:

სიტუაცია: შაბათის დადგომამდე 30 წუთია დარჩენილი, და სანთლები დაგავიწყდათ. დედა გთხოვს, სწრაფად გაიქცე ახლომდებარე მაღაზიაში და იყიდო ისინი.

შეკითხვა: უნდა წახვიდე მაღაზიაში და იყიდო სანთლები? ახსენი, რატომ არღვევს ან იცავს ეს ქმედება შაბათის კანონებს. 

არ უნდა წახვიდე.

ახსნა: შაბათს აკრძალულია ვაჭრობა და ფულის გამოყენება.