სახალისო მათემატიკა
ლოგიკა
ზოგადი
პერიმეტრი
ფართობი
100
  • რას უდრის ორ ათეულს დამატებული ორი ოცეული და გამოკლებული სამი ათეული?

30

100

ნიკა და ლუკა ძმები არიან. ორთავეს ჰყავს დაიკო. რამდენი დედმამიშვილია ამ ოჯახში?

სამი, საააამიიიიიი

100

ამჟამად ვინ არის საქართველოს პრეზიდენტი?

მიხეილ  ყაველაშვილი

100

მართკუთხედის სიგრძე 60 მეტრია, სიგანე 20მ. რას უდრის პერიმეტრი?

160 მეტრი

100

ოთახის სიგრძეა 7მ, სიგანე 5 მ. იპოვეთ ფართობი

35მ2

200

ერთ  ყუთში ხუთი ათეული კანფეტი დევს, მეორეში 18-ით ნაკლები, ორივეში ერთად რამდენია?

 82

200

ერეკლე დაბალია გაბრიელზე, დათო კი ერეკლეზე დაბალია. ვინაა ყველაზე მაღალი?

გაბრიელი

200

რისგან ამზადებენ ფანქრის გულს?

გრაფიტისგან

200

კვადრატის გვერდი 20 მეტრია. რას უდრის პერიმეტრი?

80 მეტრი

200

მართკუთხედის ფორმის მიწის ნაკვეთის სიგანეა 30 მ. სიგრძე 2-ჯერ მეტია სიგანეზე. 

იპოვეთ ფართობი 

1800მ2

300

კასრში 80 ლიტრი წყალია. ამ კასრიდან ამოიღეს წყალი ოთხი ცალი ათლიტრიანი ვედროთი და სამი ხუთლიტრიანით. რამდენი ლიტრი წყალი დარჩა კასრში?

25 ლიტრი

300

დარიკო უფროსია სოფოზე, სოფო უფროსია გიორგიზე, ანასტასია კი გიორგიზე უმცროსია. ვინაა ყველაზე უმცროსი?

ანასტასია

300

გადაშენების პირას მყოფი რომელი ცხოველი ბინადრობს სვანეთში?

ჯიხვი

300

ეზოს მართკუთხედის ფორმა აქვს.რა სიგრძის ღობეა საჭირო, თუ სიგანე 20 მეტრია, სიგრძე კი 2-ჯერ მეტია სიგანეზე?

120 მეტრი

300

ელენე ოთახის კედლების შესაღებად ემზადება. მან ამ ოთახის სიგრძე და სიგანე გაზომა, რაც  4მ. და 6მ. აღმოჩნდა. ჭერის სიმაღლე 3 მეტრია. 

სულ რა ფართობი აქვს შესაღები ელენეს?

60 მ2

400
  • თაფლით სავსე ქილა იწონის 5 კგ-ს, ნახევრად ცარიელი ქილა კი 3 კგ-ს. რამდენ კილოგრამს იწონის მარტო ქილა?

1 კგ

400

თუ სირბილში მონაწილეობისას შენ გადაასწარი მეორე ადგილოსანს, რომელ ადგილზე აღმოჩნდები?

 II ადგილზე

400

რომელია ყველაზე მაღალი ბალახი?

მისგან გემრიელ სალათებს, მწნილს და მურაბასაც კი ამზადებენ.

ბამბუკი

400

ორი კვადრატის ერთმანეთზე მიდგმისთ მიღებულია მართკუთხედი. იპოვე ამ მართკუთხედის პერიმეტრი თუ კვადრატის პერიმეტრია 240 მ.  

360 მეტრი

400

მართკუთხედის პერიმეტრია 360 მ. ერთ-ერთი გვერდის სიგრძე 40 მერტია. იპოვეთ მართკუთხედის ფართობი.

5600 მ2

500

დაფაზე წერია სამი რიცხვი, რომელთა ჯამია 50. ანამ თითოეულ მათგანს გამოაკლო მის მიერ ჩაფიქრებული რიცხვი და მიიღო 24, 13 და 7. 

რომელი რიცხვები წერია დაფაზე?

9, 15, 26.

500

სამი ქათამაი სამ დღეში დებს სამ კვერცხს. რამდენ კვერცხს დადებს 9 ქათამი 12 დღეში?

36

500
  • ბებომ შემოდგომის ერთ მშვენიერ დღეს 19 წყვილი ჩურჩხელა ამოავლო. მეორე დღეს კი 10 წყვილით მეტი და გასაშრობად გაფინა.  სულ რამდენი ცალი ჩურჩხელაა გაფენილი?

96 ცალი ჩურჩხელა

500

მართკუთხედის ფართობია 3600 მ2. ერთ-ერთი გვერდი 30 მერტია. იპოვეთ მართკუთხედის პერიმეტრი.

300 მ

500

ორი კვადრატის ერთმანეთზე მიდგმით მიღებული მართკუთხედის პერიმეტრია  540 მ. 

იპოვე ამ მართკუთხედის ფართობი.

16200 მ2