დაარსება
ვახტანგ გორგასალი
თილისის მოსახლეობის ეთნიკური შემადგენლობა
თბილისის მოსახლეობის რელიგიური შემადგენლობა
ხელოსნობა თბილისში
100

საქართველოს რომელ მეფეს უკავშირებს ლეგენდა ქალაქ თბილისის დაარსებას?

ვახტანგ გორგასალი
 

100

რომელ საუკუნეში დაარსდა ქალაქი თბილისი?

V საუკუნეში

100

რას ნიშნავს სიტყვა "ეთნიკური"?

სიტყვა "ეთნიკური" იგივეა, რაც სიტყვა "ეროვნული"

100

რა ეწოდება ლუთერანი ქრისტიანების სალოცავს?

კირხე

100

რა ეწოდება ხელოსანთა გაერთიანებას?

ამქარი

200

რა სახელით იყო ცნობილი ძველად ქალაქი თბილისი?

ტფილისი

200

რატომ ერქვა ვახტანგ მეფეს გორგასალი?

მეფე ვახტანგი ბრძოლის დროს ისეთ მუზარადს ატარებდა, რომელსაც უკან ლომი და წინ მგელი ჰქონდა გამოსახული, სპარსულად კი გორგასალი მგლისთავას ნიშნავს.

200

როგორ ფიქრობ, რატომ გახდა თბილისი სხვადასხვა ხალხის თავშეყრის ადგილი?

თბილისი მდებარეობს ევროპიდან აზიისაკენ, ასევე სამხრეთიდან ჩრდილოეთისაკენ გამავალ გზებზე. ამიტომ აქ ოდითგანვე სხვადასხვა ხალხი იყრიდა თავს


200

დაასახელეთ ისლამის ორი ძირითადი მიმართულება

შიიზმი და სუნიზმი

200

ამქრის შემადგენლობაში იყვნენ:

ოსტატები, ქარგლები და შეგირდები

300

რომელი უბნის ტერიტორიაზე მოხდა დასახლება ძველ ქალაქში? 

აბანოთუბნის ტერიტორიაზე დაარსდა ქალაქი თბილისი

300

სად არის დაკრძალული ვახტანგ გორგასალი?

სვეტიცხოველში

300

დაასახელეთ სომეხი პოეტი და საზოგადო მოღვაწე, რომელიც ცხოვრობდა და მოღვაწეობდა თბილისში.

ჰოვანეს თუმანიანი

300

თბილისში, საბჭოთა პერიოდში შიიტები და სუნიტები, რომლებიც მსოფლიოს ყველა ქვეყანაში ერთმანეთთან დაპირისპირებულები არიან, ერთ მეჩეთში, ერთმანეთის გვერდძე ლოცულობდნენ. რატომ?

საბჭოთა პერიოდში მეჩეთი კომუნისტებმა თბილისში დაანგრიეს, თბილისი კი, როგორც ვიცით გამოირჩევა ტოლერანტულობით, ამიტომ ამ ქალაქში შიიტები და მუსლიმები ერთმანეთის გვერდით ლოცულობდნენ და ერთმანეთს ჩვენს ქვეყაში არ დაპირისპირებიან

300

რას უწოდებდნენ ამქრის მეთაურს, იგივე უფროს ოსტატს?

უსტაბაში

400

საქართველოს რომელი კუთხეები ესაზღვრება ერთმანეთს  ქ. თბილისთან?


შიდა და ქვემო ქართლი

400

ვახტანგ გორგასალს საქართელოს დედაქალაქის თბილისში გადმოტანა სურდა, მაფრამ ამას ვერ მოესწრო. ვინ გადმოიტანა მცხეთიდან დედაქალაქი ქალაქ თბილისში?


ვახტანგ გორგასალის დაწყებული საქმის დასრულება შეძლო მისმა შვილმა - დაჩი უჯარმელმა

400

დაასახელეთ ცნობილი აზერბაიჯანელი მწერალი და განმანათლებელი, რომელიც ცხოვრობდა და მორვაწეობდა თბილისში

მირზა ფათალი ახუნდოვი

400

როგორ შეაფასებ თბილისის მოსახლეობის საქციელს, როდესაც გაჭირვების დროს ისინი ერთმანეთის წმინდანებს მიმართავდნენ დასახმარებლად?

ქართველი, თბილესი მოსახლეობის ტოლერანტული ხასიათით

400

როგორ ხდებოდა ოსტატად ხელდასმა, იგივე "კურთხევა"?

წელიწადში ერთხელ იმართებოდა "ამქრობა", სადაც შეგირდის ოსტატად ხელდასმა ხდებოდა. ამქრის უსტაბაში ხელდასასმელ ქარგალს ჯერ დალოცავდა, შემდეგ ცალი ხელით ორივე ხელის ცერს დაუწერდა და ორივე ლოყაზე სილას სამ-სამჯერ შემოკრავდა. სილის შემოკვრა მომწიფების სიმბოლოდ მიაჩნდათ. ამავე დროს ცხვარსაც სწირავდნენ მსხვერპლად.

500

რატომ ააშენეს ფუნიკულიორი?

ახალი უბნების ქალაქთან დაკავშირების მიზნით

500

რას იტვალისწინებდა ვახტანგ გორგასალის მიერ გატარებული საეკლესიო რეფორმა?

ვახტანგ გორგასალის მცდელობით საქართველოს ეკლესიამ ავტოკეფალია, ანუ დამოუკიდებლობა მოიპოვა. ამის დამსახურების გამო საქართველოს ეკლესიამ ვახტანგ გორგასალი წმინდანად შერაცხა

500

რატომ გადმოსახლდნენ გერმანელები საქართველოში?


გერმანელები საქართველოში გადმოსახლდნენ რელიგიური მოსაზრებების გამო

500

რას უწოდებენ ცეცხლთაყვანისმცემელთა სალოცავს?

ათეშგა

500

მართალია, თბილისში დღეს ამქრები აღარ არის შემორჩენილი, მაგრამ კვლავ არსებობს ხეოსნებისა და სხვა სფეროს წარმომადგენელთა გაერთიანებები, რომლებიც ზრუნავენ თავის წევრებზე. რა ეწოდება ამ გაერთიანებას?

პროფესიული კავშირები ანუ პროფკავშირები