რისი შედეგია სწავლა ამ თეორიის მიხედვით?
ჩაღრმავებული აზროვნების, გაგების შედეგია.
რას უწოდებს პერკინსი "გაგების მოქმედებებს"?
პროცესებს რომლებიც მიღებული ცოდნის ახალ სიტუაციაში გამოყენების საშუალებას მისცემს მოსწავლეს.
რომელი ძირითადი ოქმედებების შედეგია პროდუქტული ცოდნა?
1. ცოდნის შენახვა ხანგრძლივ მეხსიერებაში
2. მიღებული ცოდნის გაგება
3. ცოდნის აქტიური გამოყენება სკოლის გარეთ
რამდენ კომპონენტი გამოყო პერკინსმა რომლებიც აუცილებელია გაგების წარმატებული სწავლებისათვის?
ექვსი კომპონენტი.
პერკინსის თეორიის ძირითადი ცნებებია ....
"გაგება" და "გენერაციული" ცოდნა
რას ნიშნავს კონკრეტული საკითხის გაგება?
გაგების მოქმედებების განხორციელებას საკითხის გარშემო.
პერკინსის თეორიის მიხედვით სწავლების სტრატეგია რაზე ყურადღების გამახვილება უნდა იყოს?
მოსწავლის მიერ შესწავლილი მასალის ღრმა გააზრებაზე და მის ავშირზე გამოცდილებასთან და სხვა საგნებში მიღებულ ცოდნასთან.
დაასახელეთ პირველი ორი კომპონენტი...
1. სწავლება, როგორც აზროვნებაზე ფოკუსირებული ხანგრძლივი პროცესი.
2. მიმდინარე შეფასების აუცილებლობა.
პერკინსის აზრით შესაძლოა თუ არა დააგროვოს ცოდნა და განავითაროს უნარების მიღებული ინფორმაციის ღრმა გააზრების გარეშეც?
დიახ
მოიყვანეთ გაგების მოქმედებების მაგალითი
განხილვა, კატეგორიის გამოყოფა, კითხვის დასმა და ა.შ.
პერკინსის უპირატესი სწავლების პირველი მეთოდია...
საკითხის გარშემო კავშირებისა და მიმართებების დამყარება ანუ "დაკავშირება"
დაასახელეთ მესამე და მეოთხე კომპონენტი...
3. განვითარების კანონზომიერების გათვალისწინება.
4. სწავლის უზრუნველყოფა ინფორმაციის ისე წარმოდგენით რაც ხელს შეუწყობს გაგების პროცესის აღძვრას.
პერკინსის მიხედვით გაგება გარდა შინაარსის გაგებისა კიდევ რას გულისხმობს?
"მოქმედების პერსპექტივა"
რას ნიშნავს რაიმეს გაგება პერკინსის მიხედვით?
შინაარსის გაგებას,განზოგადებას, მაგალითების მოყვანას, დაკვნის გამოტანას და ა.შ.
პერკინსის უპირატესი სწავლების მეორე მეთოდია...
პრობლემური სიტუაციის შექმნა ანუ "გზის მიყოლა"
დაასახელეთ ბოლო ორი კომპონენტი...
5. მოსწავლეთათვის სასწავლო საგნის გაცნობა.
6. სწავლება ტრანსფერისათვის.