სწავლების არდებულ მიდგომებთან დაკავშირებული პრობლემა
დ.პერკინსის ეფექტური სწავლების შვიდი მეთოდი
100

რაში მდგომარეობს ნაწილებით სწავლების ძირითადი პრინციპი?

საკითხების შემადგენელ ნაწილებად, ელემენტებად დაყოფასა და ამ ელემენტების თანამიმდევრობით სწავლებაში.

100

ჩამოთვალეთ შვიდივე პრინციპი.

1. გააცანით ბავშვებს სასწავლო პროცესის "საბოლოო შედეგი".

2. აჩვენეთ მოსწავლებს, თუ რა ღირებულება აქვს ამა თუ იმ საკითხის სწავლებას.

3. საგანგები ყურადღება გაამახვილეთ რთულ საკითხებზე.

4.დაეხმარეთ მოსწავლეებს ცოდნის გამოყენებაში.

5.გააცანთ მოსავლეებს თემის/საკითხის მიღმა არსებული ლოგიკა, პრინციპი.

6.განავითარეთ მოსავლეებში თანატოლებისგან სწავლსი უნარი.

7.ასწავლეთ მოსწავლეებს სწავლა

200

დ.პარკინქსის აზრით კომპლექსური საკითხის ნაწილებზე ხანგრძლივმა ფოკუსირებამ რა უარყოფითი შედეგი შეიძლება გამოიწვიოს?

 

მოსწავლის მხედველობის არეალიდან ფაქტობრივად გაქრობა ამ ელეემენტების გამაერთიანებელი მთლიანის, საბოლოო პროდუქტისა. 

200

პირველი სამი პრინციპიდან გამომდინარე ისაუბრეთ და უკეთ წარმოაჩინეთ მასწავლებლის როლი. (1.გააცანით ბავშვებს სასწავლო პროცესის "საბოლოო შედეგი".2. აჩვენეთ მოსწავლებს, თუ რა ღირებულება აქვს ამა თუ იმ საკითხის სწავლებას.3. საგანგები ყურადღება გაამახვილეთ რთულ საკითხებზე.)

სწავლის მიმართ ინტერესის და სასწავლო პროცესის ეფექტურობის გაზრდისთვის მნიშვნელოვანია, ბავშვებს ნათელი წარმოდგენა ჰქონდეთ მთლიანად სასწავლ საკითხზე (საბოლოო პროდუქტზე). აგრეთვე მისი შესწავლსი ღირებულებასა და აუცილებლობაზე. ამაში კი მასწავლეებლს მთავარი როლი ენჭება. მასწავლებელი ვალდებულია, საგანგებოდ აუხსნას მოსწავლეებს, ტუ რა ღირებულება აქვს ამა თუ იმ თემას, რისთვს არის სჭირო კონკრეტული საკითხის შესწავლა და როგორ შიეძლება გამოიყენოს ეს ცოდნა პრაქტიკაში. ამასთან, მოვლენების უფრო სიღრმისეულად წვდომისათვის მნიშვნელოვანია, დავანახოთ მოსწავლეებს შესასწავლ მოვლენებთან დაკავშირებული პრინციპები და კანონზომიერებები.  

300

რას გულისხმობს საკითხის შესახებ სწავლის პრინციპი?

შესასწავლი თემის შესახებ ზოგადი ინფორმაციის მიწოდებას მოსწავლეებისთვის, საკითხის დეტალური და სიღრმისეული ანალიზის გარეშე.

300

მეოთხე პრინციპიდან გამომდინარე მასწავლებემა რას უნდა მიაქციოს ყურადღება? როგორ უნდა მოიქცეს?

მასწავლებელი საგანგებო ყურადღებას უნდა აქცევდეს თემაში მოსწავლეებისათვის რთულ, პრობლემურ ნაწილებს. პედაგოგი უნდა გაერკვას, რამ განაპირობა სირთულე, გამოყოს დრო და სწავლების სხვადასხვა სტრატეგიის გამოყენებით დაეხმაროს მოსწავლეს რთული ელემენტების გაგებასა და გააზრებაში. 

400

როდის ხდება საკითხის შესახებ სწავლის პრინციპი ეფექტური და  არაეფექტური?

ეფექტური სტრატეგია შეიძელბა იყოს კონკრეტულ ვითარებაში და კონკრეტულ საგანთა მიმართებაში, ხოლო არაეფექტურია მაშინ, როდესაც მისი გამოყენება გაუაზრებლად და საკმარისზე მეტი დროის განმავლობაში ხდება.

400

როგორ ფიქობთ რამდენად ეფექტურია მეექვსე პრინციპი (გნავირთარეთ მოსწავლეებში თანატოლებისგან სწავლის უნარი)?

ბავშვებს, ისევე როგორც ზრდასრულებს, ზალიან ბევრი რამის სწავლა სეუძლიათ ერთმანეთისგან. ეს კი ეფექტურად უნდა გამოიყენოს მასწავლეებლმა სწავლსი პროცესში. წყვილებში ან ჯგუფუში მუშაობა, ერთობლივი პრეზენტაციის მომზადება ყველაზე ხელსაყრელი აქტივობაა ამ საკითხის მოქმედებაში მოყვანისთვის.  

500

რას წარმოადგენს დ. პერკინქსის მიერ შემუშავებული მოდელი და მისი აზრით სწავლების შვიდი პრინციპი რაში დაეხმარებათ მასწავლებლებს?

მოდელი წარმოადგენს ამ ორი მიდგომის:ნაწილების სწავლების მოდელისა და საკითხების შესახებ სწავლების მიდგომის პოზიტიური მხარეების ეფექტურად გამოყენების მცდელობას. მისი აზრით სწვალების შვიდი პრინციპი მასწავლებლებს დაეხმარებათ გააღვიძონ მოსწავლეებში სწავლსი მიმართ ინტერესი, აგრეთვე, ხელს შეუწყობს რთული კონცეფციების მარტივი და გასაგები ენით მიწოდებასა და სწავლის მაღალი ხარისხის უზრუნველყოფაში. 

500

როგორ გესმით "ასწავლე მოსწავლეებს სწავლა"?

პედაგოგი უნდა დაეხმაროს მოსწავეს იმის გააზრებაში, თუ როგორ შეუწყოს ხელი საკუთარ სწავლას, როგორ უნდა მართოს თვითონ საკუთარი განათელბა, სწავლის პროცესი.