რამდენი ასო-ბგერაა ქართულში?
ოცდაცამეტი
7+3+5=
15
რამდენი დროა წელიწადში?
ოთხი
რამდენი ფეხი აქვს ორ კურდღელს და ერთ ჩიტს?
10 ( 4+4+2=10)
პიტალო კლდეზე ბინადრობს,
არ ეშინია ქარ-წვიმის,
ფრინველთა მეფედ ითვლება,
თვალებბრიალა ...
არწივი
რომელია ოთხმარცვლიანი სიტყვა : სკამი, მატარებელი, მაიმუნი, კალია
მაიმუნი
12+4-6=
10
მაისი, ზაფხული, სექტემბერი
რომელი არაა თვე?
ზაფხული
ლიზის ჰქონდა წითელი ბურთები, დედამ უყიდა 6 მწვანე ბურთი, ახლა ლიზის 14 ბურთი აქვს. რამდენი წითელი ბურთი ჰქონდა ლიზის?
8
კრუხად იჯდა ქათამი,
საბუდარში თბილ-თბილად,
სამ კვირაში დაჩეკა,
ოცი ჭრელი ...
წიწილა
რამდენი სამმარცვლიანი სიტყვაა წინადადებაში :ლიზიკო, დედას სახლის დალაგებაში ეხმარება" ?
ერთი (ლიზიკო)
რა ნიშანი უნდა ეწეროს წერტილების ნაცვლად?
12+6 ... 20-2
> , <, თუ = ?
გაზაფხული, შემოდგომა, ზაფხული, სექტემბერი , ზამთარი.
რომელია თვე?
სექტემბერი
ეზოში 6 გოგონა და 2-ით მეტი ბიჭი თამაშობდა. რამდენი ბავშვი თამაშობდა სულ ეზოში?
14 6( გოგონა)+8( ბიჭი) =14
დაბურთდება, გაგორდება,
წამოისხამს მსხლებს და ვაშლებს,
მასთან ხუმრობას არ გირჩევთ,
ზურგი ეკლებით აქვს სავსე
ზღარბი
დაალაგე სიტყვები სწორად და მიიღე წინადადება : მიდის ,ლიზი , საქართველოში, ზაფხულში.
ლიზი ზაფხულში საქართველოში მიდის.
... + 7=19 რა რიცხვი უნდა ეწეროს წერტილების ნაცვლად?
12
კატა, ძაღლი, ვირი, სირაქლემა, ღორი .
რომელია ზედმეტი?
სირაქლემა
მია შარშან იყო 5 წლის. რამდენი წლის იქნება 5 წლის შემდეგ?
11
ზურგზე ორი ბორცვი ადევს,
უფრო სწორად ბორცვაკი,
დედიკო ჰყავს აქლემი და
თავად ჰქვია ...
კოზაკი
დაასრულე ლექსი :
რომ ვიტირე, დედიკომ
დამაწიწკნა ქოჩორი,
ბებიამ კი მიძახა
........................
გაუზრდელი ჩოჩორი.
რომელი ჯამია მეტი 16-ზე?
ა) 6+4+5
ბ) 7+3+8
გ) 9+2+2
ბ) 7+3+8
ქათამი, კოდალა, არწივი, ბატი, ოფოფი.
ჩამოთვლილთაგან რომელია შინაური ფრინველები?
ქათამი და ბატი
რომელ გეომეტრიულ ფიგურას არ აქვს წვეროები? სამკუთხედს, ხუთკუთხედს, წრეს
ის ზამთრობით ბუნაგში ხვრენს,
დიდზე დიდი მას აქვს თათი,
ტყეში ცხოვრობს ორი ბელით,
ის რა ცხოველია?
დათვი