თავისუფლების დიდი ქარტია, რომელ წელს და სად იქნა მიღებული?
1215 წელს ინლისში.
მდგრადი განვითარება რას გულისხმობს?
განვითარება უნდა იყოს ეკონომიკურად ხელსაყრელი, სოციალურად სამართლიანი და გარემოსთვის დამზოგავი.
გაერო რომელ წელს შეიქმნა?
1945 წელს.
რას გულისმობს კონფედერაცია?
სახელმწიფოთა კავშირი, როდესაც წევრი სახელმწიფოები სრულად ინარჩუნებენ სუვერენიტეტს და შესაბამისად, მათ აქვთ კავშირიდან ცალმხრივი, უპირობო გასვლის უფლება.
დოკუმენტი ჰაბეას კორპუს აქტი რას საკითხს აგვარებდა?
ადამიანის დაკავების და დაპატიმრების საკითხის განხილვა სასამართლოს მიერ აუცილებელი გახდა.
შევინარჩუნოთ ბიომრავალფეროვნება, გულისხმობს...
...განადგურებისგან უნდა დავიცვათ ცხოველების და მცენარეების ყველა სახეობა
ადამიანთა უფლებათა საერთაშორისო დეკლარაცია რომელ წელს შეიქმნა?
1948 წელს
უნიტარული სახელმწიფო რას გულისხმობს?
შედგება მხოლოდ ადმინისტრაციული ან პოლიტიკურ-ადმინისტრაციული ერთეულებისაგან, რომლებიც უშუალოდ ემორჩილებიან ცენტრალურ ხელისუფლებას და, რომლებსაც არ აქვს სახელმწიფოებრიობის რაიმე ნიშანი.
აშშ დამოუკიდელობის დეკლარაცია რომელ წელს იქნა მიღებული?
1776 წელს
მოვუფრთხილდეთ ბუნებრივ რესურსებს გულისხმობს...
...ფუჭად არ დავხარჯოთ ელექტროენერგია, წყალი, გადასამუშავებლად ჩავაბაროთ ქაღალდი, პლასტმასი, შუშა და ა.შ.
ვინ იყო ელეონორა რუზველტი?
ადამიანთა უფლებათა საყოველთაო დეკლარაციის შემქმნელი და ამერიკის პრეზიდენტის ფრანკლინ დელანო რუზველტის მეუღლე.
რეგიონალისტური მოდელზე რას იტყვით?
უფლებამოსილება ცენტრალურ ხელისუფლებასა და ტერიტორიულ ერთეულებს შორის განაწილებულია კონსტიტუციით. იგი უნიტარული და ფედერაციული სისტემების შუალედური ფორმაა
საფრანგეთის ადამიანთა უფლებების დეკლარაცია რომელ წელს იქნა მიღებული?
1789 წელს.
შევამციროთ ჰაერის დაბინძურება - გულისხმობს...
მხარი დავუჭიროთ ეკოლოგიურად სუფთა ენერგიის წყაროების (წყლის, ქარის, მზის ენერგია, ბიოსაწვავი) განვითარებას, უპირატესობა მივანიჭოთ ადგილობრივ პროდუქციას, რადგანაც მისი წარმოება და მომხმარებლებამდე მიტანა ნაკლებ რესურსების ხარჯვას საჭიროებს.
გაერომ რომელ წელს მიიღო კონვენცია წამებისა და სხვა სასტიკი, არაადამიანური ან ღირსების შემლახავი მოპყრობის და დასჯის წინააღმდეგ ?
1994 წელს
ფედერაციული სახელმწიფო რას გულისხმობს?
დაყოფილია მოზრდილ ტერიტორიულ ერთეულებად, რომლებიც წარმოადგენს სახელმწიფოს მსგავს წარმონაქმნებს, თუმცა სუვერენიტეტის გარეშე.
კოლექტიური უფლებები რომელი თაობის უფლებას მიეკუთვნება?
მესამე თაობის უფლებას
მდგრადი განვითარების სოციალური ასპექტი რას გულისმხმობს?
სამართლიანობისა და კეთილდღეობის იდეებზე დაფუძნებულ საზოგადოებას.
ევროპის საბჭომ რომელ წელს მიიღო კონვენცია ადამიანის უფლებებისა და ბიომედიცინის შესახებ?
1997 წელს
აბსოლუტური მონარქია რას გულისმობს?
ხელისუფლების სრულად თავმოყრა ერთი პირის - მონარქის ხელში, რომელიც თვითონ გამოსცემს და აღასრულებს კანონებს, იგი უფლებამოსილია უშუალოდ ახორციელებდეს ადმინისტრაციულ მმართველობას ან ამ მიზნით დანიშნოს მთავრობა