სკოლამდელი განათლება
ზოგადი განათლება
პროფესიული განათლება
უმაღლესი განათლება
უმაღლესი განათლება
10

2. ადრეული განათლება სკოლამდელი აღზრდისა და განათლების სამართლებრივი და ინსტიტუციური ჩარჩო ეყრდნობა და ითვალისწინებს შემდეგ კანონებსა და საერთაშორისო ხელშეკრულებებს: 

კანონი „ადრეული და სკოლამდელი აღზრდის და განათლების შესახებ“, 

საქართველოსა და ევროკავშირს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმება; 

გაეროს ბავშვის უფლებების კონვენცია (CRC); დაკარის სამოქმედო გეგმას განათლების საყოველთაო ხელმისაწვდომობასთან დაკავშირებით (EFA); 

ქალის მიმართ დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ კონვენცია (CEDAW); 

სალამანკის მიმართვა (UNESCO); 

კონვენცია შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებების დაცვის შესახებ (CRPD);

10

2. ეროვნული სასწავლო გეგმა სტრუქტურულად მოიცავს:

სტრუქტურულად მოიცავს ზოგადი განათლების ყველა საფეხურისათვის საათების განაწილებას, სასწავლო გარემოს ორგანიზების პირობებსა და რეკომენდაციებს, მოსწავლეთა აუცილებელ დატვირთვას, იმ მიღწევების (უნარ-ჩვევებისა და ცოდნის) ჩამონათვალს, რომელთაც მოსწავლე უნდა ფლობდეს ყოველი საფეხურის დამთავრებისას, და ამ უნარჩვევებისა და ცოდნის შეძენის საშუალებათა აღწერას, საგნობრივ პროგრამებს.

10

2. ჩამოთვალეთ პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულების სახეები...

პროფესიული კოლეჯი - რომელსაც აქვს მხოლოდ პირველი სამი საფეხურის პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის განხორციელების უფლება. 

საზოგადოებრივი კოლეჯი - რომელიც ხუთივე საფეხურის პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებს ახორციელებს.

10

1. უმაღლეს სასწავლო დაწესებულებაში ერთი სასწავლო წელი მოიცავს საშუალოდ ----- კრედიტს.

უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ერთი სასწავლო წლის განმავლობაში საგანმანათლებლო პროგრამა მოიცავს საშუალოდ 60 კრედიტს.

10

2. რას ნიშნავს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ავტორიზაცია?

ავტორიზაცია არის უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სტატუსის მოპოვების პროცედურა, რომლის მიზანია სახელმწიფოს მიერ აღიარებული განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის გასაცემად შესაბამისი საქმიანობის განხორციელებისათვის აუცილებელი სტანდარტების დაკმაყოფილების უზრუნველყოფა.

20

3. რომელი წლიდან იწყება სკოლამდელი აღზრდისა და განათლების რეფორმა?

2015 წლიდან დაიწყო სკოლამდელი აღზრდისა და განათლების ძირეული და მასშტაბური რეფორმა.

20

3. რას ნიშნავს და ვის შეუძლია ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის მიღება ექსტერნატის წესით?

პირს, რომელმაც დამოუკიდებლად აითვისა ზოგადსაგანმანათლებლო პროგრამები, ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის მიღება შეუძლია ექსტერნატის წესით.

20

3. ეროვნული საკვალიფიკაციო ჩარჩოს რომელ და რამდენ საფეხურს მოიცავს პროფესიული პროგრამები?

პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამები განთავსებულია ეროვნული საკვალიფიკაციო ჩარჩოს ხუთ საფეხურზე. თითოეული საფეხურის პროგრამის დასრულების შემდეგ გაიცემა შესაბამისი პროფესიული დიპლომი

20

3. რამდენ კრედიტს მოიცავს ბაკალავრიატი და ვის აქვს საბაკალავრო პროგრამაზე სწავლის უფლება?

სწავლების პირველი საფეხურის (ბაკალავრიატი) საგანმანათლებლო პროგრამა შედგება არანაკლებ 240 კრედიტისგან. უმაღლესი განათლების პირველი საფეხური შეიძლება მოიცავდეს მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამას. ბაკალავრიატში სწავლის უფლება აქვს მხოლოდ სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი სახელმწიფო სერტიფიკატის მფლობელს ან მასთან გათანაბრებულ პირს.

20

3. როგორ ხდება სტუდენტთა მიღება უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში?

უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ბაკალავრიატის, დიპლომირებული მედიკოსის/სტომატოლოგის საგანმანათლებლო პროგრამით სწავლის უფლება აქვს მხოლოდ იმ აბიტურიენტს, რომელმაც გაიარა შესაბამისი ერთიანი ეროვნული გამოცდები საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ დადგენილი წესის შესაბამისად.

25

4. რომელ წელს მიიღო საქართველოს პარლამენტმა კანონი „ადრეული და სკოლამდელი აღზრდის და განათლების შესახებ“?

2016 წლის 8 ივლისს საქართველოს პარლამენტმა მიიღო კანონი „ადრეული და სკოლამდელი აღზრდის და განათლების შესახებ“

25

4. კიდევ ვინ და რა შემთხვევაში ფასდება ექსტერნატის გამოცდით?

ექსტერნატის გამოცდას აბარებენ აგრეთვე ის მოსწავლეები, რომლებმაც საბაზო-საშუალო საფეხურებზე სასწავლო წლის განმავლობაში გააცდინეს კონკრეტული საგნისთვის კონკრეტული სასწავლო წლის მანძილზე დათმობილი საათების 30% და მეტი, მოსწავლე ფასდება მხოლოდ ექსტერნატის გამოცდის ჩაბარების საფუძველზე.

25

4. სახელმწიფოს მიერ დაფუძნებულ პროფესილ საგანმანათლებლო დაწესებულებებში სტუდენტთა ჩარიცხვა ხორციელდება წელიწადში ორჯერ და მოიცავს შემდეგ საფეხურებს: 

ა) აპლიკანტთა რეგისტრაცია; 

ბ) პროფესიული ტესტირების ჩაბარება; 

გ) გასაუბრება საგანმანათლებლო დაწესებულებაში.

25

4. რამდენ კრედიტს მოიცავს მაგისტრატურა და ვის აქვს სამაგისტრ პროგრამაზე სწავლის გაგრძელების უფლება?

მეორე საფეხურის (მაგისტრატურა) საგანმანათლებლო პროგრამა მოიცავს არანაკლებ 120 კრედიტს. მაგისტრატურაში სწავლის უფლება აქვს არანაკლებ ბაკალავრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის მქონე პირს. სამედიცინო/სტომატოლოგიური განათლების პროგრამა არის ერთსაფეხურიანი უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამა, რომელიც მთავრდება დიპლომირებული მედიკოსის/სტომატოლოგის აკადემიური ხარისხის მინიჭებით. დიპლომირებული მედიკოსის 360-კრედიტიანი ან დიპლომირებული სტომატოლოგის 300-კრედიტიანი საგანმანათლებლო პროგრამის გავლის შედეგად მინიჭებული აკადემიური ხარისხი გათანაბრებულია მაგისტრის აკადემიურ ხარისხთან.

25

4. როგორ ხდება მიღება მართლმადიდებლურ საღვთისმეტყველო უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ბაკალავრიატის საღვთისმეტყველო საგანმანათლებლო პროგრამაზე?

მართლმადიდებლურ საღვთისმეტყველო უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ბაკალავრიატის საღვთისმეტყველო საგანმანათლებლო პროგრამაზე სტუდენტების ჩარიცხვა ხორციელდება სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მიერ წარდგენილი წინადადების საფუძველზე, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მიერ დადგენილი წესით, ერთიანი ეროვნული გამოცდების ცალკეული საგნის შედეგის საფუძველზე.

40

5. რომელ წელს დაამტკიცა საქართველოს მთავრობამ „სასკოლო მზაობის საგანმანათლებლო სახელმწიფო სტანდარტი“?

2015 წელს საქართველოს მთავრობის მიერ დამტკიცდა „სასკოლო მზაობის საგანმანათლებლო სახელმწიფო სტანდარტი“.

40

5. რას ნიშნავს ხარისხის უზრუნველყოფის შიდა და გარე მექანიზმები? (მოიყვანეთ მაგალითები)

ხარისხის უზრუნველყოფის შიდა მექანიზმებს განსაზღვრავენ და იყენებენ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებები. 

ხარისხის უზრუნველყოფის გარე მექანიმები განსაზღვრულია საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით და მის განხორციელებაზე პასუხისმგებელია სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი.

40

5. პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის რომელი საფეხური უტოლდება უმაღლესი განათლების ბაკალავრიატის დონეს?

პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების მეხუთე საფეხური.

40

5. რამდენ კრედიტს მოიცავს დოქტორანტურა და ვის აქვს სადოქტორო პროგრამაზე ჩაბარების უფლება?

სწავლების მესამე საფეხური (დოქტორანტურა) შედგება არანაკლებ 180 კრედიტისაგან. დოქტორანტურაში სწავლის უფლება აქვს არანაკლებ მაგისტრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის მქონე პირს.

40

5. რას გულისხმობს და რა შემთხვევაში გაიცემა შუალედური კვალიფიკაციის დამადასტურებელი დოკუმენტი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ?

უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება უფლებამოსილია საგანმანათლებლო პროგრამის ნაწილის გავლის შემთხვევაში მიანიჭოს სტუდენტს შუალედური კვალიფიკაცია. შუალედური კვალიფიკაციის მინიჭება დასაშვებია შესაბამისი საგანმანათლებლო პროგრამის ნაწილის გავლისთვის დადგენილი სწავლის შედეგების მიღწევის შემდეგ, რომელიც არ შეიძლება იყოს საგანმანათლებლო პროგრამით გათვალისწინებული კრედიტების ნახევარზე ნაკლები.

50

1. რას მოიცავს ადრეული აღზრდა და განათლება?

ა. 0-5
ბ. 2-5
გ. 1-6
დ. 0-8

50

1. ზოგადსაგანმანათლებლო სკოლის საფეხურებია:

სრული ზოგადი განათლება არის სამ საფეხურიანი და თორმეტწლიანი. 

სრული ზოგადი განათლების საფეხურებია: 

ა) დაწყებითი - I-VI კლასები; 

ბ) საბაზო - VII-IX კლასები; 

გ) საშუალო - X-XII კლასები.

50

1. რომელ წელს დამტკიცდა პროფესიული განათლების რეფორმის სტრატეგია?

პროფესიული განათლების რეფორმის სტრატეგია 2013 წელს დამტკიცდა.

50

1. რამდენი საფეხურისგან შედგება საქართვეოში უმაღლესი განათლება?

საქართველოში უმაღლესი განათლება სამი საფეხურისგან შედგება: ბაკალავრიატი, მაგისტრატურა და დოქტორანტურა.

50

1. უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სახეები:

საქართველოში მოქმედებს სამი სახის უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება: 

უნივერსიტეტი – უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება, რომელიც ახორციელებს სამივე საფეხურის უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამებს და სამეცნიერო კვლევებს. 

სასწავლო უნივერსიტეტი – უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება, რომელიც ახორციელებს უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამას/პროგრამებს (გარდა დოქტორანტურისა). სასწავლო უნივერსიტეტი აუცილებლად ახორციელებს მეორე საფეხურის – მაგისტრატურის – საგანმანათლებლო პროგრამას/პროგრამებს. 

კოლეჯი – უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება, რომელიც ახორციელებს აკადემიური უმაღლესი განათლების მხოლოდ პირველი საფეხურის საგანმანათლებლო პროგრამას.