რიცხვს რომ ერთი მივუმატოთ მივიღებთ...
მის მომდევნო რიცხვს
შესაკრებთა გადანაცვლებით
ჯამი არ იცვლება
რიცხვს რომ ერთი გამოვაკლოთ მივიღებთ...
მის წინა რიცხვს
რომ ვიპოვოთ ერთი რიცხვი მეორეზე რამდენით მეტია...
დიდ რიცხვს გამოვაკლოთ პატარა რიცხვი
რიცხვს, რომელსაც დასათვლელად ვიყენებთ, ჰქვია...
ნატურალური რიცხვი
ნებისმიერი რიცხვი, რომელიც 0, 2, 4, 6, 8-ით ბოლოვდება, ჰქვია...
ლუწი რიცხვი
ორ საგანს ერთად ჰქვია...
წყვილი
სწორ ხაზს, რომელიც უსასრულოდ გრძელდება, ეწოდება...
წრფე
ნებისმიერი რიცხვი, რომელიც ბოლოვდება 1, 3, 5, 7, 9-ით, ჰქვია...
კენტი რიცხვი
ორი წერტილის შემაერთებელ სწორ ხაზს ეწოდება...
მონაკვეთი
მრუდი არის 2 სახის: ...
შეკრული და გახსნილი
ფიგურას იმდენი წვერო აქვს, რამდენიც
კუთხე
გამოსახულებას, რომლებიც შედგება რიცხვებისაგან და მოქმედებათა ნიშნებისაგან, ეწოდება...
რიცხვითი გამოსახულება
ნატურალურ რიცხვთა მწკრივი...
უსასრულოა
ოთხკუთხედს, რომელსაც ოთხივე გვერდი ტოლი აქვს, ჰქვია...
კვადრატი
მოთხრობა__25 გვერდიანია
მთავრდება__40 გვ-ზე
იწყება__?
40-25+1=16
პასუი: იწყება 16 გვერდზე
ადგილს, რომელზეც დგას ციფრი რიცხვის ჩანაწერში, უწოდებენ...
რიცხვის თანრიგს
მოთხრობა__20 გვერდიანია
იწყება__50 გვ-ზე
მთავრდება__?
20+50-1=69
პ: მთავრდება 69 გვერდზე
იწყება__40 გვერდზე
მთავრდება__70 გვ-ზე
სულ__? გვერდი
70-40+1=31
პ: სულ 31 გვერდიანი
ერთ ოჯახში 4 ძმა ცხოვრობს. ამათ ჰყავთ თითო და. რამდენი და-ძმა არის სულ ოჯახში?
4+1=5
პ: 5 და-ძმა
წყვილმა ცხენმა 40 მეტრი გაირბინა, რამდენი მეტრი გაირბინა თითოეულმა?
40 მეტრი
რომელი უფრო სწორი გამოთქმაა?
შვიდს მივუმატოთ რვა არის თოთხმეტი, თუ შვიდს პლიუს რვა იქნება თოთხმეტი?
არცერთი
7+8=15
თუ კი თითო ფანჯარას უნდა ოთხი მინა,
სამს რამდენი დასჭირდება ჩემო პაწაწინა
4+4+4=12
პ: 12 მინა
დედა ზღარბმა შეაგროვა 20 ცალი მწიფე მსხალი,
10 მაშინ გადასანსლა, რომ დალია ცივი წყალი,
1 ცალი კიდევ მაშინ, რომ შეაღო ეზოს კარი,
აბა მიხვდით, გვრიტუნებო,
ზღარბს რამდენი დარჩა მსხალი?
20-10-1=9
პ: 9 მსხალი
დიდი დარბაზის კედელზე
სურათები რომ ჰკიდია,
იმათგან 5 მომცროა
2 იმდენი დიდია,
ერთად რამდენი იქნება
იანგარიშე მინდია.
5__პატარა
5+5__დიდი
5+(5+5)=15
პ: ერთად 15 სურათი