I ჯგუფი
II ჯგუფი
III ჯგუფი
100

პროგრამული ბიუჯეტის შედგენის მეთოდოლოგიის მიხედვით, რამდენ წელს მოიცავს საშუალოვადიანი დაგეგმვა?

საშუალოვადიანი დაგეგმვა მოიცავს 4 წლიან პერიოდს

100

როდის იწყება დასაგეგმი და შემდგომი 3 წლისათვის საშუალოვადიანი გეგმების შედგენისათვის მზადება?

1 მარტიდან

100

რა არის ქვეყნის ძირითადი მონაცემებისა და მიმართულებების (BDD) დოკუმენტი?

ქვეყნის ძირითადი მონაცემებისა და მიმართულებების დოკუმენტი არის ქვეყნის განვითარების ძირითადი გეგმა, რომელიც ასახავს ინფორმაციას საშუალოვადიანი მაკროეკონომიკური და ფისკალური პროგნოზების შესახებ, ასევე ინფორმაციას საქართველოს ცენტრალური, ავტონომიური რესპუბლიკებისა და ადგილობრივი ხელისუფლებების განვითარების ძირითადი მიმართულებების შესახებ

200

ცენტრალურ დონეზე, სამინისტროების საშუალოვადიანი სამოქმედო გეგმის შემუშავებაზე სამუშაო ჯგუფი როდის ასრულებს მუშაობას და როდის მტკიცდება საშუალოვადიანი სამოქმედო გეგმა?

30 ივნისამდე

200

საქართველოს ფინანსთა სამინისტრო რა ვადაში ამზადებს და საქართველოს პარლამენტს წარუდგენს სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების კვარტალურ მიმოხილვას?

ყოველი კვარტლის დასრულებიდან 1 თვის ვადაში

200

როდის წარუდგენს საქართველოს მთავრობა სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების წლიურ ანგარიშს საქართველოს პარლამენტს?

სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ ამ ანგარიშის შესახებ მოხსენების დასრულების თაობაზე ინფორმაციის მიწოდებისთანავე, მაგრამ საბიუჯეტო წლის დასრულებიდან არაუგვიანეს 5 თვისა.

300

პროგრამის თითოეულ მოსალოდნელ შედეგზე რამდენი ინდიკატორის წარმოდგენა არის შესაძლებელი?

არაუმეტეს 5 ინდიკატორი

300

თითოეულ პროგრამაზე რამდენი საბოლოო შედეგი შეიძლება იყოს იყოს წარმოდგენილი?

არაუმეტეს 3 საბოლოო შედეგისა

300

რა განსხვავებაა საბოლოო და შუალედურ შედეგებს შორის?

საბოლოო შედეგი შინაარსით გლობალურია და ძირითადად პროგრამების შედეგს წარმოადგენს. ეს არის მდგომარეობა, რომელიც წინასწარ დაგეგმილი და გაანალიზებული პოლიტიკის განხორციელების შედეგად უნდა დადგეს.

შუალედური შედეგი საბოლოო შედეგისგან განსხვავებით თავისი შინაარსით წარმოადგენს პროგრამის ფარგლებში კონკრეტული ქვეპროგრამების/ღონისძიებების გატარების შედეგად მიღებულ პროდუქტს. ის ბევრად უფრო კონკრეტულია, ვიდრე საბოლოო შედეგი.

400

პროგრამა ხანგრძლივობის მიხედვით შეიძლება იყოს:

მიმდინარე (მუდმივი), მრავალწლიანი და ერთწლიანი (მოკლევადიანი)

400

პროგრამა შინაარსით ძირითადად შეიძლება იყოს:

მართვის და რეგულირების, მომსახურების მიწოდების, სუბსიდირების და ინფრასტრუქტურული/კაპიტალური

400

SMART ინდიკატორი უნდა იყოს:

კონკრეტული, გაზომვადი, მიღწევადი, შესაბამისი, დროში გაწერილი