გზაზე ერთ მწკრივში მიდიოდა რადენიმე კუ. პირველმა თქვა,რომ მის უკან მიდის ორი კუ. ბოლომ განაცხადა,რომ მის წინ მიდის ორი კუ. სულ რამდენი კუ მიდის გზაზე?
გზაზე მიდის სამი კუ
რამდენი ნულია 1-დან 100-მდე რიცხვებში?
9 ნული
10,20, 30, 40, 50, 60, 70, 80, 90
მზის სისტემის რომელი პლანეტა უტოლდება ზომით დედამიწას?
ვენერა
თამაშობს კაპიტანი
მაგიდაზე იჯდა ოთხი ბუზი, ბავშვმა ერთი მოკლა.რამდენი ბუზია მაგიდაზე?
ერთი
ადამიანს ეს ორჯერ მიეცემა ცხოვრებაში,ორივეჯერ უფასოდ, ხოლო მესამედ უკვე ფულის გადახდა მოუწევს. რა არის ეს?
კბილები
იპოვე ანტონიმური წყვილი
ა)შვება-ლხენა ბ)სიყვარული-სიძულვილი
გ) აღელვება -აფორიაქება დ) მოგონება-გახსენება
ბ)სიყვარული-სიძულვილი
რამდენი სანტიმეტრია სამ ათეულ მეტრში?
სამ ათეულ მეტრში ანუ 30მ-ში არის 3000სმ.
ქუდი სავსეა მარცვლებით, დილით შეხედავ-მარცვლები გამქრალია. რა არის?
ვარსკვლავები
კლასში 35 მოსწავლეა.შეიძლება თუ არა, რომ თითოეული მათგანის გვარი განსხვავებული ქართული ასოებით დაიწყოს? რატომ?
არა, რადგან ქართულ ანბანში მხოლოდ 33 ასო-ბგერაა.
ჩემს გამო ვურტყამ მას, მის გამო ვირტყამ მე, რაზეა საუბარი?
კოღო
დემეტრე მიდის ტბისკენ. მას გზაში შემოხვდა სკოლის კლასი, რომელიც შედგებოდა 25 მოსწავლისგან, მათთან ოთხს ახლდა 2 მშობელი და კიდევ ჰყავდათ დამრიგებელი. სულ რამდენი ადამიანი მიდის ტბისკენ?
ტბისკენ მიდის მხოლოდ ერთი ადამიანი - დემეტრე. დანარჩენები ტბიდან ბრუნდებიან.
რამდენი ფეხი აქვს 4 ცხვარს და 6 ქათამს ერთად?
4x4 +6x2=28
ორ მხედველს ერთი უსინათლო ძმა ჰყავს. ამ უსინათლო ძმას კი მხედველი ძმები არ ჰყავს.. შეიძლება რომ ეს მართალი იყოს?
შეიძლება. მას ორი მხედველი და ჰყავს
ყველაზე ცელქი და მოუსვენარი ბავშვი როდის არის ყველაზე მშვიდად?
როცა სძინავს.
ის მოგითხრობს სიყვარულზე, საკუთარი სიცოცხლის ფასად. რა არის?
გვირილა
რომელი გამონათქვამი უფრო სწორია: თოთხმეტს მივუმატოთ ცხრა იქნება ოცდაორი, არის ოცდაორი, თუ უდრის ოცდაორს?
არცერთი არ არის სწორი, რადგან 14+9=23, ანუ უნდა იყოს „ოცდასამი“
თამო ყოველ 10 მეტრში პოულობდა ერთ სოკოს. რა მანძილი გაიარა მან თუ იპოვა სულ 6 სოკო?
თამომ გაიარა 60 მეტრი.
ის შენ გეკუთვნის ,მაგრამ ძირითადად სხვები იყენებენ.იგი არა მარტო შენ გაქვს, არამედ ყველაფერს,რასაც ირგვლივ ხედავ ან ვერ ხედავ.
სახელი
რამდენი შემსრულებლისგან შემდგარ ანსამბლს ეწოდება კვარტეტი?
ოთხი
რაც უფრო მოკლდება წინ, მით უფრო გრძელდება უკან...
რა არის?
გზა, ცხოვრება, ცხოვრების გზა
შავი ყუთი--1925წლის ზამთარი.ალიასკას ქალაქი ნომი, გულადი ბალტო, გამძვინვარებული პანდემია. 2020წ, გაზაფხული, სრულიად დედამიწა,გამძვინვარებული პანდემია.დაასახელე ნივთი, რომელიც ამ ორ ფაქტს უკავშირდება.
ვაქცინა-წამალი
ბაჭიებს ერთად აქვთ 124 ყური. რამდენი კუდი აქვთ სულ ბაჭიებს ?
62
როდესაც იგი იბადება- დაფრინავს,როდესაც ცხოვრობს- უძრავად დევს მიწაზე,როდესაც კვდება-მიცურავს.დაასახელეთ რაზეა საუბარი თუ კი გეტყვით, რომ იგი იბადება ზამთარში.
ფიფქი
ფეხსაცმლის მაღაზიები გვარწმუნებენ,რომ ფეხსაცმელს ადამიანის ცხოვრების შეცვლა შეუძლია და იხსენებენ ერთ ანიმაციას, სადაც ფეხსაცმელმა მართლაც შეცვალა ერთი ყველასათვის საყვარელი პერსონაჟის ცხოვრება.დაასახელეთ ამ ანიმაციის სახელი.
კონკია
მუცელზე აბანო, ცხვირზე საცერი,თავზე ჭიპი, ერთი ხელი აქვს და ისიც ზურგზე, რა არის?
ჩაიდანი