რა უნდა გატეხო სანამ მას საკვებად გამოიყენებ?
კვერცხი
რამდენი სტროფია ვეფხსიტყაოსანში სასკოლო გამოცემით?
1662 სტროფი
რომელ წლებში მიმდინარეობდა 1 მსოფლიო ომი?
1914-1918 წლებში
რაც უფრო მოკლდება წინ, მით უფრო გრძელდება უკან. რაზეა საუბარი?
გზა ან ცხოვრება
მხატვრული ხერხი ლიტერატურაში, რომელიც გულისხმობს უსულო ნივთებისთვის ადამიანის ნიშან- თვისებების მიწერას, რომელია ეს მხატვრული ხერხი?
გაპიროვნება
ჩემს გამო ვურტყამ მას, მის გამო ვირტყამ მე. რაზეა საუბარი?
კოღო
რა აძლევს ერითროციტს წითელ შეფერილობას?
ჰემოგლობინი
ის მოგვითხრობს სიყვარულზე საკუთარი თავის ფასად, რა არის?
გვირილა
რამდენ კილომეტრ კვადრატს შეადგენს საქართველოს ფართობი?
69700კმ2
რამდენი კონტინენტია დედამიწაზე?
7
რა აკისრია ვეტიბულარულ აპარატს?
წონასწორობის დაცვა
რა ჰქვია ხელოვნებაში შიშველ ფიგურას?
ნიუ
სულხან საბა ორბელიანის ,,მემკივდრის აღზრდაში" სედრაქი უფლისწულს ურჩევს ჰქონდეს ის თვისებები რა თვისებებიც გააჩნიათ: ძაღლს; ჭიანჭველას და სახედარს. რა თვისებებს მიაკუთვნებს სედრაქი ამ არსებებს?
ძაღლი- ერთგული; ჭიანჭველა-ძალა; სახედარი-ღონე ან ჯიუტი
რა არის ყოველთვის ჩვენს წინაა, მაგრამ მას ჩვენ ვერ ვხედავთ?
მომავალი
რომლებია ხერხემლის გამრუდების სახეები?
სქოლიოზი; ლორდოზი; კიფოზი
რა არის რეფლექსი?
ორგანიზმის სწრაფი ავტომატური პასუხი გამაღიზიანებელზე
რომელი პიგმენტი განსაზღვრავს თალის ფერს?
მელანინი
რამდენი სახის გარემოება არსებობს ლიტერატურაში?
6
ესპანელი მეცნიერები ამტკიცებენ რომ ალკოჰოლური სასმელები დადებითად მოქმედებენ იქსზე. ქალებისთვის განკუთვნილ ერთ-ერთ ჟურნალში შეიძლება წაწყდომოდით რამდენიმე რჩევას იქსის გასალღვობად .დაასახელეთ იქსი ორი სიტყვით ?
მამაკაცის გული
რომელი ცნობილი მხატვარი იყო, რომელმაც ცხენის ნალი გადაღუნა?
ლეონარდო და ვინჩი
რომელი ქალაქებიდან შემოვიდა ფეხბურთი საქართველოში?
ფოთი-ბათუმი
მარი 24 წლისაა იგი 2-ჯერ დიდი ვიდრე ანა იყო, როცა მარი იყო იმდენის, რამდენისაც ანა არის ეხლა. რამდენი წლისაა ანა ახლა?
18
ინდოელები ამბობდნენ რომ მას თავიდან ისე უნდა მოექცე როგორც მეფეს, შემდეგ როგორც მონას, შემდეგ კი როგორც მეგობარს. ვისზეა საუბარი?
შვილზე
ხუთ მუშას შეუძლია სამუშაოს შესრულება 6 დღეში. თუ ორი მუშა არ იმუშავებს, რამდენი დღით მეტი მუშაობა მოუწევთ დანარჩენებს?
4-ით მეტი