ყურადღებით გაეცანით მცირე ვიდეოს და უპასუხეთ კითხვას:
სამყაროს შემეცნების და ბუნების შესწავლის რომელი ხერხია მოცემული თქვენს მიერ ნანახ ვიდეოში?
დაკვირვება
რა და რა სახით შეიძლება არსებობდეს ნივთიერებათა უმეტესობა?
სამი სახით: მყარი, სითხისა და აირის სახით
დაასაბუთე, რომ ჰაერი, რომელსაც ჩვენ ვსუნთქავთ სუფთა ნივთიერება არ არის...
ჰაერი ნარევია, რადგანაც ჰაერი, რომელსაც ჩვენ ვსუნთქავთ, ჟანგბადის გარდა, რომელიც სუფთა ნივთიერებაა, შეიცავს სხვა ნივთიერებებსაც: აზოტს, ნახშირორჟანგს, წყლის ორთქლს, ჭვარტლს.
დაასახელე ნერვიული სისტემის სამი ორგანო...
1.თავის ტვინი;
2.ზურგის ტვინი;
3.ნერვები
გაიხსენე საზომი ერთეულები და მოცემული ერთეულები გადაიყვანე მითითებულ ერთეულებში:
1. 3 სთ = ? წთ
2. 120 წმ = ? წთ
1. 180 წთ
2. 2 წთ
ფოტოზე ჩანს, რომ ერთი და იმავე მოცულობის სითხე სხვადასხვა ფორმის ჭურჭელში ასხია. დააკვირდი სურათს და ახსენი, რა ემართება სითხეს სხვადასხვა ფორმის ჭურჭელში მოთავსების შემდეგ?
სითხის ფორმა იცვლება ჭურჭლის ფორმის შესაბამისად. ვინაიდან სითხეს მოცულობა გააჩნია, ხოლო ფორმას იმის მიხედვით იცვლის, თუ როგორ ჭურჭელში იქნება ჩასხმული
ფოტოზე მოცემულია ძვ.წ. V საუკუნის ოქროს ყელსაბამი, რომელიც არქეოლოგებმა ვანში აღმოაჩინეს. როგორ ნარევს წარმოადგენს ფოტოზე აღბეჭდილი სამკაული? რატომ ფიქრობთ ასე?
ეს სამკაული ერთგვაროვანი ნარევია, რადგან შემადგენელი ნაწილაკების თვალით ან ოპტიკური ხელსაწყოებით დანახვა შეუძლებელია, რადგან ასეთ დროს ნივთიერებები მეტად დანაწევრებულია
მოცემული სურათის მიხედვით დაადგინე: რომელი ძირითადი ნაწილებისაგან შედგება ადამიანის ჩონჩხი?
1.ქალა;
2.ნეკნები;
3.ხერხემალი;
4.ზედა კიდურების ჩონჩხი;
5.ქვედა კიდურების ჩონჩხი;
რას უწოდებენ მკვლევარის მიერ გამოთქმულ ვარაუდს რაიმე უცნობი მოვლენის შესახებ?
ჰიპოთეზა
ნახეთ მოვემული ვიდეო ფირი, სადაც ჩანს, რომ ისლანდიაში, ვულკანიდან ლავა იფრქვევა. 1.რომელ აგრეგატულ მდგომარეობაშია ლავა ამოფრქვევიას? 2.როგორ შეიცვლება მისი მდგომარეობა გაციების შემდეგ?
1.თხევადი
2.ლავა გადავა მყარ მდგომარეობაში
დააკვირდი სურათს და აღწერე, როგორ იღებენ ზღვის წყლიდან სუფთა მარილს?
მიმდინარეობს ზღვის წყლის ამოშრობა ანუ აორთქლება. ზღვის წყალი მანამდე ცხელდება, სანამ მთელი სითხე ორთქლად არ იქცევა და მყარ ნივთიერებას არ მოსცილდება
ყურადღებით ნახეთ ვიდეო ფირი და უპასუხეთ კითხვას: რა ემართება ადამიანის კუნთებს შეკუმშვისას და მოდუნებისას?
შეკუმშვისას კუნთი მოკლდება და მსხვილდება, ხოლო მუდუნებისას წვრილდება და გრძელდება.
წლის განმავლობაში ჰაერის ტემპერატურის ცვლილების სვეტოვანი დიაგრამის მიხედვით დაადგინე:
1.რომელ თვეში იყო ჰაერის ტემპერატურა ყველაზე მაღალი და რომელ თვეში - ყველაზე დაბალი?
2.რამდენ თვეში იყო ტემპერატურა უარყოფითი (00 -ზე დაბალი)?
1. ყველაზე მაღალი - VII თვე, ივლისი; ყველაზე დაბალი - I თვე, იანვარი;
2. სამი (I, II, XII)
საკუთარი და მეგობრების უსაფრთხოების დასაცავად აუცილებელია ვიცოდეთ პირობითი ნიშნები. რა გაფრთხილებებს იძლევა ქვემოთ მოცემული პირობითი ნიშნები?
1.
2.
2.
3.
1. სიცოცხლისათვის საშიშია;
2. ცეცხლსაშიშია;
3.ფეთქებადსაშიშია;
თქვენი აზრით, რატომ ამოტივტივდება რძის ნაღები ზედაპირზე?
რძის ადუღების დროს მიმდინარეობს ნივთიერებათა ნარევების განცალკევება, რომელიც ეფუძნება ნივთიერებათა განსხვავებულ სიმკვრივეს. ამ დროს ნაკლებად მკვრივი რძის ნაღები ზედპირზე ამოტივტივდება, რის შედეგადაც მისი მოხდა შეიძლება.
რა არის გამოსახული სურათზე?
საჭმლის მონელება
სისხლის მიმოქცევა
ჩასუნთქვა-ამოსუნთქვა
სისხლის მიმოქცევა
მოცემულ ფოტოებზე აღბეჭდილია დმანისის ცნობილი გათხრების დროს აღმოჩენილი ადამიანის თავი ქალა და სხვადასხვა დარგის სპეციალისტების მიერ რეკონსტრუქციის გზით აღდგენილი პრეისტორიული ადამიანების, ზეზვას და მზიას სახის ნიმუშები. დაფიქრდით და გამოტანეთ დასკვნა: რატომ იყო მნიშვნელოვანი რეკონსტრუქციის გზით ზეზვას და მზიას სახის ნაკვთების აღდგენა?
1.რეკონსტრუქციის ნიმუშების შედეგად მეცნიერებმა დაადგინეს, რომ ზეზვას და მზიას საქართველოს ტერიტორიაზე უცხოვრია 1 მლნ 800 ათასი წლის წინ;
2.შესაძლებელი გახდა დმანისში 1 მლნ 800 ათასი წლის წინ მცხოვრები ადამიანების გარეგნულ ნიშან-თვისებებზე მსჯელობა;
შხამქიმიკატების შესუნთქვა ან საჭმელთან ერთად ორგანიზმში მოხვედრა შეიძლება მოწამვლის მიზეზი გახდეს. დააკვირდით ფოტოს და გამოთქვით ვარაუდი: 1.როგორ დაერღვევა ჯანმრთელობა ფოტოზე აღბეჭდილ ბავშვს? 2.რა მოჰყვება ამ დარღვევას? 3.როგორი პირველადი დახმარება უნდა გაეწიოს მას?
1.შხამქიმიკატებით მოიწამლება;
2.შხამქიმიკატებით დამწვრობას საყლაპავი მილის ან ცხვირის ღრუს დამწვრობა მოჰყვება;
3.მოწამვლის შემთხვევაში უნდა გაკეთდეს კუჭის სასწრაფოდ ამორეცხვა;
წარმოიდგინე, რომ პაპას ესტუმრე სოფელში, რომელიც ეზიში არაყს ხდიდა. ნარევების დაყოფის რომელ ხერხს იყენებდა არყის გამოხდისას პაპა? აღწერე ეს პროცესი
დისტილაცია ანუ გამოხდა. უკვე დაწურულ ჭაჭას მოათავსებენ ჰერმეტულად დახურულ ჭურჭელში, საიდანაც მილი გამოდის. 780 ცელსიუსზე გამოსვლას იწყებს სუფთა სპირტის ორთქლი. ის მილით გაივლის ცივი წყლით სავსე ვანაში, სადაც კონდესირდება და თხევად მდგომარეობაში გადადის.
რა მიზეზებმა ისწვევს ძვლის მოტეხილობას და როგორი პირველადი დახმარება უნდა გაუწიოთ მოტეხილობის დროს დაზარალებულს?
ძლიერი დაჯახება ან დაცემა.
1.იმისათვის, რომ სხეულის დაშავებული ნაწილი არ მოძრაობდეს, საჭიროა არტაშანის დადება.
2.დაზიანებული ადგილის არტაშანზე დაფიქსირება უნდა მოხდეს პირსახოცით ან ქსოვილის განიერი ნაჭრით;
3.უნდა დავრეკოთ გადაუდებელი დახმარების სამსახურში - 112 და ექიმებს ვთხოვოთ დახმარება