სახალისო
ლოგიკური 1
ლოგიკური 2
სპორტული
მათემატიკური
100

რომელი გამონათქვამი უფრო სწორია: თოთხმეტს მივუმატოთ ცხრა იქნება ოცდაორი, არის ოცდაორი, თუ უდრის ოცდაორს?

არცერთი არ არის სწორი, რადგან 14+9=23, ანუ უნდა იყოს „ოცდასამი“

100

მე-20 საუკუნეში რომელია ისეთი წელი, თავდაყირა რომ დავაყენოთ, მაინც არ შეიცვლება?

1961

100

როდის ხდება როცა ვუყურებთ 22-ს და ვამბობთ 10-ს?

როდესაც საათს ვუყურებთ

100

რისი სიმბოლოა ოლიმპიური რგოლები?



მსოფლიოს კონტინენტები

აფრიკა, ამერიკა, აზია, ევროპა და ავსტრალია


100

კარადის უჯრაში, ერთმანეთში არეულია, 15 თეთრი და 20 შავი ფერის წინდა.

კითხვა: წინდების რა მინიმალური რაოდენობა უნდა ამოვიღოთ უჯრიდან (სიბნელეში ან თვალდახუჭულმა), რომ ორი ერთნაირი ფერის წინდა ამოვიღოთ? 

საჭიროა მხოლოდ 3 ცალი წინდის ამოღება. სამ წინდის შემთხვევაში, ფერების ორი კომბინაცია არის მოსალოდნელი: სამი ერთნაირი ფერის ან ორი ერთნაირი და ერთი განსხვავებული.

200

სად უნდა მოვძებნოთ ისეთი ქალაქი, სადაც ხალხი არ ცხოვრობს?

რუკაზე

200

ყველა თვე, გარდა თებერვლისა, მთავრდება 30 ან 31 რიცხვით. რომელ თვეშია 28 რიცხვი?

28 რიცხვი ყველა თვეშია

200

თუ წვიმა დაიწყო ღამის 12 საათზე, არის თუ არა იმის ალბათობა, რომ 72 საათში მზიანი ამინდი იქნება?

მზე არ ამოვა, რადგან 72 საათში (სამ დღეში) ისევ ღამის 12 საათი იქნება.

200

სად გაიმართა პირველი უძველესი ოლიმპიური თამაშები?

საბერძნეთში

200

60º-იან კუთხეს უყურებენ ლუპით, რომელიც გამოსახულებას ორჯერ ადიდებს. რა სიდიდის გამოჩნდება ეს კუთხე?

60º (ლუპა კუთხის გრადუსულ ზომას არ ცვლის)

300

ებრაელი, რომელიც დიდი ხნის განმავლობაში ცხოვრობს ისრაელში, ეხუმრება ახლად ჩასულ ებრაელს:

- უყურებ გზას? - მე ავაშენე!

- უყურებ სურათს? - მე დავხატე!

- უყურებ .....? - მე მოვკალი!

რა იგულისხმა ებრაელმა?

ჩასვით „....“-ის შემცვლელი სიტყვა წინადადებაში.

მკვდარ ზღვას

300

ორი ბავშვი ჭუჭყიან და ბნელ სხვენში თამაშობდა. ქვემოთ რომ ჩამოვიდნენ, ერთ ბავშვს სახე დასვრილი ჰქონდა, მეორეს კი არა. პირის დასაბანად ის წავვიდა, რომელიც დასვრილი არ იყო.

კითხვა: რატომ წავიდა დასაბანად სუფთა და არა დასვრილი? 

ბავშვმა, რომელსაც სახე დასვრილი არ ჰქონდა, დაინახა, რომ მეორე ბავშვს დასვრილი ჰქონდა, იფიქრა მეც დასვრილი მექნებაო და დასაბანად წავიდა, ხოლო მეორემ, არ იცოდა რომ დასვრილი იყო და ამიტომ არ წავიდა დასაბანად.

300

მონღოლი დამპყრობელი თემურ ლენგი მსოფლიოს დაპყრობაზე ოცნებობდა, იყო სასტიკი და ამბიციური, მიუხედავად იმისა, რომ წერა-კითხვა არ იცოდა მან საქართველოდან წაიღო ქართველ მეფეთა ცნობილი ბიბლიოთეკაც; ის მაინც ყველა წიგნს კთხულობდა...

როგორ ახერხებდა ამას?

სხვას აკითხებდა


300

2018 წელს ვინ მოიგო მსოფლიო ჩემპიონატი ფეხბურთში?

ა) გერმანია   ბ)საფრანგეთი    გ) ბრაზილია   

საფრანგეთი

300

და ძმაზე  7 წლით  უფროსია, ხოლო  ერთად  მათი ასაკი 19  წელია. რამდენი  წლისაა  ძმა?

6 წლის

400

 ჯორჯ ვაშინგტონი, შერლოკ ჰოლმსი, უილიამ შექსპირი, ლუდვიგ ვან ბეთჰოვენი, ნაპოლეონ ბონაპარტი და ნერონი – ჩამოთვლილთაგან რომელი განსხვავდება რადიკალურად სხვებისგან?

შერლოკ ჰოლმსი-გამოგონილი პერსონაჟია

400

ერთმა ეკონომისტმა თქვა:,,ადამიანებმა იციან საკუთარი თავის ფასი, ეს კი ყოველთვის მეტია, ვიდრე მათი...

დაასრულეთ ერთი სიტყვით წინადადება.

ხელფასი

400

ადამიანს ეს ორჯერ მიეცემა ცხოვრებაში, ორივეჯერ უფასოდ, ხოლო მესამედ უკვე ფულის გადახდა მოუწევს, რა არის?

კბილები


400

რომელმა ქვეყანამ მოიგო პირველი მსოფლიო ჩემპიონატი ფეხბურთში?

ურუგვაი

400

ტომარაში 24 კგ ლურსმანია. საწონების გარეშე როგორ უნდა აიწონოს 9 კგ?

 ლურსმნები ჯერ გავყოთ შუაზე (12 კგ) მიღებული ნაწილი კიდევ გავყოთ ორ მაწილად (6 კგ) ერთ ნაწილს გადავდებთ, მეორეს ისევ შუაზე ვყოფთ(3 კგ) შემდეგ გადადებულ 6 კგ-ს დავუმატებთ 3 კგ-ს და მივიღებთ 9 კგ-ს.

500

დემეტრე მიდის ტბისკენ. მას გზაში შემოხვდა სკოლის კლასი, რომელიც შედგებოდა 25 მოსწავლისგან, მათ თან ახლდათ 2 მასწავლებელი.10 მოსწავლეს თან ახლდა მშობელი, ხოლო 10 მშობლიდან 4 მშობელს საბავშვო ეტლით მოჰყავდათ პატარები. სულ რამდენი ადამიანი მიდის ტბისკენ?

ტბისკენ მიდის მხოლოდ ერთი ადამიანი - დემეტრე. დანარჩენები ტბიდან ბრუნდებიან.

500

საქართველოს მეფე გიორგი V ბრწყინვალემ შეადგინა ქართული სამართლის წიგნი რომელიც "ძეგლისდების" სახელითაა ცნობილი მასში სუაბარია სხვადასხვა დანაშაულზე და მათ შესაბამის სასჯელებზე, აქ არის ნახსენები ერთი კონკრეტული სასჯელი რომელიც მამაკაცებს შეეხებოდა. ამჟამად ეს სასჯელი დიდ გაოცებას იწვევს რადგან მას უკვე საკუთარი ნებით სჩადიან, ზოგი ყოველდღე, ზოგიც რამდენიმე დღეში ერთხელ, ზოგი თვითონ, ზოგი ფულს იხდის ამის გაკეთებაში. დაასახელეთ ეს "სასჯელი"

წვერის გაპარსვა

500

1445 წელს მოსკოვში ზარებმა თავისით ატეხეს რეკვა. მაცხოვრებლებმა გადაწყვიტეს, რომ დადგა სამყაროს აღსასრული. თუმცა ეს „აღსასრული“ გადაიტანეს 1091, 1230, 1626 და 1802 წელსაც. რა მოხდა სინამდვილეში?

მიწისძვრა

500

მიხეილ შუმახერმა მონაწილეობა მიიღო აქციაში სახელწოდებით ,,5 წამი-რომელმაც შეიძლება სიკვდილს გადაგვაჩინოს".

რა უნდა გავაკეთოთ 5 წამში?

ღვედი გადავიჭიროთ.

 



500

სამი ქათამი, სამ დღეში დებს სამ კვერცხს.

კითხვა: რამდენ კვერცხს დადებს 12, ასეთივე ქათამი, 12 დღეში? 

ერთი ქათამი, ერთ კვერცხს 3 დღეში ერთხელ დებს. 12 დღეში, ერთი ქათამი 4 კვერცხს დადებს. ამიტომ, 12 ქათამი, 12 დღეში, 12-ჯერ 4 ანუ 48 კვერცხს დადებს.