1-ლი კატეგორია
მე-2 კატეგორია
მე-3 კატეგორია
მე-4 კატეგორია
მე-5 კატეგორია
100

რატომ არაფერი დაუშავა დათვმა ხის ძირში მწოლიარე ბიჭს? (ორი მეგობარი)

ბიჭმა თავი მოიმკვდარუნა. დათვი მკვდარს არას ერჩის.

100

რატომ არ ეთამაშებოდნენ , რას ეუბნებოდნენ კოპლებიანი ჭიამაიები იმ ჭიამაიას, რომელსაც კომპლები არ ჰქონდა ? (მხატვარი ჭიაყელა)

რადგან მათსავით კოპლები არ ჰქონდა ხოჭო ეგონათ. 

100

რას აბრალებდა მევიოლინე მსმენელი რომ არ ჰყავდა? (ამბავი მევიოლინისა და პატარა ჩიტისა)

ვიოლინოს

100

რა იპოვა ვიოლინოსათვის საჭირო ხის ძიებაში მევიოლინემ? (ამბავი მევიოლინისა და პატარა ჩიტისა)

ფრთმოტეხილი ჩიტი

100

რა უჩურჩულა დათვმა ხის ძირას მწოლიარე ბიჭს ? (ორი მეგობარი)

არაფერი , მხოლოდ ყნოსავდა, ამოწმებდა  ცოცხალი თუ იყო.  

200

რატომ მოპარა მევიოლინეს მეზობელმა კაცმა ჩიტი?

 (ამბავი მევიოლინისა და პატარა ჩიტისა)

ჩიტი რომ მორჩება მევიოლინე დაკვრას არ შეწყვეტს და ჭამის მადა დამეკარეგება მუსიკის ხმაზეო.

200

სუხლან-საბა ერთ-ერთ იგავ-არაკში ჰყვება ამბავს ბრიყვი მგლისას, რომელიც რაღაც ხელობას იჩემებს და ამის გამო ვირისაგან წიხლსაც იღებს. დაასახელეთ ეს ხელობა.

ნალბანდობა

200

რომელი მდინარის ხეობაში იყო გიორგი ლეონიძის სოფელი, სადაც დალიანდაგების გამო ხეხილი გაჩეხეს?

მდინარე ივრის (იორი)

200

მოგეხსენებათ, ქართულმა დამწერლობამ განვითარების სამი ეტაპი განვლო: ასომთავრული, ნუსხური და მხედრული. ასომთავრულ ანბანს სხვა სახელითაც მოიხსენიებენ. ერთი წუთის განმავლობაში დაწერეთ ეს სახელი.

მრგლოვანი

200

ვინ არის ავტორი ზღაპრისა  ,, მახინჯი იხვის ჭუკი "?

ჰანს ქრისტიან ანდერსენი

300

გოდერძი ჩოხელის მოთხრობის მიხედვით რა არსებაა ცასწავალა?

ჩიტი

300

ახლა თქვენ წინაშე გაჟღერდება ცნობილი ქართული მულტფილმიდან ფრაზა. გამოიცანით ფრაზის მიხედვით და დაწერეთ რომელ მულტფილმზეა საუბარი.

"წუნა და წრუწუნა"

300

ნოდარ დუმბაძის ერთ-ერთი მოთხრობის პერსონაჟს, იანგულის, გულზე ამოსვირინგებული აქვს წარწერა, რომელიც მის წარმომავლობაზე მეტყველებს. ერთი წუთის განმავლობაში დაწერეთ ეს სიტყვა სრული სიზუსტით.

"HELLADOS"

300
  • რაშმორის მთის შექმნის იდეა ამერიკის შეერთებულ შტატებში, სამხრეთ დაკოტის ბლეკ-ჰილზ რეგიონში ტურიზმის გაზრდის მიზნით გადაწყდა. ის 1927-1941 წლებში შეიქმნა და მასზე ქვეყნის ოთხი უმნიშვნელოვანესი პირია გამოსახული. არ გთხოვთ მათ სახელებსა და გვარებს, დაასახელეთ მათი თანამდებობები.

პრეზიდენტები

300

ასტრიდ ლინდგრენი თავის ერთ-ერთ ნაწარმოებში „ლიონებერგელი ემილი“ მოგვითხრობს ცელქ ბიჭუნაზე, რომელიც თავისი ოინებით ყველას მოსვენებას უკარგავს. ერთ წუთში დაწერეთ რომელი ორი ნივთი იყო ემილისათვის განუყრელი.

თოფუკა და კეპუკა

400

ჩამოთვალე ქართულ ენაში არსებული წვიმის სახელებიდან ხუთი.

მერეხი, დელგმა, კოკისპირული, ჟუჟუნა, ჟინჟვლა, თქეში, თქორი, ცრა, ისხარი...

400

ამერიკაში მინის პირველი საახალწლო სათამაშოები ქართველმა გრიგოლ კობახიძემ შექმნა. ამერიკელებისათვის  იმდენად მნიშვნელოვანი იყო ეს მოვლენა, რომ მასზე საუბრისას ასეც კი ამბობდნენ: „Christmas is X” - დაასრულე ფრაზა ერთი, ოთხასოიანი სიტყვით.

kobi - კობი

400

დაასრულეთ წინადადება : ,, ტყუილად ვეძებდი საოცარ ხეს ვიოლინოსთვის. საუცხოო ჰანგებს მხოლოდ დიდი ... "

წუხილი ბადებსო...

400

“X კომიქსის”  ეს პერსონაჟები: კაპიტანი ამერიკა, ფანტასტიკური ოთხეული, ჰალკი, რკინის კაცი, ადამიანი-ობობა, იქს-ადამიანები  და სხვა, ყველასათვის ცნობილი და საყვარელი გმირები არიან. ერთი წუთის შემდეგ დაწერეთ სახელი, რომელიც X-ით ჩავანაცვლეთ.

Marvel - მარველი

400
  • ჰერაკლემ ოლიმპიური თამაშების თავდაპირველი ერთადერთი შეჯიბრისათვის (რომელიც სირბილში შეჯიბრს გულისხმობდა) საკუთარი ფეხით გადაზომა სარბენი ბილიკის სიგრძე, რამაც ბერძენი გმირის 600 ტერფის ზომა შეადგინა (ჩვენი საზომით 192 მეტრი და 27სმ).  ამ სიგრძეს „სტადია“ უწოდეს. ერთ წუთის შემდეგ დაასახელეთ სიტყვა, რომელიც ძველბერძნული სიტყვისგან „სტადია“ მოდის და თითქმის ყველა ქვეყანაში საერთო ძირით გამოიყენება.

სტადიონი

500
  • დაასახალეთ ქვეყანა, რომლის სახელმწიფო დროშაზეც ნეკერჩხლის ფოთოლია გამოსახული, ხოლო ფერებით საქართველოს დროშას ჰგავს.

კანადა  

500

ეს სიტყვა რომაულად „გამარჯვებას“ აღნიშნავდა და გამარჯვების ღვთაების სახელი იყო (რომაელი ხალხის სამხედრო ძლიერების განსახიერება). ბერძნულ მითოლოგიაში მისი პირველსახეა ნიკე.

ამ ღვთაების სიმბოლოებად ითვლებოდა გამარჯვების გვირგვინი და ფრთები.

დაასახელეთ ღვთაების სახელი.


ვიქტორია

500

თქვენ უკვე გსმენიათ მითი „არგონავტების“ შესახებ. ისიც იცით, რომ „არგოს“ ბერძენი იასონი წინამძღოლობდა. იასონის მიზანი კოლხეთის სამეფოში არსებული ოქროს საწმისის ხელში ჩაგდება გახლდათ. საწადელის მიღწევაში კი ბერძენ მეომარს აიეტის ქალიშვილი, მედეა, დაეხმარა. მითის თანახმად, იასონი ცეცხლისმფრქვეველ ხარებს მოითვინიერებს, კბილებამდე შეიარაღებულ გოლიათებსაც ამარცხებს და   - ურჩხულსაც, რომელიც არესის ჭალაში იცავდა ოქროს საწმისს. ამის შემდეგ მედეასთან ერთად გმირი უვნებელი ბრუნდება სამშობლოში. გაიხსენეთ და ერთი წუთის განმავლობაში თუ რას აღნიშნავს ბერძნულად სახელი „იასონი“ („იაზონი“)?

"განკურნებული"

500

ბეთჰოვენის "მეხუთე სიმფონია", ბახის ბრანდენბურგული კონცერტი, მოცარტის „ჯადოსნური ფლეიტა“,  სტრავინსკის „გაზაფხულის რიტუალი“, ავსტრალიელი აბორიგენების სიმღერა „დილის ვარსკვლავი“, ინდური რაგა, ინდიელთა „ღამის გალობა“, იაპონური შაკუჰაჩის ხმა და ასე 27-მდე. ყველა ეს მუსიკალური ჩანაწერი გასული საუკუნის 70-იან წლებში ოქროს დისკზე დაიტანეს ბუნებისა და ადამიანთა ყოფის ამსახველ სხვა ხმებთან ერთად. დაწერეთ სად გაიგზავნა ოქროს დისკი და რომელი ქართული ხალხური სიმღერა მოხვდა მასზე?

კოსმოსში. მასზე მოხვდა ქართული ხალხური სიმღერა "ჩაკრულო"

500

როგორ გამოიყურება ძეგლი, რომელიც მევიოლინეს პატივსაცემად დაიდგა? (ამბავი მევიოლინისა და პატარა ჩიტისა)

მევიოლინეს საკრავი ისე მოუმარჯვებია, თითქოს უკრავს, მხარზე კი ჩიტი აზის.