ადამიანი
მასწავლებელი
სიბრძნე
ავკაცობა
სიმართლე
10

კარგამოკეტილი ადამიანის საცხოვრებელი თვალებგამოღამებულ ეკლესიაზე უარესია.

ა. ოტია იოსელიანი            ბ. არჩილ ქიქოძე

გ. ჭაბუა ამირეჯიბი           დ. კონსტანტინე გამსახურდია

კონსტანტინე გამსახურდია

10

მასწავლებელი - ღამე უძილო,
ნორჩებზე ფიქრი დაუშრობელი.
მასწავლებელი - ზოგჯერ უშვილო,
მაგრამ ათასი ბავშვის მშობელი.

ა. აკაკი წერეთელი         ბ. ვაჟა-ფშაველა

გ. გალაკტიონ ტაბიძე     დ. იოსებ ნონეშვილი

იოსებ ნონეშვილი

10

არას გარგებს სწავლულება, თუ არა იქმ ბრძენთა თქმულსა: არ იხმარებ, რას ხელსა ხდი საუნჯესა დაფარულსა?

ა. შოთა რუსთაველი            ბ. სულხან-საბა

გ. დავით გურამიშვილი       დ. ვახტანგ VI

შოთა რუსთაველი

10

ავსა კარგად ვერვინ შეცვლის, თავსა ახლად ვერვინ იშობს.

ა. შოთა რუსთაველი            ბ. სულხან-საბა

გ. დავით გურამიშვილი       დ. ვახტანგ VI

შოთა რუსთაველი  

10

სიმართლის მთქმელს ცხენი შეკაზმული უნდა ჰყავდეს.

ა. ილია ჭავჭავაძე                   ბ. ქართული ანდაზა

გ. კონსტანტინე გამსახურდია   დ. ვაჟა-ფშაველა

ქართული ანდაზა

20

რომელი ადამიანიც თავის ერს ემსახურება კეთილგონიერად... ამით ის უმზადებს მთელს კაცობრიობას საუკეთესო წევრებს, ხელს უწყობს მთელი კაცობრიობის განვითარებას.

ა. ჭაბუა ამირეჯიბი            ბ. ვაჟა-ფშაველა

გ. რაფიელ ერისტავი          დ. დავით კლდიაშვილი

ვაჟა-ფშაველა

20

„მასწავლებლისა ბედზედა
მრავალჯერ დამიკვნესია…
რა ვუყოთ, მასწავლებელი
დღეს არა ფასობს ჩვენშია.
თუმცა ხსნა ჩვენის ერისა
მხოლოდ და მხოლოდ თქვენშია”

ა. აკაკი წერეთელი           ბ. ტარიელ ხარხელაური

გ. ლუკა რაზიკაშვილი      დ. ბესიკ ხარანაული

ლუკა რაზიკაშვილი

20

ჭკუა უნდა ყორიფელს, ჭკუა! თუ იგი ხელთა მაქვს, არც არაფერს წავაგებ რამეს!

ა. გალაკტიონ ტაბიძე             ბ. ალექსანდრე ჭავჭავაძე

გ. დავით კლდიაშვილი         დ. გურამ დოჩანაშვილი

დავით კლდიაშვილი

20

ავსა კაცსა ავი სიტყვა... სადმე წინ დაუხვდება.

ა. კონსტანტინე გამსახურდია      ბ. აკაკი ბაქრაძე

გ. მიხეილ ჯავახიშვილი            დ. ილია ჭავჭავაძე

მიხეილ ჯავახიშვილი

20

ჭეშმარიტი სიტყვა არასოდეს არ არის სასიამოვნო, სასიამოვნო სიტყვა კი- იშვიათად არის მართალი.

ა. ილია ჭავჭავაძე                   ბ. ქართული ანდაზა

გ. კონსტანტინე გამსახურდია   დ. ვაჟა-ფშაველა

ქართული ანდაზა

30

ადამიანებთან ურთიერთობა საკმაოდ რთული ხელოვნებაა! რამდენი ინდივიდიცაა, იმდენი ხასიათია.

ა. კონსტანტინე გამსახურდია      ბ. აკაკი ბაქრაძე

გ. ანა კალანდაძე                      დ. პეტრე ოცხელი

ანა კალანდაძე

30

უგუნურებას ჩაიდენს ის მასწავლებელი, რომელსაც ცოცხალი სიტყვისათვის წელი სწყდება, მარტო წიგნზედ არის მინდობილი, მხოლოდ ბავშვების თვალს ამუშავებს და ყური კი უმოქმედოდ ავს დატოვებული... შეერთებული შრომა თვალისა და ყურისა მით უფრო საჭიროა, რომ ზოგ ბავშვს თვალის შთაბეჭდილება უფრო შერჩება, ზოგს ყურისა.

ა. მოსე გოგიბერიძე             ბ. იაკობ გოგებაშვილი

გ. დიმიტრი უზნაძე            დ. ილია ჭავჭავაძე

იაკობ გოგებაშვილი

30

სიბრძნე, ჭკუა და გონება ქვეყნად ედემის ბაღია,
სწავლა და გამოცდილება სულ საწყო-იარაღია.

ა. აკაკი წერეთელი                  ბ. ილია ჭავჭავაძე

გ. გრიგოლ ორბელიანი           დ. გალაკტიონ ტაბიძე

აკაკი წერეთელი

30

აწ რომ ავი არ ვაძაგო, კარგი როგორ უნდა ვაქო?
ავს თუ ავი არ ვუწოდე, კარგს სახელად რა დავარქო?

ა. შოთა რუსთაველი            ბ. სულხან-საბა

გ. დავით გურამიშვილი       დ. ვახტანგ VI

დავით გურამიშვილი

30

არა, არ ვუქებ ვაჟკაცსა
კაცთა მუსვრას და ომსაო!...
ვაჟკაც იგია, ვინც მართალს
ეტყვის ქვეყანას მცდომსაო...

ა. აკაკი წერეთელი                ბ. ილია ჭავჭავაძე

გ. ვაჟა-ფშაველა                   დ. ლადო ასათიანი

ილია ჭავჭავაძე

40

უნდობლობა არაადამიანური თვისებაა. ადამიანური თვისება ნდობაა.

ა. კონსტანტინე გამსახურდია      ბ. აკაკი ბაქრაძე

გ. ილია ჭავჭავაძე                     დ. ალექსანდრე ყაზბეგი

აკაკი ბაქრაძე

40

ვინც მოწაფედ არ ყოფილა, ის მოძღვარი არ იქნება.

ა. მოსე გოგიბერიძე             ბ. იაკობ გოგებაშვილი

გ. დიმიტრი უზნაძე            დ. ვახტანგ VI

ვახტანგ VI

40

სიბრძნე გიყვარდეს, ისწავლე, ძვირფასი არი სახისა,
დაცემულთ მაღლა ამწევი, მადიდებელი გლახისა.

ა. სულხან-საბა                   ბ. ვაჟა-ფშაველა

გ. დავით გურამიშვილი       დ. ვახტანგ VI

ვახტანგ VI

40

ავსა იქმდა კაი გინდა,- ესე ვინმცა მოიგონა?
ავსა ავი არ მიეგოს, მსჯავრი რითღა აიწონა?

ა. შოთა რუსთაველი            ბ. სულხან-საბა

გ. დავით გურამიშვილი       დ. ვახტანგ VI

სულხან-საბა

40

გულით მართალი ადამიანები მაშინაც იხვეჭენ ბრწყინვალების ახალ შარავანდს, როცა ისინი, უმართებულო შევიწროების ახალ იერიშს აიტანენ ხოლმე.

ა. კონსტანტინე გამსახურდია      ბ. აკაკი წერეთელი

გ. მიხეილ ჯავახიშვილი            დ. ილია ჭავჭავაძე

კონსტანტინე გამსახურდია

50

გახსოვდეს, აქ იმისთვის მოხვედი, რომ შეგნებული გაქვს აუცილებლობა-ებრძოლო შენს თავს, მხოლოდ შენს თავს.მაშასადამე, უმადლოდე ყველას, ვინც კი ამის შესაძლებლობას მოგცემს. 

ა. გიორგი გურჯიევი              ბ. გიორგი მამარდაშვილი

გ. დიმიტრი უზნაძე               დ. პეტრე იბერი 

გიორგი გურჯიევი

50

ვითარცა მზე გაზაფხულს განაცხოველებს ქვეყანას, მიანიჭებს სითბოსა და ნაყოფიერებასა, ეგრეთვე ბრძენი მოძღვარი განანათლებს გონებასა და განავითარებს გულს აღსაზრდელთასა.

ა. იაკობ გოგებაშვილი            ბ. დიმიტრი უზნაძე

გ. სოლომონ დოდაშვილი       დ. ილია ჭავჭავაძე

სოლომონ დოდაშვილი

50

აწ სულელნი სიბრძნის-მეტყველებენ, ხოლო ბრძენთა შექმნეს დუმილი. მათ ვერ გულის-ხმა ჰყვეს, ვითარმედ ბრძნად მეტყველება ვერცხლი არს წმინდა, ხოლო დუმილი ოქრო რჩეული, ვითარცა ჰრქვა სოლომონ.

ა. სულხან-საბა                   ბ. გიორგი მერჩულე

გ. დავით გურამიშვილი       დ. ვახტანგ VI

გიორგი მერჩულე

50

ღმერთო, რამდენი ცრემლი იღვრება ამ შენგან გაჩენილ დედამიწის ზურგზე, მაგრამ სიავე ადამიანისა აქამდის არ ჩაირეცხა.

ა. კონსტანტინე გამსახურდია      ბ. ვაჟა-ფშაველა

გ. ილია ჭავჭავაძე                     დ. ალექსანდრე ყაზბეგი

ილია ჭავჭავაძე

50

ოდეს მართალნი ნეტარებდნენ, ცოდვილთა ჰგვემდეს ცეცხლი, მაშინ შემიწყალე, მსაჯულო ჩემო.

ა. დავით აღმაშენებელი             ბ. ვახტანგ VI

გ. კონსტანტინე გამსახურდია    დ. გრიგოლ ორბელიანი

დავით აღმაშენებელი