საარჩევნო უფლება
საარჩევნო სისტემები
საპრეზიდენტო არჩევნები
საპარლამენტო არჩევნები
თვითმმართველობის არჩევნები
100

რა არის არჩევნები?

საარჩევნო პროცესი, რომლის დანიშნულება და შედეგია საჯარო ხელისუფლების წარმომადგენლობითი ორგანოებისა და საჯარო ხელისუფლების თანამდებობის პირთა არჩევა

100

როგორი საარჩევნო სისტემები ვიცით?

პროპორციული და მაჟორიტარული საარჩევნო სისტემები.

100

რა ვადით აირჩევა საქართველოს პრეზიდენტი?

5 წლის ვადით.

100

როდის ტარდება პარლამენტის არჩევნები?

საქართველოს პარლამენტის მორიგი არჩევნები ტარდება საქართველოს პარლამენტის უფლებამოსილების ვადის ამოწურვის კალენდარული წლის ოქტომბრის ბოლო შაბათს.

100

როდის ტარდება მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითო ორგანოს არჩევნები?

საკრებულოს და თვითმმართველი ქალაქის/თვითმმართველი თემის მერის მორიგი არჩევნები ტარდება მორიგი არჩევნების წლის ოქტომბრის პირველ შაბათს.

200

რას ნიშნავს საარჩევნო უფლება?

აქტიური და პასიური საარჩევნო უფლება

200

რას ნიშნავს პროპორციული საარჩევნო სისტემა?

საქართველოს პარლამენტისა და მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს – საკრებულოს წევრების არჩევნები პარტიული სიების საფუძველზე.

200

ვინ შეიძლება იყოს საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატი?

საქართველოს პრეზიდენტად შეიძლება აირჩეს საარჩევნო უფლების მქონე საქართველოს მოქალაქე 40 წლის ასაკიდან, რომელსაც საქართველოში უცხოვრია 15 წელს მაინც.

200

საქართველოს პარლამენტის არჩევის წესი

საქართველოს პარლამენტის 150 წევრი აირჩევა ერთიან მრავალმანდატიან საარჩევნო ოლქში პროპორციული საარჩევნო სისტემის საფუძველზე.

200

ვინ შეიძლება იყოს საკრებულოს წევრი?

საკრებულოს წევრად შეიძლება აირჩეს საქართველოს მოქალაქე, რომელსაც კენჭისყრის დღემდე შეუსრულდა ან კენჭისყრის დღეს უსრულდება 21 წელი და საქართველოში უცხოვრია 6 თვეს მაინც.

300

რას ნიშნავს აქტიური საარჩევნო უფლება?

საქართველოს მოქალაქის უფლება, ხმის მიცემის მეშვეობით მონაწილეობა მიიღოს საჯარო ხელისუფლების წარმომადგენლობით ორგანოში ხალხის წარმომადგენელთა ასარჩევად და საჯარო ხელისუფლების თანამდებობის დასაკავებლად ჩატარებულ საყოველთაო არჩევნებში, რეფერენდუმში, პლებისციტში

300

რას ნიშნავს მაჟორიტარული საარჩევნო უფლება?

მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს – საკრებულოს წევრების არჩევნები მაჟორიტარული ერთმანდატიანი საარჩევნო ოლქების მიხედვით.

300

ვინ ირჩევს საქართველოს პრეზიდენტს?

საარჩევნო კოლეგია.

300

რა ვადით აირჩევა საქართველოს პარლამენტი

 საქართველოს პარლამენტი აირჩევა 4 წლის ვადით

300

რა ვადით აირჩევა მერი?

4 წლის ვადით.

400

რას ნიშნავს პასიური საარჩევნო უფლება?

საქართველოს მოქალაქის უფლება, კენჭი იყაროს საჯარო ხელისუფლების წარმომადგენლობით ორგანოში ასარჩევად და საჯარო ხელისუფლების თანამდებობის დასაკავებლად

400

რას ნიშნავს პარტიული სიით წარდგენილი კანდიდატი?

საქართველოს პარლამენტის, მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს – საკრებულოს არჩევნებში მონაწილეობის მიზნით შესაბამისი საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის მიერ რეგისტრირებულ პარტიულ სიაში შეყვანილი საქართველოს მოქალაქე.

400

რას ნიშნავს საარჩევნო კოლეგია?

საქართველოს პრეზიდენტის არჩევის მიზნით 300 წევრისგან შემდგარი სპეციალური ორგანო, რომლის შემადგენლობა დამტკიცებულია ცესკოს განკარგულებით

400

ვინ შეიძლება იყოს საქართველოს პარლამენტის წევრი?

საქართველოს პარლამენტის წევრად შეიძლება აირჩეს საარჩევნო უფლების მქონე საქართველოს მოქალაქე, რომელსაც კენჭისყრის დღემდე შეუსრულდა ან კენჭისყრის დღეს უსრულდება 25 წელი და საქართველოში უცხოვრია 10 წელს მაინც.

400

როგორი სისტემით ტარდება მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს არჩევნები?

მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს – საკრებულოს არჩევნები ტარდება პროპორციული და მაჟორიტარული საარჩევნო სისტემების საფუძველზე.

500

განმარტეთ, რას ნიშნავს საარჩევნო სუბიექტი?

შესაბამისი საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის მიერ რეგისტრირებული პარტია, ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფი, საჯარო ხელისუფლების წარმომადგენლობითი ორგანოს წევრობის კანდიდატი, საჯარო ხელისუფლების თანამდებობის კანდიდატი.

500

რას ნიშნავს მაჟორიტარი კანდიდატი?

მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს – საკრებულოს არჩევნებში მონაწილეობის მიზნით შესაბამისი საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის მიერ რეგისტრირებული, პარტიის/ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფის მიერ საარჩევნო ოლქში წარდგენილი საქართველოს მოქალაქე.

500

ვის შეუძლია წარადგინოს პრეზიდენტობის კანდიდატი და როდის?

საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატის წარდგენის მიზნით საარჩევნო კოლეგიის არანაკლებ 30-მა წევრმა საარჩევნო კოლეგიის შემადგენლობის დამტკიცების შემდეგ, მაგრამ არჩევნების დღემდე არაუგვიანეს 30-ე დღისა, განცხადებით უნდა მიმართოს ცესკოს.

500

როგორ ნაწილდება საქართველოს პარლამენტის წევრთა მანდატები?

 პოლიტიკური პარტიის მიერ მიღებული მანდატების რაოდენობის დასადგენად მის მიერ მიღებული ხმების რაოდენობა მრავლდება 150-ზე და იყოფა ყველა იმ პოლიტიკური პარტიის მიერ მიღებული ხმების ჯამზე, რომლებმაც არჩევნებში მონაწილე ამომრჩეველთა ნამდვილი ხმების 5 პროცენტი მაინც მიიღეს. მიღებული რიცხვის მთელი ნაწილი არის პოლიტიკური პარტიის მიერ მიღებული მანდატების რაოდენობა. თუ პოლიტიკური პარტიების მიერ მიღებული მანდატების რაოდენობათა ჯამი 150-ზე ნაკლებია, გაუნაწილებელ მანდატებს თანამიმდევრობით მიიღებენ უკეთესი შედეგის მქონე პოლიტიკური პარტიები.

500

საარჩევნო ხმის უფლება

თვითმმართველი ქალაქის/თემის საკრებულოს არჩევნებისას ამომრჩეველს აქვს ერთი ხმის უფლება პროპორციული საარჩევნო სისტემის საფუძველზე და ერთი ხმის უფლება მაჟორიტარული საარჩევნო სისტემის საფუძველზე.