დაასახელე სიტყვა ,,სწრაფის" საპირისპირო სიტყვა
ნელი
(80 +20 )-30=
70
რა ფერითაა რუკაზე წყალი აღნიშნული?
ლურჯი
სად დაიბადა იესო ქრისტე ?
ბეთლემში
ზოოპარკში 8 მელიაა. კურდღლები 2-ით ნაკლებია, ვიდრე მელიები, ხოლო ზღარბები - 2-ჯერ ნაკლები, ვიდრე კურდღლები.
რამდენი კურდღელი და რამდენი ზღარბია ზოოპარკში?
კურდღელი- 6, ზღარბი 3
რომელი სიტყვა აღნიშნავს მოქმედებას
,, მამამ ნიკოს სათამაშო ნავი გაუკეთა ".
გაუკეთა
რისი ტოლია 1-დან 10-ის ჩათვლით რიცხვების ჯამი?
55
„ხან სავსეა, ხან ნამგალა,
დედამიწას ურბენს ირგვლივ,
ბნელში ხშირად ნათელს გვფენს,
რაზე ვამბობ, აბა მიხვდით?“
მთვარე
რომელ მდინარეში მოინათლა იესო ქრისტე?
იორდანეში
აკაკიმ და გიორგიმ ტყეში სოკოები იპოვეს. გიორგიმ იპოვა 11 სოკო, აკაკიმ კი - 7.
ბიჭებმა გადაწყვიტეს სოკოები ოჯახის 6 წევრისათვის თანაბრად გაეყოთ.
რამდენი სოკო შეხვდა თითოეულს?
ექვსი
რამდენი სიტყვაა წინადადებაში , რომელიც თანხმოვანზე იწყება : ნიკო ვაშლის ხეზე ავიდა.
სამი
გიოს ერთ ჯიბეში 12 თხილი ჰქონდა, მეორეში კი 3-ით მეტი. მესამე ჯიბეში 10 თხილი , ხოლო მეოთხეში იმდენი რამდენიც მეორეში. გიომ 2 თხილი შეჭამა. რამდენი თხილი დარჩა მას სულ?
50
მთვარე დედამიწის გარშემოვლას ანდომებს:
ა) ერთ თვეს (28 დღე- ღამეს)
ბ) ათ დღეს
გ) ერთ წელს
ა) ერთ თვეს (28 დღე- ღამეს)
რა იყო იესო ქრისტეს პირველი სასწაული?
წყლის ღვინოდ ქცევა
მერის და ციალას 8 ფანქარი ჰქონდათ. როცა მერიმ ციალას მისცა 3 ფანქარი, მაშინ მათი ფანქრების რაოდენობა გათანაბრდა.
რამდენი ფანქარი ჰქონდა მერის და რამდენი ციალას თავდაპირველად?
მერის 7, ციალას კი 1 ფანქარი
რამდენი თანხმოვანია ამ ერთ სიტყვაში: ცხვირჩამოშვებული
ათი
მეზობლად ცხოვრობენ ბავშვები - 3 ბიჭი და 2 გოგო. საახალწლოდ ყველა ბიჭმა თითოეული გოგოსთვის საჩუქრად მოიტანა ერთი ვაშლი. ხოლო ყველა გოგომ თითოეული ბიჭისთვის ერთი მსხალი. ბავშვებმა მსხლები და ვაშლები ნაძვისხის ქვეშ დააწყვეს. რა უფრო მეტია ნაძვისხის ქვეშ ვაშლები თუ მსხლები?
თანაბარი რაოდენობითაა
რა ეწოდება მოვლენას,როცა წვიმა დიდხანს არ მოდის?
გვალვა
დაასახელეთ მთა, სადაც ფერი იცვალა იესო ქრისტემ?
თაბორის მთა
მაკა ცხოვრობს მალვინაზე მაღლა და კახაზე დაბლა. ფრიდონი კი - მალვინაზე დაბლა. რომელი პიროვნება რომელ სართულზე ცხოვრობს ოთხსართულიან ბინაში?
1- ფრიდონი
2- მალვინა
3- მაკა
4-კახა
დაასრულე ანდაზა :,, ქვეყანა ღონიერია , თუ ...
კაცი გონიერია
დედას ჰყავს 5 შვილი. 2 გოგო და 3 ბიჭი. ახალ წელს დედამ ბავშვებს ტკბილეული მისცა. თითოეულ გოგოს მისცა 9 ცალი კანფეტი, ხოლო თითოეულ ბიჭს 6 შოკოლადი და უთხრა ხუთივეს ერთად ეჭამათ. რა უფრო მეტი აქვთ ბავშვებს კანფეტები თუ შოკოლადები და რამდენით?
ბავშვებს ერთნაირი რაოდენობის შოკოლადები და კანფეტები აქვთ
ჩასვი გამოტოვებული სიტყვა : ... დიდი სისწრაფით ეცემა დედამიწაზე და აზიანებს ბაღებს ბოსტანს, ხეხილს..
სეტყვა
ვინ იყო ადამიანი, ვინც 4 დღის მკვდარი აღადგინა უფალმა?
ლაზარე
ორ ბუჩქზე იჯდა 16 ყვავი. მეორე ბუჩქიდან საერთოდ გაფრინდა 2 ყვავი. შემდეგ, პირველი ბუჩქიდან მეორეზე გადაფრინდა 5 ყვავი. ამის შემდეგ ორივე ბუჩქზე ყვავების ერთნაირი რაოდენობა აღმოჩნდა. რამდენი ყვავი იჯდა თითოეულ ბუჩქზე თავდაპირველად?
პირველზე 12,მეორეზე 4 ყვავი