მეფობის ხანა
რესპუბლიკის ხანა
პუნიკური ომები
რომი ძვ.წ. პირველ საუკუნეში
რომი ახ.წ.პირველ საუკუნეში
100

რომელ წელს შეიქმნა ქალაქი რომი?

ძვ.წ. 753 წელს

100

ვინ იყო უმაღლესი თანამდებობის პირი რესპუბლიკის ხანაში?

კონსული

100

რომელ სახელმწიფოსთან ჰქონდა სამი პუნიკური ომი რომს?

კართაგენს

100

ვინ შედიოდა პირველ ტრიუმვირატში?

კრასუსი, პომპეუსი, იულიუს კეისარი

100

რომელ სახელმწიფოს დაუპირისპირდა სომხეთის გამო რომი?

პართიას

200

ვინ იყო რომის პირველი მეფე?

რომის პირველი მეფე იყო რომულუსი

200

რა მოვალეობას ასრულებდნენ სახალხო ტრიბუნები?

სახალხო ტრიბუნები იცავდნენ პლებეების უფლებებს;

200

რომელ წლებში მიმდინარეობდა პირველი პუნიკური ომი და რა მიზეზით?

ძვ.წ. 264-241 წლებში; კუნძულ სიცილიაზე გასაბატონებლად;

200
რომელ ორ მთავარსარდალს შორის გაიმართა სამოქალაქო ომი რომში? ვისი გამარჯვებით დასრულდა?

კეისარსა და პომპეუსს შორის, გაიმარჯვა იულიუს კეისარმა

200

როგორ ისარგებლა რომის და პართიის დაპირისპირებით ქართლმა?

ქართლის მეფე მითრიდატემ სომხეთში გაამეფა თავისი ვაჟი მითრიდატე.

300

დაასახელეთ რომის მოქალაქეების ორი ფენა;

პატრიციები და პლებეები

300

მმართველობის რომელი ორგანო ამტკიცებდა კანონებს რესპუბლიკის ხანაში?

სენატი

300

რა მოიმოქმედა ჰანიბალმა მეორე პუნიკური ომის დროს და რომელ ბრძოლაში გაიმარჯვა?

ჰანიბალმა გადალახა ალპები და ჩავიდა იტალიაში, ძვ.წ. 216 წელს კანეს ბრძოლაში დაამარცხა რომაელები.
300

ვინ შედიოდნენ მეორე ტრიუმვირატში?

ოქტავიანე ავგუსტუსი, მარკუს ანტონიუსი და ლეპიდუსი
300

რა ფუნქციას ასრულებდა ლიმესი?

ლიმესი იყო რომის იმპერიის გამაგრებულუ საზღვარი, მომთაბარე ტომებისგან თავდასაცავად.

400

რომის რომელმა მეფემ მიანიჭა მოქალაქეობა მათ, ვინც თავისი ხარჯით გაივლიდა სამხედრო სამსახურს?

რომის მეექვსე მეფემ - სერვიუს ტულიუსმა;

400

რომელი თანამდებობის პირი ადევნებდა თვალყურს რომის მოქალაქეთა მიერ ზნეობრივი ნორმების შესრულებას?

ცენზორი

400
რა დამსახურების გამო უწოდეს სციპიონს "აფრიკელი"?

სციპიონ აფრიკელმა ომი გადაიტანა კართაგენში და ძვ.წ. 202 წელს ზამას ბრძოლაში დაამარცხა ჰანიბალი.

400

რომელ წელს და სად დაამარცხა ოქტავიანე ავგუსტუსმა მარკუს ანტონიუსი?

ძვ.წ. 31 წელს აქციუმის კონცხთან

400

ჩამოთვალეთ რომის "ხუთი დიდი იმპერატორი".

 ნერვა, ტრაიანე, ადრიანე, ანტონიუს პიუსი, მარკუს ავრელიუსი

500
რომელ წელს განდევნეს რომის უკანასკნელი მეფე და ვინ იყო იგი?

ძვ.წ. 509 წელს, ლუციუს სუპერბუს ტარკვინიუს ამაყი

500

რისი უფლება ჰქონდათ სახალხო ტრიბუნებს?

ვეტოს დადების

500

ვის ეკუთვნის სიტყვები:"კართაგენი უნდა დაინგრეს"!

სენატორ კატონს

500

პირველი ტრიუმვირატის წევრებს ჰქონდათ ზედმეტსახელები: ჭკუა, ძალა და ფული. გაიხსენეთ, რომელ წევრს რომელი ზედმეტსახელი ჰქონდა.

იულიუს კეისარი -ჭკუა, ძალა - პომპეუსი, ფული - კრასუსი.

500

რას ნიშნავდა გამონათქვამი: "pax romana"?

"რომაული მშვიდობა"