კალიფორნიული გუნდის ეს „ჯადოქარი“ NBA-ის 5-გზის ჩემპიონია, აქედან სამში კი ფინალების MVP-ს ჯილდოც მოიპოვა - დაგვისახელეთ ეს კალათბურთელი
მეჯიქ ჯონსონი
როცა ამ გუნდმა 38-ივე ტური ერთი ამოსუნთქვით გაიარა და ქვეყნის ჩემპიონატი მოიგო, მის მაისურზე სატელეკომუნიკაციო კომპანიის ლოგო იყო გამოსახული. დაგვისახელეთ ეს კლუბი.
არსენალი
2017 წლის გაზაფხულზე გლენ მიურეისა და მისი გოლების წყალობით ზღვისპირული გუნდი ინგლისის უმაღლეს ლიგას 34-წლიანი პაუზის შემდეგ დაუბრუნდა. დაგვისახელეთ ეს ფეხბურთელი
სოლი მარჩი
საინტერესოა, რომ ამ მეკარემ 18 წლიანი სხვაობით ორი ჩემპიონთა ლიგა ისე მოიგო, რომ ორივე ჯერზე მხოლოდ თითო შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა. - დაგვისახელეთ ეს მეკარე
სკოტ კარსონი
კიმ ჩენ ინის ძმობილსა და NBA-ის ორგზის საუკეთესო ამ დამცველს 5 საჩემპიონო ბეჭედი აქვს - ორჯერ „პისტონსთან“, სამჯერ კი „ბულსთან“ ერთად - დაგვისახელეთ ეს კალათბურთელი
დენის როდმანი
1981 წელს სანტანდერის რასინგი პირველი ესპანური კლუბი გახდა, რომელმაც მაისურზე სპონსორის ლოგო დაიტანა. სამზარეულოს ტექნიკის ეს ცნობილი გერმანული კომპანია კარგად უნდა გახსოვდეთ, თუმცა სრულიად სხვა გუნდის მაისურიდან - დაგვისახელეთ ეს კომპანია
Teka
თავისი ნაკრების ყველა დროის საუკეთესო მელელოვეთა სიაში ეს მორაგბე მეორე ადგილს იკავებს. ერთ დროს ამ უსწრაფესმა ამ ფრთამ, 2024 წელს მიხეილ მესხზე „გლოსთერის“ შემადგენლობაშიც ითამაშა. - დაგვისახელეთ ეს მორაგბე
ჯონი მეი
არ ვიცით, ფეხბურთელობისასაც სჩვეოდა თუ არა თავისი პოზიციის მიტოვება, მაგრამ ეროვნულ ნაკრებში ერთადერთი მატჩი 1994 წელს მაშინ ჩაატარა, როდესაც შეხვედრის დასრულებამდე 30 წუთით ადრე ანდონი სუბისარეტა შეცვალა
ხულენ ლოპეტეგი
ბეჭდის საძმოს ეს მრავალგზის წევრი ჩეხურ-ხორვატული წარმოშობისაა და NBA-ის 8 ბეჭედს ფლობს. მის საპატივსაცემოდ კი „სელტიკსმა“ 17-ნომრიანი მაისური ხმარებიდან ამოიღო. - დაგვისახელეთ ეს კალათბურთელი
ჯონ ჰავლიჩეკი
2000 წელს „შეფილდ უენსდის“ ფორმაზე გამოჩენილი ეს ესპანური კომპანია ბავშვების ყურადღებას ნამდვილად მიიპყრობდა. მიუხედავად ამისა, კლუბის ქომაგები იმ წლებს ტკბილად ალბათ ვერ იხსენებენ. დაგვისახელეთ ეს კომპანია
ჩუპა ჩუპსი
პარამარიბოში დაბადებული ამ ნიდერლანდელის მიერ ბურთის ფლობისას კომენტატორი ალბათ ხშირად იყენებდა ფრაზას, რომელიც მოგვიანებით საკულტო სერიალიდან გახდა ცნობილი - დაგვისახელეთ ეს ფეხბურთელი
არონ ვინტერი
როგორ მოხვდნენ მისი წინაპრები ოტომანების იმპერიიდან სამხრეთ ამერიკაში, სხვა საკითხია. თუმცა 2014 წელს, მოედანზე შესვლისთანავე, ის იმ დროისთვის მსოფლიო ჩემპიონატების ისტორიაში ყველაზე ასაკოვანი მოთამაშე გახდა. - დაგვისახელეთ ეს მეკარე
ფარიდ მონდრაგონი