Movies/TV Shows
Sports
Geography
Music
Answers on Letter B
100

სერიალის ერთ-ერთი მთავარი პროტაგონისტი აშშ - დან სამშობლოში ბრუნდება, სადაც ქვეყანაში გამეფებული კორუფციისა და დანაშაულებრივი სამყაროს წინააღმდეგ თავდაუზოგავ ბრძოლას იწყებს.

ცხელი ძაღლი

100

დაასახელეთ ევროპული ფეხბურთის ერთ-ერთი ყველაზე ტიტულოვანი კლუბის სახელი. თუკი გეტყვით, რომ ამ მერსისაიდული კლუბის ფანები თამაშებზე არასოდეს დადიან მარტო.

ლივერპული

100

დაასახელეთ მსოფლიოში უდიდესი კუნძულის სახელი. თუკი გეტყვით იმასაც, რომ ცნობილ ქართულ ფილმში სწორედ ამის გატანას ითხოვს დაჟინებით ფილმის ერთ-ერთი პერსონაჟი. 

გრენლანდია

100

დაასახელეთ ყველაზე მეტი გრემის მქონე არტისტი. თუმცა ფრთხილად იყავით, არასწორი პასუხის შემთხვევაში მისი რისხვას თავს ვერც თქვენ დააღწევთ და ქულებს დაკარგავთ.

ბიონსე

100

დაასახელეთ ძაღლის „სახეობა“, რომელსაც ვხვდებით ბრიტანელი მწერლის, სერ ართურ კონან დოილის ერთ-ერთ დეტექტიურ რომანში.

ბასკერვილების

200

სპორტული კომედია პატარა კოლეჯის ამერიკული ფეხბურთის მწრთვნელის შესახებ, რომელსაც ევროპულ ფეხბურთში მწვრთნელობის გამოცდილების არ ქონის მიუხედავად, ინგლისის პრემიერ ლიგის პროფესიონალური საფეხბურთო გუნდის მწვრთნელად დაიქირავებენ

ტედ ლასო

200

Soy un hombre muy honrado, que me gusta lo mejor. დაასახელეთ ვის წინააღმდეგ მოიპოვა ქვემსუბუქი წონის ქამარი ამ სიმღერასთან ასოცირებულმა სპორტსმენმა.

ალექსანდრ ვოლკანოვსკი

200

დაასახელეთ კონტინენტი, რომელზეც ვხვდებით დედამიწაზე ყველაზე გრძელ უდაბნოს.

ანტარქტიკა

200

გაზაფხული, ზაფხული, შემოდგომა და ზამთარი. ეს ნაწარმოებათა სერია სწორედ წელიწადის დროებივით მრავალფეროვანი და ფერადია. დაასახელეთ ამ სერიის ავტორი.

ანტონიო ვივალდი

200

ერთ-ერთი ვერსიით ეს არის ნაღები, კაკაო და ირლანდიური ვისკი ემულგირებულ მცენარეულ ზეთთან ერთად. 

ბეილისი

300

მე-20 საუკუნის 40–იანი წლები. ერთ დროს წარმატებული ბანკირი ახალ ცხოვრებას იწყებს. აქ იგი თავის ცოდნას ამორალური ზედამხედველისთვის ბუღალტრად მუშაობაში იყენებს.

გაქცევა შოუშენკიდან

300

დაასახელეთ სპორტსმენი, რომელსაც მსოფლიო ჩემპიონატი 6 ჯერ ხოლო „ოსკარი“ 11 ჯერ აქვს მოგებული. გეტყვით იმასაც, რომ მან კარიერა 2005 წელს დაასრულა.

გარი კასპაროვი

300

ამ ქალაქს ვხვდებით ამ ცნობილი რომანის სათაურში. სადაც ავტორი მე-15 საუკუნის მოვლენებს აღწერს. რომანში ავტორი აყენებს ისეთ ზოგადსაკაცობრიო პრობლემებს, როგორიცაა სიყვარული, ვნება, ცოდვა, სიკვდილი.

პარიზი

300

დაასახელეთ ინგლისელი გიტარისტი, კომპოზიტორი და პროდიუსერი, გეტყვით იმასაც, რომ ის არც თუ ისე იშვიათად მოიხსენიება როგორც - საუკეთესო ვისაც კი გიტარაზე დაუკრავს.

ჯიმი პეიჯი

300

დაასახელეთ ბრიტანეთის შემადგენლობაში არსებული ტერიტორია, რომელიც ერთი შეხედვით შეიძლება ლუის ჰამილტონის სამშობლო გეგონოთ, თუმცა ეს ადგილი პითაგორასთან უფროა კავშირში ვიდრე ლუისთან და ფორმულა ერთთან.

ბერმუდის კუნძულები

400

ბურგერების მოყვარული დაქირავებული მკვლელი, მისი ფილოსოფოსი პარტნიორი, განგსტერის ნარკოტიკით გაბრუებული მეწყვილე და არავისთვის საჭირო მოკრივე - ამ კომედიური ელფერის კრიმინალურ ფილმში მათი გზები იკვეთება. მათი თავგადასავალი სამ ისტორიად არის მოთხრობილი, რომლის გმირებიც დროში მოგზაურობენ.

მაკულატურა

400

ეს საფეხბურთო კლუბი 1923 წელს დაარსდა, მის სახლად კი ესტადიო დე ლა სერამიკა ითვლება. დაასახელეთ მისი სახელი თუ გეტყვით იმასაც, რომ ამ კლუბის მეტსახელი 1966 წელს გამოსული, ბითლზსის ცნობილი სიმღერის სახელის იდენტურია.

ვილიარეალი

400

დაასახელეთ ყველაზე გრძელი მდინარე ევროკავშირის ტერიტორიაზე და მეორე მთელ ევროპაში ვოლგას შემდეგ. მისი შენაკადებიდან (270-მდე) 34 სანაოსნოა.

დუნაი

400

დაასახელეთ ელექტრონული მუსიკის ერთ-ერთ ყველაზე  წარმატებული ფრანგული ჯგუფი, თუკი გეტყვით იმასაც, რომ სწორედ აღნიშნული ჯგუფის წევრებმა გადასცეს ოქროს ბურთი 2021 წლის გამარჯვებულებს, ალექსია პუტელასს და ლეო მესის

დაფტ პანკი

400

დაასახელეთ ის, რაც 1788-1791 წლებში აიგო დღემდე მიჩნეულია როგორც გერმანიის დედაქალაქის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი სიმბოლო.

ბრანდენბურგის კარიბჭე

500

დაბალი ინტელექტის მქონე კაცმა ცხოვრებაში ბევრს მიაღწია ,არაერთ მნიშვნელოვან მოვლენას დაესწრო და ყოველ ჯერზე, ყველას უმტკიცებდა, რომ გაცილებით მეტი შეუძლია ვიდრე მისგან ელიან და მაინც მიუხედავად ყველაფრისა რასაც ცხოვრებაში მიაღწია, მისი ერთადერთი, ნამდვილი სიყვარული ხელიდან უსხლტება.

ფორესტ გამპი

500

დაასახელეთ სპორტული ღონისძიება, რომელიც 122 წლის წინ 1903 წელს დაარსდა. მისი პირველი გამარჯვებული ფრანგი მაურის გარინია. გეტყვით იმასაც, რომ აღნიშნული ღონისძიება 21 - დან 25 დღემდე გრძელდება.

ტურ დე ფრანსი

500

დაასახელეთ, ზღვაზე გასასვლელის არ მქონე სახელმწიფო აზიაში.აღმოსავლეთიდან და დასავლეთიდან ესაზღვრება ინდოეთი, ხოლო ჩრდილოეთიდან ჩინეთის სახალხო რესპუბლიკა. მოქალაქეები საკუთარ სახელმწიფოს უწოდებენ დრუკ იული რაც „ცეცხლის მფრქვეველი დრაკონის მიწას“ ნიშნავს.

ბუტანი

500

ამ მუსიკოსის მკვლელობას ანტონიო სალიერის მიაწერენ. თითქოს სიმბოლურია, რომ მან თავისი უკანასკნელი ნამუშევარი სიკვდილამდე რამდენიმე დღით ადრე შექმნა და თითქოს მის გარდაცვალებას მიუძღვნა.

ვოლფგანგ ამადეუს მოცარტი

500

ანტიკურ ხანაში ამ ადგილს კიმერიელთა სამეფოდ მოიხსენიებდნენ. ეს ანტიკური სახელმწიფო ჩრდილოეთ შავიზღვისპირეთში წარმოიქმნა ძვ. წ. V საუკუნის 80-იან წლებში ქერჩისა და ტამანის ნახევარკუნძულებზე არსებული ბერძნული კოლონია-პოლისების გაერთიანების შედეგად. თანამედროვეობაში აღნიშნული სახელმწიფო აღარ არსებობს, თუმცა მის სახელთან დაკავშირებული ეს ადგილი კვლავ უმნიშვნელოვანეს როლს თამაშობს ევროპაში.

ბოსფორის სრუტე