ნორვეგიული თემა
რიცხვითი სახელები პასუხში
კაცი კაცია და ქალი ქალია, ანუ ევროკავშირი
პროგრამისტების "სიტყვის კონა"
ქართული საკრავები
100

ამ ნორვეგიელი ექსპრესიონისტის ყველაზე ცნობილი ნახატი 2012 წელს აუქციონზე რეკორდულ ფასად, 120 მილიონ დოლარად გაიყიდა

ედვარდ მუნკი


100

2001 წლის ამ ფილმში დენის მეგობრების რაოდენობა ზუსტად ემთხვევა საფეხბურთო გუნდის სასტარტო მოთამაშეთა რიცხვს

ოუშენის 11 მეგობარი
100

ევროკავშირის წევრი ქვეყნების ეს ჯგუფი აერთიანებს იმ სახელმწიფოებს, რომლებმაც ოფიციალურად თქვეს უარი შიდა სასაზღვრო კონტროლზე. მას ლუქსემბურგის იმ სოფლის სახელი ჰქვია, სადაც შეთანხმებას მოეწერა ხელი

შენგენის ზონა

100

თუ ამ კითხვას აირჩევთ, ან გამოიცნობთ ან ვერა. გამოცნობის შანსის გასაზრდელად, გეტყვით, რომ ცვლადის ამ ტიპს სახელი ჯორჯ ბულის საპატივსაცემოდ ეწოდა


ბულეანი

100

ის შედგება ხის ცილინდრული კორპუსისა და მასზე გადაჭიმული ტყავისგან, რომელსაც ხელით ან ჯოხებით უკრავენ

დოლი

200

წორედ მან მიაღწია პირველმა სამხრეთ პოლუსს 1911 წელს, დაასწრო რა რობერტ სკოტს

რუალ ამუნდსენი

200

ასე ეწოდება კომპანიას, რომელიც ხაზს უსვამს საქართველოს, როგორც მეღვინეობის უძველეს სამშობლოს

8000 მოსავალი

200

რენესანსის ეპოქის ცნობილი ჰუმანისტის სახელობის ეს პროგრამა სტუდენტებს საშუალებას აძლევს, ერთი ან ორი სემესტრით სხვა წევრი ქვეყნის უნივერსიტეტში ისწავლონ

ერასმუსი (Erasmus+)

200

თუ პროგრამირების პროცესს აისბერგს შევადარებთ, ეს არის მისი წყალქვეშა ნაწილი

ბექენდი
200

ერთი პოეტის აზრით, ეს ოთხსიმიანი ჩამოსაკრავი ინსტრუმენტი სიმართლეს უნდა მსახურებდეს

ჩონგური

300

ერთადერთი ნობელის პრემია, რომელიც შვედეთის ნაცვლად ოსლოში გაიცემა

მშვიდობის დარგში


300

ამ რომანის სათაური აღებულია მე-17 საუკუნის ლექსიდან, რომელიც ქალაქ ქაბულს ეძღვნება

1000 მოელვარე მზე

300

ასე ეწოდება ამ გეოგრაფიული და ეკონომიკური რეგიონს, რომელსაც ბულგარეთი 2026 წლის 1 იანვარს შეუერთდა

ევროზონა/ევროლენდი/ევროსისტემა

300

ლეგენდის თანახმად, ეს ტერმინი პირველად მაშინ გამოიყენეს, როდესაც 1947 წელს კომპიუტერ Mark II-ის რელეში ნამდვილი მწერი გაიჭედა

ბაგი

300

მის აჭარულ სახესხვაობას ჭიბონი ეწოდება

გუდასტვირი

400
იბსენის "პერ გიუნტის" მუსიკა სწორედ ამ კომპოზიტორმა შექმნა

ედვარდ გრიგი

400

როგორც ისტორიული წყარეობიდან ვიგებთ, მათ ომში დედა და დაც დაკარგეს

9 ძმა ხერხეულიძე

400

ამ ტერმინით მოიხსენიებენ ევროკავშირის წევრობის მსურველი ქვეყნებისთვის დადგენილ კრიტერიუმებს. ეს კითხვა "დანიურ თემაშიც" შეიძლება მოსულიყო

კოპენჰაგენის კრიტერიუმები

400

ამ ტერმინს იყენებენ მონაცემთა სტრუქტურის აღსანიშნავად, სადაც ელემენტები ერთმანეთზეა „დახვავებული“. ბოლო დამატებული ელემენტი პირველი ამოიღება - ზუსტად ისე, როგორც სამზარეულოში დალაგებული თეფშების შემთხვევაში

სტაკი

400

საქართველოს ერთ კონკრეტულ რეგიონში პოპულარული ეს ინსტრუმენტი "მწაუხარების საკრავად" მოიხსენიება. 

შეიძლება საკმაოდ ცოტა მინიშნებაა, მაგრამ კითხვის ავტორისათვის სრულიად საკმარისი. 

ჩანგი

500
ეს ოსლოელი გამომძიებელი იძიებს "თოვლის კაცის" ამბავს

ჰარი ჰოლე

500

წორედ ამ პაპის მიერ 1095 წელს კლერმონის საეკლესიო კრებაზე წარმოთქმული სიტყვა „ღმერთს ასე სურს!“  გახდა პირველი ჯვაროსნული ლაშქრობის დაწყების მიზეზი.

ურბან II

500

ევროკავშირის ოფიციალური ჰიმნი არის ლუდვიგ ვან ბეთჰოვენის მე-9 სიმფონიის ფინალური ნაწილი, რომელიც ფრიდრიხ შილერის ამ ლექსზეა დაწერილი


ოდა სიხარულს

500

ამ აბრევიატურით აღნიშნულ ტერმინს ხშირად რესტორნის ოფიციანტს ადარებენ: ის იღებს თქვენს შეკვეთას, მიაქვს სამზარეულოში და უკან გიბრუნებთ მზა კერძს 

API

500

ასე ეწოდება ქართულ მრავალღერიან სალამურს

ლარჭემი/ლარჭემ-სოინარი