რომელი მდინარის აუზში მდებარეობს სამცხე-ჯავახეთი?
მტკვრის აუზში
რომელ საუკუნეში დაიპყრო ოსმალეთმა სამცხე-საათაბაგო?
მე-16 საუკუნეში
რომელ მხარეს უწოდებდნენ "საქართველოს ბეღელს"?
ჯავახეთს
როგორი ტიპის სახლებს აშენებდნენ სამცხე-ჯავახეთში?
ბანიანს და ერდო-გვირგვინიანს
რომელი ქალაქია სამცხე-ჯავახეთის ცენტრი?
ახალციხე
რას უწოდებდნენ ძველად სამცხე-ჯავახეთს?
სამცხე-საათაბაგოს, მესხეთს, ზემო ქართლს.
რომელ საუკუნეში დაიწყო ისლამის გავრცელება სამცხე-საათაბაგოში?
მე-18 საუკუნიდან
რას იყენებდნენ მოსავლისთვის ნაკლები მიწების პირობებში?
აკეთებდნენ ტერასებს
რა ეწოდებოდა სახლის ბანს დატანებულ ხვრელს, საიდანაც ჰაერი შემოდიოდა და კვამლი გადიოდა?
ერდო
რა ჰქვია ებრაელთა სალოცავს?
სინაგოგა
რომელ საუკუნეებში გამოკვეთეს ვანის ქვაბები?
IX-XI საუკუნეებში
რომელ წლებში გამართულ რუსეთ-თურქეთის ომის შემდეგ დაუბრუნდა სამცხე-ჯავახეთი საქართველოს?
1828-1829 წლების
რომელია ჯავახეთის წამყვანი მეურნეობის დარგები?
მემინდვრეობა და მეკარტოფილეობა
რა ეწოდებოდა სახლის წინ მიდგმულ ფარდულს?
კარაპანი
რომელი სახელმწიფოები ესაზღვრება სამცხე-ჯავახეთს?
სომხეთი და თურქეთი
რომელ წელს ჩატარდა რაბათის რესტავრაცია?
2011 წელს
სამცხე-ჯავახეთის რომელ ნაწილში დაასახლეს დუხობორები?
ჯავახეთში
რომელი იყო სამცხე-ჯავახეთის უმნიშვნელოვანესი მარცვლეული?
სელი
რა იყო დარანი?
მიწისქვეშა ან კლდეში ნაკვეთი გვირაბების და ოთახების სისტემა.
ყველის რომელ სახეობებს ამზადებენ სამცხე-ჯავახეთში?
ტენილს და ჩეჩილს
რომელი კანონთა კრებული შეიქმნა სამცხეში შუა საუკუნეებში?
"სამართლის ძეგლი"
როგორ იხსნიდნენ თავს გამუსლიმებისგან ქართველები და სომხები?
კათოლიკობის მიღებით
სად ინახავდნენ მარცვლეულს?
ხაროში
რა ეწოდებოდა ხელოვნურ გამოქვაბულებს?
სახიზარები
დაასახელეთ ერთ-ერთი საბაჟო გამშვები პუნქტი, რომლითაც სამცხე-ჯავახეთი უკავშირდება თურქეთს?
კარწახი/ვალე