რომელ ორგანულ ნივთიერებებს მიეკუთვნება დეენემის მოლეკულა?
ნუკლეინის მჟავებს
უჯრედში სად მდებარეობს დეენემი?
უჯრედის ბირთვში
დაასახელე რნმ-ის სახელი
დეზოქსირიბონუკლეინის მჟავა
რამდენი სტრუქტურა ახასიათებს ცილებს?
4 სტრუქტურა - პირველადი, მეორეული, მესამეული და მეოთხეული
რა განაპირობებს ცილების მრავალფეროვნებას
ამინომჟავების რაოდენობა, სახეობა და თანმიმდევრობა
რა არის დეენემის მონომერი, რამდენი სახეობაა?ჩამოთვალე!
დეენემის მონომერს წარმოადგენს ოთხი სახეობის ნუკლეოტიდი - ადენინი, გოანინი, ციტოზინი და თიმინი
რა არის რნმ-ის მონომერი და რამდენი სახეობისაა?ჩამოთვალე!
4 სახეობის - ადენინი, ურაცილი, გუანინი და ციტოზინი
როგორი სტრუქტურა აქვს დეენემს?
დეენემი შედგება ორიორი ერთმანეთი მიმართ დახვეული ჯაჭვისაგან
როგორი სტრუქტურა აქვს რნმ-ის
ერენემის მოლეკულა შედგება ერთი ერთი ჯაჭვისაგან
რა არის გენი?
დეენემის მოლეკულის უბდანი, რომელიც განსაზღვრავს ერთ კონკრეტულ ნიშან-თვისებას
რა არის დეენემის ფუნქცია?
გენეტიკური ინფორმაციის შენახვა-გადაცემა
დეენემის ორი ჯაჭვი ერთმანეთს უკავშირდება გარკვეული კანონზომიერებით, კერძოდ ნუკელოტიდების სივრცული ფორმის შესაბამისად, წყალბადური ბმით. რა ეწოდება ამ პრინციპს?
კომპლემენტარობის პრინციპი
GTCGAAGACCT
CAGCUUCUGGA
დეენემის ერთ ჯაჭვის გენში ნუკლეოტიდები განლაგებული შემდეგი თანმიმდევრობით: AGCTATTGCTCAG. განსაზღვრე დეენემის მეორე ჯაჭვის შესაბამისი ნუკლეოტიდები
TCGATAACGAGTC
ინფორმაციულ ერენემში ნუკლეოტიდების თანმიმდევრობა ასეთია GUUCACCUC, განსაზღვრე რა იქნებოდა დეენემის ჯაჭვის შესაბამის უბანში ნუკლეოტიდების თანმიმდევრობა
CAAGTGGAG
რომელი ამინომჟავბისგან იქნება აგებული ცილა, რომელიც წარმოიქმნა ამ თანმიმდევრობის ი-რნმ-დან? CUAAAUGAU
ლეიცინი - ასპარაგინი-ასპარაგინის მჟავა
რომელი ამინომჟავბისგან იქნება აგებული ცილა, რომელიც წარმოიქმნა ამ თანმიმდევრობის ი-რნმ-დან? AAACCGUCC
ლიზინი - პროლინი - სერინი
ცილა უფრო სტრუქტურულ როლს ასრულებს თუ ენერგეტიკულს?
ცილა ძირითადად ასრულებს სტრუქტურულ (და ფუნქციურ) როლს, ხოლო ენერგეტიკული როლი მეორეხარისხოვანია.
რომელი ორგანოიდი მონაწილეობს ტრანსლაციაში?
რიბოსომა
რატომ მიმდინარეობს ტრანსკრიფცია ბირთვში და არა უჯრედის სხვა ნაწილში?
ტრანსკრიფცია მიმდინარეობს ბირთვში, რადგან დეენემი მდებარეობს ბირთვში და რნმ-ის სინთეზისთვის აუცილებელია პირდაპირი წვდომა დნმ-ზე. უჯრედის სხვა ნაწილში დნმ-ის შაბლონი არ არის ხელმისაწვდომი.
ახსენი, რა მნიშვნელობა აქვს დეენემის რეპლიკაციის პროცესს?
უზრუნველყოფს გენეტიკური ინფორმაციის ზუსტ გადაცემას შვილეულ უჯრედებზე. ახალი უჯრედები იღებენ იგივე მემკვიდრულ ინფორმაციას, რაც მნიშვნელოვანია ორგანიზმის ზრდის, განვითარებისა და გამრავლებისთვის.
რა პროცესია ცილის ბიოსინთზი?
ცილის ბიოსინთეზი არის პროცესი, რომლის დროსაც გენეტიკური ინფორმაციის საფუძველზე უჯრედში სინთეზირდება ცილა. ეს პროცესი მოიცავს ორ ეტაპს: ტრანსკრიფციას და ტრანსლაციას.
რა მნიშვნელობა აქვს ტრანსკრიფციის პროცესს?
ტრანსკრიფციის პროცესის სწორად წარმართვა მნიშვნელოვანია, რადგან იგი უზრუნველყოფს გენეტიკური ინფორმაციის სწორ გადაცემას დეენემიდან რნმ-ში. ეს აუცილებელია, რათა სწორად მოხდეს ცილების სინთეზი. თუ პროცესი შეცდომით წარიმართა, შეიძლება წარმოიქმნას არასწორი ცილები, რაც უჯრედის ფუნქციონირებაზე უარყოფითად აისახება.
ჩამოთვალე ტრანსლაციის პროცესის ,,მონაწილეები"
რიბოსომა, ი-რნმ, მ-რნმ, ამინომჟავები
აღწერე გზა გენიდან ცილამდე
გენიდან ,,გადაიწერება" ინფორმაცია ი-რნმ-ზე და ი-რნმ -ის თითოეული ტრიპლეტი შეესაბამება კონკრეტულ ამინომჟავას. ამინომჟავები ერთდება და წარმოიქმნება ცილა.