მათემატიკა
ქართული
ინგლისური
დაწყებითები
ზოგადი
100

დაასახელეთ ლუწი მარტივი რიცხვი

2

100

რამდენი ბრუნვაა ქართულში?

შვიდი

100

მათემატიკაში გამრავლების ნიშნად და ასევე „უცნობი რიცხვის“ აღსანიშნავად ვიყენებთ სიმბოლოს, რომელიც ზუსტად ჰგავს ინგლისური ანბანის ერთ-ერთ ასოს. რომელი ასოა ეს?

X/x

100

რომელია ყველაზე დიდი ფრინველი?

სირაქლემა

100

საანგარიშო დაფა არითმეტიკული გამოთვლებისთვის, იხმარებოდა ძველ საბერძნეთში, რომში, შემდეგ -დასავლეთ ევროპაში. დაყოფილი იყო ზოლებად, ანგარიში ხდებოდა ამ ზოლებში მოთავსებული სათვლელი ქვების(კენჭების, ძვლის კოჭების) გადაადგილებით.

აბაკი

200

როდის აღინიშნება მათემატიკის საერთაშორისო დღე და რატომ შეირჩა ეს თარიღი?

14 მარტს, როგორც მესამე თვის მე-14 დღე, ეს მოდის პი რიცხვიდან (3.14)

200

დაასრულე ანდაზა: 

ცოდნა - სინათლეა, 

უსწავლელობა - .........

სიბნელე

200

რომელია ერთადერთი მწერი, რომლის სახელიც ინგლისურად ზუსტად ისე გამოითქმის, როგორც ინგლისური ანბანის მეორე ასო (B)?

Bee-ფუტკარი

200

რა ჰქვია ტექსტის ნაწილს, რომლის პირველი სტრიქონი ცოტათი შეწეულია?

აბზაცი

200

ორი აკლდამა, ორი ქანდაკება,ბაღი, ტაძარი და სანავიგაციო აგრეგატი. რას წარმოადგენენ ისინი ერთად?

მსოფლიოს 7 საოცრებას

300

რამდენი პროცენტით უნდა გავაიაფოთ 100%-ით გაზრდილი ნივთის ფასი, რომ საწყის ნიშნულს დაუბრუნდეს?

50%-ით

300

რამდენი დამწერლობა (ანბანია) მსოფლიოში?

თოთხმეტი

300

ინგლისურად ფრაზა "Break a leg" სიტყვასიტყვით სულ სხვანაირად ითარგმნება.  რას ნიშნავს ეს გამონათქვამი სინამდვილეში?

წარმატებას გისურვებ

300

რა მოძრაობს ზღვიდან ღრუბლებში, ღრუბლებიდან მიწაზე, მიწიდან კი ისევ ზღვაში?

წყალი

300

ეს ყველასთვის კარგად ცნობილი სიტყვა ძველი ბერძნული წარმოშობისაა. შუა საუკუნეებში ის ლათინურ ენაში მოხვდა, იქიდან კი პოლონურში. საიდანაც რუსულში და, სავარაუდოთ, რუსულიდან ქართულ ჟარგონში. ახლა კი შეეცადეთ უპასუხოთ კითხვას, რა სიტყვას ხმარობდნენ პოლონელები ,,დასვრილი ქაღალდის ნაგლეჯის'' აღსანიშნავად?

,,შპარგალკა''

400

მამისა და შვილის ასაკი ჯამში 66 წელია. მამის ასაკია შვილის ასაკი შებრუნებით. რამდენი წლის შეიძლება იყოს მამა? შვილი?

15 და 51;  60 და 6;  24 და 42

400

გაიხსენეთ ქართული შესატყვისი ,,ლინკი" 

ბმული

400

ინგლისურ ენაში არსებობს მხოლოდ ერთი ციფრის სახელი (სიტყვა), რომლის ასოების რაოდენობა ზუსტად მისი მათემატიკური მნიშვნელობის ტოლია (ანუ, ამ სიტყვაში ზუსტად იმდენივე ასოა, რასაც თავად ეს ციფრი ნიშნავს). რომელი სიტყვაა ეს?

4, Four

400

ასტრიდ ლინდგრენის ეს პერსონაჟი დასახელებულია 10 ყველაზე წითურ პერსონაჟს შორის. დაასახელეთ, ვისზეა საუბარი, თუ პერსონაჟის წინდების ზომამ მის სახელზე საგრძნობლად იმოქმედა.

პეპი გრძელიწინდა

400

აინშტაინი ამბობდა: "ვიდრე ისინი შემოესეოდნენ ფარდობითობის თეორიას, მე მესმოდა იგი, მაგრამ ახლა თავადაც არ ვიცი რა არის ფარდობითობის თეორია". დაასახელეთ მეცნიერება, რომლის წარმომადგენლებზე საუბრობდა აინშტაინი.

მათემატიკა. (როგორც ცნობილია აინშტაინს მათემატიკა ცუდად ესმოდა)

500

მართკუთხა პარალელეპიპედის სიგრძე, სიგანე და სიმაღლე შესაბამისად 2სმ, 4 სმ და 8 სმ -ის ტოლია. იპოვეთ იმ კუბის წიბო, რომლის მოცულობა ამ პარალელეპიპედის მოცულობის ტოლია.

4სმ

500

დაასახელეთ ნაწარმოები და ეპიზოდი.

"პირველ ამოდ მიდიოდეს მგზავრთა რათმე მაგიერად,

მათ შიგანთა ვერა უგრძნეს, ვერცა დაჰხვდეს გულ-ხმიერად;

გულსა შიში არა ჰქონდა, ამოდ დგეს და ნებიერად,

მიდგეს გარეთ, მუზარადნი დაიხურნეს ჟამიერად."

"ვეფხისტყაოსანი";

 ქაჯეთის ციხის აღების ეპიზოდი;

500

კომპასის ოთხივე მიმართულების პირველი ასოებით იკვრება ერთი ინგლისური სიტყვა, დაასახელეთ ეს სიტყვა და მისი თარგმანი. 

NEWS- ახალი ამბები

500

მაკა ცხოვრობს მალვინაზე მაღლა და კახაზე დაბლა. ფრიდონი კი - მალვინაზე დაბლა. რომელი პიროვნება რომელ სართულზე ცხოვრობს ოთხსართულიან ბინაში?

1- ფრიდონი

2- მალვინა

3- მაკა

4-კახა

500

1954 წელს ქ. სან -ბერნარდინოში ვინმე რეი კროკი შევიდა სასაუზმეში და განცვიფრებული დარჩა იმით, რომ კოქტეილი, კარტოფილი და ჰამბურგერი მას მიართვეს ნახევარ წუთში  და სულ 15 ცენტად. რა დააარსა ამის შემდეგ რეი კროკმა?

,,მაკდონალდსის'' რესტორნები