ფილმები/სერიალები2
მუსიკა (მიკერძოებული)
სპორტი2
გეოგრაფია2
რენდომი2
100

Breaking Bad-ის ფრენჩაიზში ვხვდებით ერთ-ერთ პერსონაჟს, რომელზეც შემდგომ ვიგებთ, რომ მან სახელი შეიცვალა. როცა კიმ ვექსლერი სახელის შეცვლის იდეის გონივრულობას ეჭვქვეშ დააქენებს, ჯიმი მაქგილი მას პასუხობს "It's all good man". დაასახელეთ ეს გენიალური პერსონაჟი.

Saul Goodman

100

1970 წელს Black Sabbath-ს ჩაწერისას პროდიუსერმა უთხრა, რომ მათი ალბუმს რამდენიმე წუთი აკლდა LP-მდე (ვინილზე გასაშვებ ფორმატამდე). ამისთვის ბენდმა 20-25 წუთში ჩაწერა filler სიმღერა, რომელიც შემდეგ ამ ბენდის ყველაზე პოპულარული სიმღერა გახდა. დაასახელეთ ეს სიმღერა.

Paranoid

100

ვინ გაიტანა 2026 ფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში  ერთადერთი გოლი?

ფერან ზვიგენ ტორესი

100

სად მიდის ყველა გზა?

რომი

100

ნინძა, ბიკი, პატი, პიდონი. ეს და სხვა მრავალი სახელი ძალიან უხდება რეპტილიათა კლასის კონკრეტულ წარმომადგენელს. დაასახელეთ ეს რეპტილია/ცხოველი.

კუ

200
90-იანი წლებში Dreamworks მუშაობდა პროექტზე "Prince of Egypt". კომპანიას სურდა, რომ ეს პროექტი თავისი მაგნუმ ოპუსი ყოფილიყო, ამიტომ ანიმატორები, რომლებიც ვერ ასრულებდნენ რიგიანად საკუთარ საქმეს გადაჰყავდათ სხვა, ნაკლებად მნიშვნელოვან პროექტზე, რომელსაც უფრო ექსპერიმენტად უყურებდნენ. საბოლოოდ ეს ექსპერიმენტი კომპანიის ყველაზე მაღალშემოსავლიან ფრენჩაიზად გადაიქცა. დაასახელეთ რომელ ფილმზეა საუბარი.

Shrek

200

2007 წლის 11 სექტემბერს ბევრი აღიარებს როგორც განგსტა რეპის სიკვდილის დღედ. ამ დღეს გამოშვებულ ორ ჰიპ-ჰოპ ალბუმს შორის კანიე უესტის Graduation აშკარად უფრო პოპულარული იყო ვიდრე იქსის Curtis. დაასახელეთ იქსი თუ მისი ქართული სახელწოდება დღევანდელი კურსით (01.09.2026) ლარი და ოცდაათი იქნებოდა.

50 cent

200

ფორმულა ერთში მოასპარეზე მექსიკელ პილოტს, სერხიო (ჩეკო) პერეზს ბევრი უნარი აქვს. მისი ყველაზე გამორჩეული უნარი მოიცავს იმას, რომ უკან მყოფ მანქანას არ მისცეს გასწრების საშუალება. ამ უნარის გამო მასზე ხუმრობით შეარქვეს მექსიკის იქსის მინისტრი. დაასახელეთ იქსი.

თავდაცვა, მექსიკის თავდაცვის მინისტრი

200

დაასახელეთ საქართველოში მდებარე კავკასიონის ქედის უმაღლესი მწვერვალი.

შხარა

200

ამ კომპანიის სახელი მოდის დანიური ფრაზიდან, რომელიც ითარგმნება, როგორც "Play well". სრულიად შემთხვევით აღმოჩნდა, რომ კომპანიის სახელი ლათინურად ითარგმნება, როგორც "I put together", რაც ამ კომპანიის მომხმარებელთა საქმიანობაზე მიუთითებს. დაასახელეთ კომპანია.

LEGO

300

ფილმში "Cars" ვხვდებით პერსონაჟებს, რომელთა ხმა სხვადასხვა მრბოლელებს ეკუთვნით. მათგან გამორჩეულია NASCAR-ის მეფე Richard Petty, რადგან სწორედ მასზე არის ერთ-ერთი პერსონაჟი დაფუძნებული. მისი 7 NASCAR ჩემპიონატი, 1970 წლის Plymouth Superbird (მანქანა) და ნომერი 43 იყო ინსპირაცია ამ პერსონაჟის უკან. დაასახელეთ ეს პერსონაჟი.

The King, Strip Weathers

300

ეს ბენდი გახდა პირველი, რომელმაც კონცერტი შვიდივე კონტინენტზე ჩაატარა. დაასახელეთ ბენდი, თუ ლევანის მსგავსად ამ ბენდის დრამერსაც ეშინია მეტრონომის.

Metallica
300

UFC-ში გდების (Takedown) საერთო რაოდენობის რეკორდი მერაბ დვალიშვილს უჭირავს, რომელიც მან უმარ ნურმაგომედოვთან ჩხუბის დროს მოხსნა. დაასახელეთ რომელი კანადელი-ფრანგი მოასპარეზის რეკორდი მოხსნა მერაბმა.

George Saint-Pierre

300

დაასახელეთ ყველაზე გრძელი მთათა სისტემა

ანდები

300

ლუპო ავთო ქაშაკაშვილის პირველი მეტოქე არის. ეს იმით არის გამოწვეული, რომ ავთომ ლუპო დააიგნორა, როცა მას ლამაზი დღის და ნათელი მზის აღნიშვნა სურდა. ლუპოს რა მოქმედება დააიგნორა ავთომ?

დაბადების დღის მილოცვა

400

სოპრანოებში კრისტოფერ მოლტისანტი მაფიოზად კურთხევის ცერემონიალის დროს ფანჯარაში იქსს დაინახავს, რაც სიმბოლურად მის ბნელ დასასრულზე მიანიშნებს. დაასახელეთ რა დაინახა კრისტოფერმა ფანჯარაში, თუ მას მიიჩნევენ ერთ-ერთ ყველაზე ჭკვიან ფრთოსანად და თუ ის საყოველთაოდ მიჩნეულია როგორც სიკვდილის და უიღბლობის სიმბოლოდ.

ყვავი

400
ეს 1982 წელს გამოშვებული გრემის ჯილდოს მფლობელი სიმღერა საზოგადოებაში მიღებულია როგორც სასიყვარულო და რომანტიკული. ეს ძალიან არ მოეწონა ბენდს. მათ უკვირდათ, თუ რატომ ვერ დაინახა ხალხმა სიმღერის ბნელი შინაარსი, რადგან სიმღერის ინსპირაცია ჯორჯ ორუელის 1984-ში ასახული ბნელი მეთვალყურეობა იყო. დაასახელეთ სიმღერა.

Every Breath You Take

400

ამ სპორტულ ღონისძიებას ინგლისში კუპერის ბორცვზე ყოველწლიურად ატარებენ. ამ სპორტს წარმართული ტრადიცია უდევს საფუძვლად. ადამიანები გაზაფხულზე ცეცხლმოკიდებულ ტოტებს აგორებდნენ ციცაბო ბორცვიდან, რაც ზამთრის დასასრულის სიმბოლო იყო. მოგვიანებით ტოტები საჭმელმა ჩაანაცვლა. დაასახელეთ სპორტი.

ყველის დევნა (სხვა ვერსიებიც წავა)

400

დაასახელეთ საქართველოს უგრძესი მდინარე. (საქართველოს, ანუ სათავეს იღებს საქართველოში)

თერგი

400

მეორე მსოფლიო ომის დროს ბრიტანელებს სურდათ საჰაერო და საზღვაო ძალებთან ეფექტური კომუნიკაციის საშუალება, რადგან იმდროინდელი რადარების სიგნალის მიღებისთვის საჭირო ანტენები ზედმეტად დიდი იყო თვითმფრინავზე დასამაგრებლად. ამისთვის შეიქმნა ხვრელებიანი მაგნეტრონი, რომელიც რადიოტალღებს აპატარავებდა, რათა პატარა ანტენითაც მიეღოთ სიგნალი. ერთ-ერთმა მეცნიერმა შენიშნა, რომ როცა ჩართული მოწყობილობის გვერდით დადგა მას ჯიბეში შოკოლადი გაუდნა, რაც ინსპირაცია გახდა დღევანდელი იქსისთვის. დაასახელეთ ეს გამოგონება.

მიკროტალღური ღუმელი

500

ჰარი პოტერი და ფილოსოფიურ ქვაში ვხვდებით უჩვეულო ძაღლს სახელად ფლაფის, რომელიც ქვის ერთ-ერთი მცველია. დაასახელეთ რომელ მითოლოგიურ პერსონაჟზეა დაფუძნებული ის, თუ ეს მითოლოგიური პერსონაჟი ფლაფისგან განსხვავებით ქვემოთ ჩასასვლელს ორმხრივად იცავს.

კერბერი

500

ამ არტისტზე ხშირად ამბობენ, რომ არის overrated რადგან მის ერთ-ერთ ყველაზე წარმატებულ ალბუმში "Berry is On Top" ყველა სიმღერა ერთმანეთს ჰგავს. დაასახელეთ ეს არტისტი, თუ ის თავის ერაში ცალსახად საუკეთესო გიტარისტი იყო.

ჩაკ ბერი

500

ჩემპიონთა ლიგის ერთ სეზონში მაქსიმალური გოლების რეკორდი კრიშტიანუ რონალდუს აქვს (17 გოლი). საგოლე გადაცემების რეკორდი ორ მოთამაშეს: ლუის ფიგუს და იქსს. დაასახელეთ იქსი, თუ მან ჩემპიონთა ლიგაზე 2017/18 სეზონში ლივერპულის მაისურით 9 საგოლე გადაცემა დაიწერა.

ჯეიმს მილნერი

500

ბიბლიის ძველ აღთქმაში ვხვდებით ებრაელების ეგვიპტიდან გამოსვლის ისტორიას. ისტორიაში აღწერილია ეგვიპტის 10 სასჯელი, რომელიც ნილოსში სისხლის დინებით იწყება. მეათე სასჯელის შემდეგ ფარაონი დათანხმდება მოსეს და ებრაელებს გაათავისუფლებს მონობისგან. რომელი ზღვა გაიარეს მოსემ და ებრაელებმა, რათა ფარაონის მიერ დადევნებულ არმიას გაქცეოდნენ.

წითელი ზღვა

500

ჰომეროსის ოდისეაში, ციკლოპის დაბრმავების შემდეგ ოდისევსი მას ეტყვის, რომ მას იქსი ჰქვია, რის გამოც ბრმა ციკლოპს სხვა ციკლოპები დასცინებენ, როცა ის მათ მისი დამაბრმავებლის ვინაობას ეტყვის. დაასახელეთ იქსი, თუ ის არის უნაკლო, დგას კანონის ზემოთ და არის სრულიად ბოროტი ან კეთილი.

არავინ