ზოგადი
ახსენი რატომ...
ამოცანები
10

რამდენი ტიპის გამეტას წარმოქმნის ჰეტეროზიგოტური (Aa) ორგანიზმი? დაასახელეთ ეს გამეტები.

პასუხი: 2 ტიპის გამეტას (A და a)

10

ახსენით, რატომ მიიღო მენდელმა ექსპერიმენტის დროს F1 თაობაში მხოლოდ წითელი შეფერილობის ჰიბრიდები?

პასუხი: რადგან წითელი შეფერილობა დომინანტური ნიშანია და თრგუნავს თეთრი (რეცესიული) ნიშნის გამოვლენას ჰეტეროზიგოტურ მდგომარეობაში.

10

როგორი ფენოტიპური დათიშვით მიიღება შთამომავლობა Aa x Aa შეჯვარების დროს?

პასუხი: 3:1 (იგივე 75%:25%)

50

რას ეწოდება ალელური გენები?

პასუხი: ერთი გენის ალტერნატიულ ვარიანტებს

50

ახსენით, რატომ/რა შემთხვევაში ვიყენებთ გამაანალიზებელ შეჯვარებას?

პასუხი: როცა გვსურს გავარკვიოთ ფენოტიურად დომინანტური ნიშნის მქონე ინდივიდი გენოტიპის მიხედვით ჰეტეროზიგოტია თუ ჰომოზიგოტი.

50

თუ შთამომავლობაში ყველა შვილი არის ცისფერთვალა (ცისფერი თვალი რეცესიული ნიშანია) მაშინ, როგორი შეიძლება იყოს მშობლების გენოტიპები?

პასუხი: aa x aa

100

რითი ჰგავს და რით განსხვავდება ჰომოლოგიური ქრომოსომები?

პასუხი: ჰგავს - ფორმით, ზომით, აგებულებით, მათში ჩაწერილი ნიშან-თვისებით

განსხვავდება - ალელური გენებით

100

ახსენით, რატომ ვერ გამოვლინდება ჰეტეროზიგოტურ მდგომარეობაში რეცესიული ნიშანი?

პასუხი: რადგან დომინანტური ალელი დათრგუნავს რეცესიულს

100
როგორი გენოტიპები ექნებათ Aa x Aa შეჯვარების შედეგად მიღებულ შვილეულ ინდივიდებს?

პასუხი: AA, Aa, aa